ამ წუთებში “ქართული ოცნების” ოფისთან მინისტრები ნოდარ ხადური და სოზარ სუბარი მივიდნენ. “ქართული ოცნების” ოფისთან ასევე კოალიციის მხარდამჭერები იმყოფებიან.
Tag Archives: საპრეზიდენტო არჩევნები 2013
“საერთაშორისო გამჭირვალობა -საქართვეელომ” 70-ზე მეტი მნიშვნელოვანი დარღვევა დააფიქსირა
“საერთაშორისო გამჭირვალობა -საქართვეელოს” განცხადებით, არჩევნები დღეს ორგანიზაციამ 70-ზე მეტი მნიშვნელოვანი პროცედურული დარღვევა დააფიქსირა და სულ 34 საჩივარი დაწერა.
ქუთაისში მოქალაქეებს მარკირების გამო ხმის მიცემის პრობლემა შეექმნათ
ქუთაისის საარჩევნო უბნებზე მოქალაქეებს ხმის მიცემის პრობლემა შეექმნათ. კერძოდ, დღის განმავლობაში 15 შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც ხმის მისაცემად მისულ მოქალაქეს განუცხადეს, რომ მას მარკირების სითხე აქვს ხელზე, რის გამოც საარჩევნო უბანზე არ შეუშვეს. აღნიშნულ საკითხზე ამომრჩევლებმა საოლქო კომისიას მიმართეს.
ნინო ბურჯანაძე: ჩვენ ვაპირებთ ჩვენი ხმების დაცვას [video]
პრეზიდენტობის კანდიდატის, ნინო ბურჯანაძის თქმით, მას არ აინტერესებს ეგზითპოლების შედეგები და იგი დარწმუნებულია, რომ იქნება მეორე ტური მასსა და გიორგი მარგველაშილს შორის:
“იმედის” დაკვეთით ეგზითპოლის შედეგებით მარგველაშვილმა 68 % მიიღო
ტელეკომპოანია “იმედის” დაკვეთით ჩატარებული ეგზითპოლის პირველადი შედეგების მიხედვით “ქართული ოცნების” კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების 68 % მიიღო.
“რუსთავი 2”-ის ეგზიტპოლი: მარგველაშვილი – 66.7%, ბაქრაძე – 20.2%
გიორგი მარგველაშვილი – 66.7%, დავით ბაქრაძე – 20.2%, ნინო ბურჯანაძე – 7.5%, შალვა ნათელაშვილი – 2.1%, გიორგი თარგამაძე – 1.1%, კობა დავითაშვილი – 0.8%, – ასეთია ორგანიზაცია GfK-ის მიერ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგი, 18:00 საათის მონაცემებით.
გიორგი ვაშაძე: დავაფიქსირეთ როგორ იღებდა კომისიის თავმჯდომარე ფულს
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში მორიგი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა, სადაც გიორგი ვაშაძემ დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, “ქართული ოცნება” ცდილობს გამოიყენოს მოსახლეობის დაბალი აქტივობა და ე.წ. კარუსელი დაატრიალოს. მისივე განცხადებით, არსებობს ვიდეოზე აღბეჭდილი მასალა, როგორ იღებს იორმუღალოში კომისიის თავმჯდომარე ფულს:
საპრეზიდენტო არჩევნები სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში [ვიდეო/ფოტო]
სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებაში ორი საარჩევნო უბანია გახსნილი. 115-ე საარჩევნო უბანში სასჯელაღსრულების დაწესებულების მორიგე თანამშრომლები აძლევენ ხმას, 116-ე უბანში კი- პატიმრები.
17:00 – ქუთაისში ხმა ამომრჩეველთა 32,65%-მა მისცა
17:00 საათის მდგომარეობით, საპრეზიდენტო არჩევნებში ქუთაისში რეგისტრირებული ამომრჩევლების 32,65-მა პროცენტმა მისცა ხმა.
გაერთიანებული შტაბის უფროსი: ვერავინ მოახდენს ქართველი სამხედროების არჩევანზე გავლენას
ქართველი სამხედროები საპრეზიდენტო არჩევნებში ყოველგვარი დარღვევებისა და შეფერხების გარეშე მონაწილეობენ.
სააკაშვილს საარჩევნო უბანთან შეძახილებითა და სტვენით დახვდნენ [Video]
საქართველოს პრეზიდენტმა მთაწმინდის #1 ოლქის #19 უბანში მისცა ხმა. ხმის მიცემის შემდეგ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ტოვებდა საარჩევნო უბანს, შენობის გარეთ მას დახვდა 30-მდე მოქალაქე, მათ შორის ყოფილი პოლიტპატიმრები.
გია თევდორაძე ამტკიცებს, რომ მოქალაქეები ხმის მეორედ მიცემას ცდილობენ
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გია თევდორაძე აცხადებს, რომ ბოლო 1 საათის განმავლობაში ქუთაისში საარჩევნო უბნებზე მარკირებაგავლილი ამომრჩევლების მიერ ხმის მეორედ მიცემის მცდელობები დაფიქსირდა.
ჟურნალისტი აცხადებს, რომ საარჩევნო უბანზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი აცხადებს, რომ ყვარლის მე-16 საარჩევნო ოლქის ჭიკაანის მე-14 საარჩევნო უბანზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.
საია: დამკვირვებელთა შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
ახალგაზრდა იუსისტთა ასოციაციიის დამკვირვებლებმა საპრეზიდენტო არჩევნების დროს გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით 20 საჩივარი დაწერეს და 40-ზე მეტი შენიშვნა დააფიქსირეს ჩანაწერთა წიგნში.
15:00 – ქუთაისში ხმა ამომრჩეველთა 26,85%-მა მისცა
15:00 საათის მდგომარეობით, საპრეზიდენტო არჩევნებში ქუთაისში რეგისტრირებული ამომრჩევლების 26,85-მა პროცენტმა მისცა ხმა.
ალექსანდრე კვიტაშვილი: დმანისის #43–ე უბანზე ე.წ. კარუსელი დაფიქსირდა
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა, ალექსანდრე კვიტაშვილმა იმ დარღცევების შესახებ ისაუბრა, რაც ამ დროისთვის არჩევნების მიმდინარეობისას დაფიქსირდა. კვიტაშვილის თქმით, ერთ–ერთი მთავარი დარღვევა იყო ე.წ. კარუსელის შემთხვევა, რომელიც დმანისში დაფიქსირდა:
ISFED: დაახლოებით 250 ადამიანს შეეზღუდა ხმის მიცემის უფლება
ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევენების” დაკვირვებით, კენჭისყრის მიმდინარეობისას პრობლემატურ საკითხად არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემის ფაქტები და ბათუმში ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული პრობელემები დასახელდა.
ბურჯანაძის შტაბი ქუთაისში ე.წ. კარუსელის დატრიალებაზე საუბრობს
ქუთაისში ნინო ბურჯანაძის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ქალაქში ე.წ. კარუსელის დატრიალების რამდენიმე მცდელობას ჰქონდა ადგილი.
ბურჯანაძე: პუტინი დაინტერესებულია, რომ რუსეთი და საქართველო გახდნენ პარტნიორები
საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ნინო ბურჯანაძე ამომრჩეველს რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას პირდება.
ქუთაისში საარჩევნო უბნების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა
13:40 – ქუთაისის ნაწილს მთელი 15 წუთის განმავლობაში ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა.
დააჯარიმებენ თუ არა მაუწყებლებს ივანიშვილის განცხადების გამო?
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია იმსჯელებს, დაარღვიეს თუ არა ტელევიზიებმა კანონი, როდესაც პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ღია ეთერში განაცხადა, რომ მან გიორგი მარგველაშვილს მისცა ხმა.
არჩევნები ქუთაისის ციხეში [ფოტო]
12:00 საათის მდგომარეობით, სასჯელაღსრულების მეორე დაწესებუელბაში რეგისტრირებული 473 ამომრჩევლიდან ხმა 114-მა მისცა.
TI: საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, მეტი პროცედურული დარღვევა ფიქსირდება
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ საპრეზიდენტო არჩევნებს 370 ადგილობრივი დამკვირვებლით უწევს მონიტორინგს. ორგანიზაციის სტაციონარული დამკვირვებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით 330 საარჩევნო უბანზე არიან გადანაწილებულნი და 73 საარჩევნო ოლქიდან 66-ს ფარავენ.
51–ე სკოლაში გახსნილ საარჩევნო უბანზე პატრული გამოიძახეს
თბილისში, 51–ე სკოლაში გახსნილ საარჩევნო უბანზე ინციდენტი მოხდა, რის გამოც პატრული გამოიძახეს.