პრეზიდენტობის კანდიდატი: ვის მივიჩნევ კონკურენტად? – მხოლოდ სატანას

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი ნიკოლოზ გორგიჯანიძე ამბობს, რომ პროფესიით პედაგოგია, მაგრამ ჟურნალისტიკის სფეროში საქმიანობს. მან საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ცესკოს განცხადებით უკვე მიმართა, თუმცა რეგისტრაციის გავლისათვის საჭირო კრიტერიუმები, როგორიცაა საჭირო რაოდენობის ხელმოწერების შეგროვება, ჯერ ბოლომდე არ დაუკმაყოფილებია.

უსუფაშვილი: თუ ოდესმე პაატა ბურჭულაძე პოლიტიკოსობას გადაწყვეტს, წარმატებებს ვუსურვებ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გამოეხმაურა მომღერალ პაატა ბურჭულაძის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც ეს უკანასკნელი პოლიტიკაში ჩართვის აუცილებლობას ვერ ხედავს.

არჩევნებში 100 000–დე ამომრჩევლის მონაწილეობა შესაძლოა ეჭვქვეშ დადგეს

თბილისის საკრებულოს წევრ მამუკა კაციტაძის განცხადებით, 100 000–მდე ამომრჩევლის  საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. საუბარია ე.წ. რეგისტრაციიდან მოხსნილ ამომრჩევლებზე, რომელთა საერთო რაოდენობა, ცესკოს მონაცემებით, 97 ათასს აღემატება.

 

მარგველაშვილი: თანამდებობის დატოვება დამოკიდებულია, თუ რამდენად სწრაფად შევძლებ დაწყებული პროექტების დასრულებას

მმართველი გუნდის საპრეზიდენტი კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ მზად არის დატოვოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობა, მხოლოდ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად შეძლებს იგი დაწყებული პროექტების დასრულებას. 

ბოკერია: ქვეყანაში საერთო ფონი არის ძალადობრივი

უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვლის საარჩევნო მიმართვას გამოეხმაურა.  

ნინო ბურჯანაძე: “ნაციონალური მოძრაობა” საბოლოოდ უნდა მოვიშოროთ

დღეს, 10 ივლისს, ბათუმში პრეზიდენტობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძე „დემოკრატიული მოძრაობის“ ოფისის პრეზენტაციას დაესწრო. ბურჯანაძის განცხადებით, ის გამარჯვებისთვის ბრძოლას აპირებს და აცხადებს, რომ საქართველოსთვის საუკეთესო იქნება, თუკი პრეზიდენტი თვითონ გახდება, პრემიე- მინისტრის პოსტზე კი – ბიძინა ივანიშვილი დარჩება.

ბურჯანაძე: დანაშაულია ბათუმის, როგორც გეი ტურიზმის მხრიდან საუკეთესო ადგილის რეკლამირება

„ყველას უფლებები უნდა იქნას დაცული, მაგრამ ნურავინ მოგვახვევს თავს იმას, რაც არის მიუღებელი არა მარტო საქართველოსთვის, არამედ – ყველასთვის,“ – ეს განცხადება პრეზიდენტობის კანდიდატმა ნინო ბურჯანაძემ სექსუალურ უმცირესობებთან მიმართებაში გააკეთა.

მინისტრი საპრეზიდენტო კანდიდატი

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების თარიღად 27 ოქტომბერი განისაზღვრა, ხოლო
საარჩევნო კამპანია 1 ივლისიდან უკვე ოფიციალურად დაიწყო. იმყოფება თუ არა ყველა კანდიდატი საარჩევნო მარათონის წინ
თანაბარ კანონიერ სასტარტო პირობებში? – ეს საკითხი ეჭვქვეშ არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა დააყენეს.

საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ოლქების მიხედვით, 3 537 249 ამომრჩეველია

ცენტრალური საარჩევნო კომისია 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ოლქების მიხედვით ამომრჩეველთა რაოდენობას აქვეყნებს.

არჩევნების თარიღი კვლავ შეიცვალა – არჩევნები 27 ოქტომბერს ჩატარდება

საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი ისევ შეიცვალა. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, არჩევნები 2013 წლის 27 ოქტომბერს, კვირადღეს გაიმართება. ეს განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრო ბარნოვმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

პრეზიდენტი: არჩევნების თარიღთან დაკავშირებით პრემიერმა სრული უცოდინრობა გამოავლინა

“არჩევნების თარიღთან დაკავშირებით დღეს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გამოავლინა თავისი ჩვეული სრული უცოდინრობა საქართველოს კანონების”, – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეომიმართვით.

არასამთავრობოები პრეზიდენტს არჩევნების თარიღის შეცვლისკენ მოუწოდებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები საპრეზიდენტო არჩევნების თარიღთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და პრეზიდენტს თარიღის შეცვლისკენ მოუწოდებენ.

ივანიშვილი: ვერც პაატა [ბურჭულაძე] მოახერხებს ღირსეული კონკურენცია გაუწიოს მარგველაშვილს

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძნა ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მომღერალ პაატა ბურჭულაძის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო მონაწილეობას გამოეხმაურა. 

პრაიმერში მონაწილეობას “ნაციონალური მოძრაობის” 4 წევრი მიიღებს

“ნაციონალური მოძრაობის” პრაიმერში მონაწილეობას მიღებენ დავით ბაქრაძე, ზურაბ ჯაფარიძე, შოთა მალაშხია და გიორგი ბარამიძე. 

ივანიშვილი: IRI-ს კვლევები არ არის ჩვენთვის საინტერესო

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის( IRI) მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 41 პროცენტი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს კოალიცია “ქართული ოცნების” კანდიდატს (გიორგი მარგველაშვილი) დაუჭერს, ხოლო 11 პროცენტი – ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს. ამავე გამოკითხვის მიხედვით, 5 პროცენტი მხარს ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის ლიდერ გიორგი თარგამაძეს უჭერს, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია.

დათანხმდება თუ არა პაატა ბურჭულაძე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას?

“ამაზე საერთოდ არ მინდოდა საუბარი, არც უარს ვამბობ და არც კის,”- ასეთი კომენტარი გააკეთა პაატა ბურჭულაძემ იმ ინიციატივაზე, რომელიც ეხება მის მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად.

 

“ნაციონალების” პრაიმერში მონაწილე კანდიდატების ვინაობა ერთ კვირაში გაირკვევა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატს პრაიმერის გზით შეარჩევს. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის თქმით, დღეიდან ერთი კვირის ვადაში დარეგისტრირდება ყველა მსურველი, რომელიც პრაიმერში მიიღებს მონაწილეობას. 

როცა საპრეზიდენტო კანდიდატი მინისტრია – საკანონმდებლო ხარვეზი

დაარღვია თუ არა მმართველი კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა კანონმდებლობა, როდესაც როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით გაუზარდა პედაგოგებს ანაზღაურებადი შვებულების პერიოდი 24-დან 40 დღემდე, ასევე, გაუზარდა ხელფასები არა მხოლოდ პედაგოგებს, არამედ სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსაც?

უსუფაშვილი: მომავალი წელი საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის მნიშვნელოვანი იქნება

საქართველოს პარლამენტის თავმდჯომარის დავით უსუფაშვილის თქმით, მომავალი წელი საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს. მისი თქმით, დიდი მნიშვნელობა აქვს საპრეზიდენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას.

ბურჯანაძის აზრით, პრეზიდენტი “ქართული ოცნების” წარმოამდგენელი არ უნდა გახდეს

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერ ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეულ იქნას არა “ქართული ოცნების” წარმომადგენელი, არამედ ისეთი პოლიტიკური ფიგურა, რომელიც არ იქნება დავალებული “ქართული ოცნებისაგან” და არავისზე იქნება დამოკიდებული გარდა საკუთარი ხალხისა.

 

ჭიაბერაშვილი: “ნაციონალური მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატობაზე შემოთავაზება არ ყოფილა

კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” საპრეზიდენტო კანდიდატის გამოსავლენად დაახლოებით ორი კვირა დასჭირდება.

გიორგი ვაშაძე: თვის ბოლომდე გადაწყვეტთ როგორ გამოვავლენთ საპრეზიდენტო კანდიდატს

საპარლამენტო უმრავლესობისა და ნაციონალური მოძრაობის წევრის, გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, უახლოეს ხანებში გადაწყდება თუ რა ფორმით შეარჩევს ყოფილი მმართველი გუნდი თავის საპრეზიდენტო კანდიდატს. როგორც ცნობილია, თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობა საპრეზიდენტო კანდიდატის გამოვლენას  პრაიმერის, ანუ შიდა არჩევნების მეშვეობით აპირებდა, რომელშიც, სავარაუდოდ, მონაწილეობას გიორგი ბარამიძე, დავით ბაქრაძე, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჯაფარიძე მიიღებდნენ.

პრემიერი: ნაცმოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატს ნინო ბურჯანაძე მოუგებს

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ თუ “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის, იგი გიორგი მარგველაშვილს რეალურ კონკურენციას ვერ გაუწევს.

საპრეზიდენტო კანდიდატები არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე

საპრეზიდენტო არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე უკვე დასახელებულია რამდენიმე კანდიდატი, რომელიც ამ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. მათ შორის ცნობილია არა მხოლოდ მმართველი ძალის კანდიდატის ვინაობა.

Exit mobile version