“ოცნება” საია-ს, TI-ის და ISFED-ის ანგარიშებს აკრიტიკებს

“ქართული ოცნების” განცხადებით, თვითთმართველობის არჩევნებისთვის ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშები გააანალიზეს და აღმოაჩინეს, რომ ამ ორგანიზაციების ანგარიშებში მოყვანილი შემთხვევები საარჩევნო კამპანიის დაწყებამდეა მომხდარი და, შესაბამისად, ” ამ პერიოდში საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაზე საუბარი ზედმეტია”. ამის შესახებ დღეს, 17 სექტემბერს, გამართულ ბრიფინგზე “ქართული ოცნების” საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა, რომელმაც სამი ადგილობრივი ორგანიზაციის: “საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს”, “საქართველოს …

“ოცნების” აქტივისტების ფოტომასალა ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს – ISFED

“სამართლიანი არჩევნები” (ISFED) აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” წალენჯიხის მერობის კანდიდატის – გოგა გულორდავას მხარდამჭერ Facebook გვერდზე გავრცელებული ფოტომასალა შეიცავს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს. საუბარია ფოტოებზე, სადაც ISFED-ის თქმით, პარტიის აქტივისტების მიერ საკვები პროდუქტების შეძენისა და მოქალაქეებისთვის დარიგების ფაქტი ჩანს. “სამართლიანმა არჩევნებმა” მერობის კანდიდატის მიერ ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას საჩივრით მიმართა, უფლებამოსილი …

საარჩევნო ადმინისტრირების სისტემის რეფორმა უნდა გაგრძელდეს — ISFED, TI-საქართველო

“სამართლიანმა არჩევნებმა” და “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” პარლამენტის მიერ საარჩევნო კოდექსში შეტანილ ძირითადად ცვლილებებთან დაკავშირებით საბოლოო ერთობლივი შეფასებები გამოაქვეყნეს. 28 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საარჩევნო კოდექსში ცვლილებები. „სამართლიანი არჩევნების” და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აზრით, განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს უფრო სამართლიანად და უკეთესად აწესრიგებს, თუმცა კანონში არ აისახა გარკვეული თემები, რომელთა …

2020-ის არჩევნებზე სკოლის დირექტორები პოლიტიკური მიზეზით გაათავისუფლეს – ISFED-ის ანგარიში

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” ანგარიშის თანახმად, ხშირია შემთხვევები, როდესაც საჯარო სკოლების დირექტორებსა და მასწავლებლებს საარჩევნო კამპანიაში ჩართვას აიძულებენ და ზეწოლის ბერკეტად სამსახურის შენარჩუნების საკითხს იყენებენ. ISFED-ის ცნობით, აღნიშნული მეთოდი განსაკუთრებით აქტიუალური იყო 2018 წლის საპრეზიდენტო და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისას. კერძოდ, “სამართლიანი არჩევნები” განმარტავს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას დირექტორებზე ზეწოლის ბერკეტად საჯარო სკოლებში განხორციელებული …

პრემიერი, არჩევნები და ხელფასების ზრდის დაპირება

პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის განცხადებას, რომელიც საჯარო სამსახურში ხელფასების მატებას ეხება, პრობლემურად აფასებენ საარჩევნო თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიან არჩევნებში”. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე არჩევნებამდე ორი თვით ადრე ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის ლიდერის განცხადებაში ამომრჩეველზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობის რისკებს ხედავს. რა თქვა ღარიბაშვილმა? საუბარია დღეს, 9 აგვისტოს პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც 2022 წლის იანვრიდან ღარიბაშვილი …

ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის დაკომპლექტების პროცესს TI და ISFED ტოვებენ

ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის დაკომპლექტების პროცესს „საერთაშორისო გამჭვირვალობა”(TI Georgia)  და „სამართლიანი არჩევნები” (ISFED) ტოვებენ. ამის შესახებ მათ ერთობლივი განცხადება დღეს, 8 აგვისტოს, გაავრცელეს. საქართველოს საარჩევნო კოდექსში 2021 წლის ივნისში შეტანილი ცვლილებებით, არჩევნების დანიშვნის დღიდან 10 დღის ვადაში უნდა ჩამოყალიბდეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) საკონსულტაციო ჯგუფი არანაკლებ 9 და არაუმეტეს 15 წევრის შემადგენლობით, რომელიც ცესკოს საარჩევნო დავებთან …

ISFED: შეზღუდვის გვერდის ასავლელად მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები ივნის-ივლისში შეიცვალა

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISFED) 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების არაოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიშს ავრცელებს. დოკუმენტის ავტორების თქმით, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია საქართველოს პრეზიდენტის მიერ არჩევნების ოფიციალურად დანიშვნის შემდეგ, 3 აგვისტოს დაიწყო, რის შემდეგაც მუნიციპალურ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა იკრძალება. ამის გათვალისწინებით, ორგანიზაციის განცხადებით, მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში ბიუჯეტი ივნისსა და ივლისში …

ISFED: “ოცნების” დეპუტატმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს წარმომადგენელს

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISFED) განცხადებას ავრცელებს და შეშფოთებას გამოთქვამს მმართველი პარტიის დეპუტატების მიერ ორგანიზაციის გრძელვადიანი წარმომადგენლების მიმართ სიტყვიერ თავდასხმებთან დაკავშირებით და მას მმართველი პარტიის მიერ “სამართლიანი არჩევნების” წინააღმდეგ წარმოებული მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანიის გაგრძელებად მიიჩნევს. ორგანიზაციის განცხადებით, პირველ აგვისტოს ხობში ირაკლი (დაჩი) ბერაიამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ორგანიზაციის გრძელვადიან დამკვირვებელს, რომელიც მმართველი პარტიის მერობის …

“ძალადობისაკენ მოწოდება” — ISFED და TDI მედიისა და სამოქალაქო აქტივისტების საწინააღმდეგო პოსტერებზე

არასამთავრობო ორგანიზაციები “სამართლიანი არჩევნები”(ISFED) და “საერთაშორისო გამჭვირვალობა(TDI) განცხადებას ავრცელებენ “ნაციონალური მოძრაობის”, კრიტიკული ტელევიზიებისა და აქტივისტების საწინააღმდეგო პლაკატებზე, რომლებიც თბილისში 24 ივლისს გამოჩნდა. ორგანიზაციების შეფასებით, “პოსტერები, თავისი შინაარსითა და ფორმით ძალადობისაკენ მოწოდებას წარმოადგენს და საფრთხეს უქმნის მასზე გამოსახული ადამიანების უსაფრთხოებასა და სიცოცხლეს”. “მსგავს შემთხვევას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინაც ჰქონდა ადგილი, აუდიტის სამსახურის მიერ …

ცესკოში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი ნაჩქარევია — ISFED

“სამართლიანი არჩევნები”(ISFED) ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიმდინარე რეორგანიზაციას აფასებს. ISFED-მა ამ პროცესთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოითხოვა და როგორც აღნიშნავს, ამომწურავი პასუხი ვერ მიიღო, თუმცა, ამჟამად მის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე ფიქრობს, რომ  პროცესი “ნაჩქარევია” და საარჩევნო რეფორმის დასრულებამდე უნდა შეჩერდეს. ცესკოში რეორგანიზაცია მიმდინარე წლის 4 მარტს, თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე დაიწყო და მის გაცხადებულ მიზანს კომისიის საქმიანობისა და …

500 მილიონი ცენტრიდან რეგიონებში არჩევნების წინ — რას ნიშნავს მთავრობის გეგმა

მთავრობის დაპირებით მიმდინარე წლის ივნისიდან უნდა დაიწყოს სამუშაოები სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რომელიც  63 მუნიციპალიტეტის ურბანულ განვითარებას გულისხმობს, პირველ ეტაპზე, 500 მილიონ ლარად. სახელმწიფომ ეს ამბავი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ნახევარი წლით ადრე გვაუწყა, თუმცა გვარწმუნებს, რომ პროექტს არაფერი აქვს საერთო აღნიშნულ მოვლენასთან მიუხედავად ამ მტკიცებისა, კითხვები ამომრჩეველზე შესაძლო ზემოქმედებასთან დაკავშირებით მთავრობის ბრიფინგზევე გაისმა ჟურნალისტების მხრიდან. მეორე …

ISFED-მა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა

“სამართლიანი არჩევნები”(ISFED) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიშს აქვეყნებს. ორგანიზაციამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის, არჩევნების დღის, მეორე ტურისა და არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგი მთელი საქართველოს მასშტაბით განახორციელა. მათი განცხადებით, არჩევნების დღე, ტექნიკური ადმინისტრირების თვალსაზრისით, ძირითადად კანონმდებლობის დაცვით წარიმართა. მათივე თქმით, კოვიდ-19-ის გავრცელების მასშტაბის მიუხედავად, არჩევნების დღეს უზრუნველყოფილი იყო ამომრჩეველთა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემო. …

“ISFED “შეცდომით” ქვეყანას ატრიალებდა და დღეს სურთ ეს ადამიანური შეცდომით გაამართლონ” – მდინარაძე

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ეჭვობს, რომ “სამართლიანმა არჩევნებმა” პარალელური დათვლის შედეგები განზრახ გააყალბა, რის უკანაც “რადიკალური ოპოზიციის” წარმომადგენლები დგანან. ამის შესახებ მდინარაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა. მდინარაძის თქმით, ISFED-ის გამოცდილების მქონე ორგანიზაციის მხრიდან შეცდომა წარმოუდგენელია და ორგანიზაციის პარალელური დათვლის მონაცემებში იყო მანიპულაციები: “პირველ რიგში, უნდა გამოვეხმაურო ISFED-ის და მისი უკვე ყოფილი ხელმძღვანელის და სხვა პირების …

ითხოვდნენ თამარ ჟვანიას გადადგომას და ელენე ნიჟარაძე გადადგა – მდინარაძე

“ითხოვნდენ ჟვანიას გადადგომას და ელენე ნიჟარაძე გადადგა”, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე “სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორის, ელენე ნიჟარაძის თანამდებობის დატოვების საკითხს. “ჩემი საქმე არ არის, უნდა წასულიყო თუ არა [ელენე ნიჟარაძე]. ნამდვილად არ არის ჩემი საქმე და არც არასდროს არ ჩავერევი კითხვაზე პასუხის დონეზეც კი. მაგრამ რა რეალობა მივიღეთ ამ ქვეყანაში …

ჟვანიას ქმარს, რომელიც ISFED-ში მუშაობს, არჩევნების დაკვირვებასთან შეხება არ აქვს — ნიჟარაძე

“სამართლიანი არჩევნების”(ISFED) აღმასრულებელი დირექტორი ელენე ნიჟარაძე გამორიცხავს, რომ ცესკოს თავდმჯდომარის, თამარ ჟვანიას ქმარს, რომელიც ISFED-ში მუშაობს, პარალელურ დათვლაში აღმოჩენილ ხარვეზთან რამე აკავშირებდეს. ამის შესახებ მან “პალიტრანიუსის” ეთერში ისაუბრა. ჟურნალისტმა ნიჟარაძეს ჰკითხა, შესაძლოა თუ არა, რომ ჟვანიას ქმარს პარალელური დათვლის სისტემასთან წვდომა ჰქონოდა, ან ხარვეზის შესახებ წინასწარ ინფორმაციას მისგან გაეჟონა. ნიჟარაძის თქმით, ჟვანიას ქმარს, პოზიციიდან გამომდინარე, …

ჩემი პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხს ვერ ვხედავ — ნიჟარაძე ISFED-ის ხარვეზზე

“სამართლიანი არჩევნების” (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი ელენე ნიჟარაძე ამბობს, რომ პარალელურ დათვლაში აღმოჩენილი ხარვეზის გამო პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხს ვერ ხედავს. ამის შესახებ მან “პალიტრანიუსის” ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაციამ მაქსიმალურის გაკეთება შეძლო იმისათვის, რომ მაღალი სტანდარტი დაეცვა. “ამ შემთხვევაში, ჩემი პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხს ვერ ვხედავ იმიტომ, რომ ამ სიტუაციაში მაქსიმალური გავაკეთეთ და მე რაც მევალებოდა, როგორც …

კობახიძის თქმით, ნაცვლიშვილთან მიმოწერა TI-სგან PVT-ის გამოთხოვას ეხებოდა

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ ლაშა ნაცვლიშვილთან ჰქონდა მიმოწერა ორი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული პარალელური დათვლის მონაცემების გამოთხოვაზე. “ლაშა ნაცვლიშვილი პიარის მიმართულებას ხელმძღვანელობს პარტიაში. აქედან გამომდინარე, პიარულ საკითხებთან დაკავშირებით, ბუნებრივია, მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს. რაც შეეხება მიმოწერას, იქ ნახსენებია ერთი სიტყვა “მოგება” და არის შეცდომით.  “დარტყმა” სწორია, მაგრამ მოგება არასწორია… ლაშა ნაცვლიშვილს ერთ-ერთი …

ხარვეზის შესახებ ნოემბრის ბოლოს პირველად USAID-ს ვაცნობეთ — ნიჟარაძე

“სამართლიანი არჩევნების”(ISFED) აღმასრულებელი დირექტორი, ელენე ნიჟარაძე ამბობს, რომ ორგანიზაციამ პარალელური დათვლის შედეგების აუდიტი 9 ნოემბრის კვირაში დაიწყო. ასე უპასუხა, მან “მთავარი არხის” ეთერში ნიკა გვარამიას კითხვას, როდის დაიწყო ორგანიზაციამ შიდა აუდიტი. “10 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ პირველად გააჟღერა PVT-ის შედეგებთან დაკავშირებით, რომ ხარვეზებია და არეულია პროგრამაში. 10 ნოემბრიდან დაიწყეს, საუბარი, რომ იქ რაღაც შეცდომაა, გადავთვალოთ PVT-ითი …

არ გამიკვირდება, ჩემს სატელეფონო ჩანაწერებს ისმენდნენ — ელენე ნიჟარაძე

“სამართლიანი არჩევნების” (ISFED) აღმასრულებელი დირექტორის, ელენე ნიჟარაძის თქმით, არ გაუკვირდება, რომ მის სატელეფონო ზარებს უსმენდნენ. მისი თქმით, ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგებში უზუსტობის აღმოჩენის შედმეგ დღისწესრიგიდან არანაირი პრობლემა არ  მოხსნილა და კითხვის ნიშნები მმართველ პარტიასთან და საარჩევნო ადმინისტრაციასთან მიმართებაში კლვას რჩება. თუმცა, როგორც ნიჟარაძე ამბობს,  საინტერესოას, თუ საიდან იცოდა”ქართულმა ოცნებამ” აღნიშნული უზუსტობის შესახებ მანამ, სანამ ამის …

ISFED-ზე ვერანაირი ზეწოლა და მოსყიდვა გავლენას ვერ მოახდენდა — ბენიძე ISFED-ის ხარვეზზე

“სამართლიანი არჩევნების” (ISFED) ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე პარალელური დათვლის შედეგებში უზუსტობის აღმოჩენას ეხმაურება და ორგანიზაციას თანადგომას უცხადებს. როგორც ბენიძე ამბობს, PVT-ს შედეგებთან დაკავშირები საყოველთაო იმედგაცრუების ესმის და თავადაც ძალიან იმედგაცრუებულია. მისი თქმით, ამ ორგანიზაციის მიერ დამკვიდრებული მაღალი სტანდარტისა და რეპუტაციის გათვალისწინებით, სრულიად გასაგებია რომ საზოგადოება ISFED-ის შეცდომამ გააბრაზა და გულიც დაწყვიტა. ამასთან, ბენიძე აღნიშნავს, რომ …

მინიმუმ, დადასტურდა ის, რომ ჟვანიასა და ცესკოს არაფერი გაუფუჭებიათ – კობახიძე

“ოპოზიციას თავისი გაყალბების კამპანია აგებული ჰქონდა PVT-ზე და ეს მთლიანად გამოეცალათ ხელიდან”, – ასე შეაფასა “ქართული ოცნების” ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ, ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების”(ISFED)-ის მიერ ხმების ალტერნატიული დათვლის(PVT) შედეგების კორექტირება. მისი თქმით, პარტიისთვის მანამდეც “აშკარა იყო”, რომ პარალელური დათვლის შედეგებში შეცდომა იყო დაშვებული. კობახიძის თქმით, ამას “მარტივი არითმეტიკული გამოთვლის” შედეგად მიხვდნენ და ოპოზიციის წარმომადგენელთა ვარაუდი ორგანიზაციის …

დაგვიანებით გაჟღერებული რეალობა, იმედია, შეცვლის დამოკიდებულებებს – ჟვანია

“ცესკოს” თავმჯდომარე თამარ ჟვანია ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” (ISFED) მიერ  არჩევნების ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგების კორექტირებას ეხმაურება. მისი თქმით, იმედი აქვს, რომ აღნიშნულის შემდეგ საარჩევნო კომისიის მიმართ დამოკიდებულებები შეიცვლება. “დღეს, როდესაც უკვე ყველასთვის ცნობილი გახდა „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლის (pvt) დაზუსტებული შედეგები, რომელიც მყარად ადასტურებს, რომ არჩევნების ოფიციალური შედეგები ზუსტია, არ შემიძლია არ გავიხსენო განვლილი …

ISFED-ის ხარვეზი | რა მოხდა? – ინტერვიუ ელენე ნიჟარაძესთან

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანმა არჩევნებმა’ (ISFED) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგები აუდიტის შედეგად გამოვლენილი ხარვეზის საფუძველზე დააკორექტირა. ამის შემდეგ მმართველი პარტიის და სხვა ბარიერგადალახული პარტიების დიდი ნაწილის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა პროცენტულად გაიზარდა. კორექტირებული მონაცემებით, ცდომილების ზღვრის გათვალისწინებით ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგები ცესკოს ოფიციალურ მონაცემებს ემთხვევა. როგორ მოხდა შეცდომა, როდის აღმოაჩინეს ის …

ISFED-ის თითოეული თანამშრომლისთვის ახლა ყველაზე მძიმე და სტრესული პერიოდია – ნიჟარაძე

“სამართლიანი არჩევნების” აღმაშრულებელი დირექტორის, ელენე ნიჟარაძის თქმით, ორგანიზაციისთვის “ძალიან მძიმე იყო” პარალელური დათვლის შედეგებში უზუსტობის შესახებ განცხადების გამოქვეყნება. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ასეთი გამოწვევა ორგანიზაციას ბოლო წლების მანძილზე არ ჰქონია. “ძალიან მძიმე იყო ამ განცხადების გამოქვეყნება. ISFED-ისთვის, როგორც ორგანიზაციისთვის და მისი თითოეული თანამშრომლისთვის ეხლა ყველაზე მძიმე და სტრესული პერიოდია. მე რაც ორგანიზაციაში ვარ 2012 …

Exit mobile version