სალომე ზურაბიშვილმა ფიცი დადო

სალომე ზურაბიშვილმა ინაუგურაციაზე ფიცი დადო. აღნიშნულის შემდეგ ის უკვე საქართველოს პრეზიდენტია. ცერემონია თელავში, ერეკლე მეორის სასახლეში ცოტა ხნის წინ დაიწყო. ღონისძიებას 1 800-მდე სტუმარი ესწრება. პარალელურად, თელავისკენ გადაადგილებას ცდილობს ოპოზიციის მხარდამჭერთა კოლონა, რომელთაც გზად არაერთი პრობლემა შეექმნათ. რამდენჯერმე  მოხდა დაპირისპირება პოლიციასთან.  

ლომჯარია შსს-ს მიმართავს, თელავისკენ მომიტინგეთა თავისუფლად გადაადგილება უზრუნველყოს

საქართველოს სახალხო დამცველი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, უზრუნველყოს მომიტინგეთა შესაძლებლობა, გადაადგილდნენ თავისუფლად თელავის მიმართულებით, მანიფესტაციის გამართვის მიზნით. შესაბამისი განცხადება ნინო ლომჯარიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. “აღნიშნული წარმოადგენს მათ კონსტიტუციურ უფლებას, რომელიც არ შეიძლება შეიზღუდოს კანონით გაუთვალისწინებელი მიზნებით”, – აღნიშნავს ომბუდსმენი და აქვე დასძენს: “საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აკვირდება მიმდინარე მოვლენებს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის შეკრებისა …

ზურაბიშვილის ინაუგურაციის სტუმრები – ფოტოები

დღეს, 16 დეკემბერს, თელავში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია იმართება. ღონისძიებაზე 1 800-მდე ადამიანია მიწვეული. ზურაბიშვილის ინაუგურაცია 15 საათზე უნდა დაიწყოს, თუმცა სტუმრებმა უკვე დაიწყეს მისვლა ერეკლე მეფის სასახლის ეზოში. ორგანიზატორთა ცნობით, ინაუგურაციას სტუმრების უმრავლესობა ფეხზე დგომით დაესწრებიან და სკამებს მხოლოდ გამონაკლისებს შესთავაზებენ. ადგილის სიმცირე გახდა მოტივი იმისა, რომ ინაუგურაციის პროცესს სასახლის ეზოში განთავსებულ მონიტორზე დააკვირდებიან …

“გაწევ-გამოწევები ამ მშვენიერ დღეს აფუჭებს” – სესიაშვილი

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის თქმით, დაპირისპირება და გაწევ-გამოწევა ინაუგურაციის დღეს აფუჭებს. სესიაშვილი ასე გამოეხმაურა თელავის გზაზე ოპოზიციის მხარდამჭერების მიერ გამართულ პროტესტს, რომელიც პოლიციის მიერ გზის გადაკეტვამ გამოიწვია. “ყველას აქვს გამოხატვის უფლება და თქვენ იცით, რომ ჩვენი მმართველობის პერიოდში არ ყოფილა ამ უფლების დარღვევის შემთხვევა. მაგრამ, ბუნებრივია, როდესაც ქვეყანაში ტარდება ზეიმი, ყველა უნდა …

კობა ხაბაზი პროტესტის ნიშნად ცენტრალურ გზაზე დაწვა

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი კობა ხაბაზი, რომელსაც პოლიცია თელავისკენ არ უშვებს, პროტესტის ნიშნად ცენტრალურ გზაზე დაწვა. “ჩემს ისტორიაში ეს განმეორდა. 8 აპრილს ჩავწექით პირველი ჯგუფი ჯავშანტრანსპორტიორების წინ და მაშინ შევაჩერეთ რუსის ჯარი. სამწუხაროდ, მეორე დღეს ტანკებით წამოვიდნენ და ვერ შევძელით შეჩერება. სამწუხაროდ, ჩემს ცხოვრებაში ეს მეორედ განმეორდა. უბრალოდ, სამწუხაროა, რომ მოღალატე, საქართველოს მტრის სალომე ზურაბიშვილის …

საპატრულო პოლიცია ოპოზიციონერებს სთავაზობს, თელავში ყვარლის გავლით ან ფეხით ჩავიდნენ

საპატრულო პოლიცია ოპოზიციის წარმომადგენლებს სთავაზობს, თელავში ყვარლის გავლით ან ფეხით ჩავიდნენ. როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა, დაანონსებული იყო მარშრუტი, თუ საიდან უნდა ემოძრავა კოლონას, მაგრამ ოპოზიციას არ სურს იმ მიმართულებით წავიდეს. “ჩვენ განვსაზღვრავთ მარშრუტებს. არ ვუზღუდავთ მოქალაქეებს გადაადგილებას, არამედ ვაძლევთ მიმართულებას, რა მიმართულებით უნდა მოხვდნენ თელავში”, – განაცხადა კუპატაძემ “რუსთავი 2-ის” პირდაპირ …

ჟურნალისტები ინაუგურაციას ეზოში განთავსებული მონიტორიდან გააშუქებენ

ჟურნალისტებს არ ექნებათ საშუალება, უშუალოდ გააშუქონ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში. ადგილზე მყოფი ჟურნალისტები ღონისძიებას ერეკლე მეორის ციხის ეზოში განთავსებული მონიტორიდან გააშუქებენ. რაც შეეხება უშუალოდ იმ ადგილს, სადაც სალომე ზურაბიშვილმა ფიცი უნდა დადოს, ამ ტერიტორიაზე მხოლოდ პირად ფოტოგრაფებსა და ვიდეოოპერატორებს შეუშვებენ. “სივრცე არ იძლევა საშუალებას,” – შეზღუდვის მიზეზი ასე განმარტეს მთავრობის ადმინისტრაციაში. მათივე თქმით, შიდა სივრცეში …

გომბორის უღელტეხილი დაკეტილია – მოქალაქეებს მხოლოდ საშვით უშვებენ

საავტომობილო გზა გადატვირთულია თბილისიდან თელავის მიმართულებით. კახეთისკენ დღეს ასობით ადამიანი მიემართება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე დასასწრებად. ინაუგურაცია დღეს, 16 დეკემბერს, თელავში,  ერეკლე მეფის სასახლის ეზოში გაიმართება. როგორც ნეტგაზეთის ჟურნალისტი იტყობინება, მოძრაობა შეზღუდულია გომბორის უღელტეხილის გავლით და ამ გზაზე მხოლოდ სპეციალური საშვის მქონე პირებს უშვებენ, რომლებიც ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე დასასწრებად სტუმრის სტატუსით მიემგზავრებიან. როგორც შინაგან …

ზურაბიშვილის ინაუგურაციას 1 800 ადამიანი დაესწრება, ისინი ფეხზე იდგებიან

16 დეკემბერს, საქართველოს არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციას 1 800 ადამიანი დაესწრება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა და ღონისძიების საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა კახა კახიშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს განუცხადა. მისივე თქმით, თითქმის ყველა სტუმარი, ვისაც ჯანმრთელობა ხელს შეუწყობს, ფეხზე იდგება, რათა პროცესში მონაწილეობა მეტმა ადამიანმა შეძლოს. „ყველა აბსოლუტურად – პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირები ინაუგურაციაში …

პანთეონსა და მემორიალთან ვიზიტი ზურაბიშვილის პერსონალური გადაწყვეტილება იყო – კახიშვილი

სალომე ზურაბიშვილის საინაუგურაციო კომიტეტის ხელმძღვანელის, კახა კახიშვილის განცხადებით, არჩეული პრეზიდენტის პანთეონსა და გმირთა მემორიალთან მისვლა მისი პირადი გადაწყვეტილება იყო. კახიშვილმა ტელეკომპანია “იმედს” განუცხადა, რომ საორგანიზაციო კომისია აღნიშნული აქტივობის დაგეგმვაში ჩართული არ ყოფილა. „რაც შეეხება კონკრეტულად დღეს სალომე ზურაბიშვილის მიერ თბილისში, პანთეონში მისვლისა და გმირთა მემორიალის გვირგვინით შემკობის პროცედურას, მე გუშინაც განვაცხადე, რომ ეს არ არის …

ინაუგურაციისას ოპოზიცია თელავის გარდა თბილისში, 3 საათზე შეიკრიბება

16 დეკემბერს, თელავში, არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად, გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები თბილისში, რუსთაველის გამზირზე 3 საათიდან შეიკრიბებიან. ამის შესახებ 15 დეკემბერს გმირთა მოედანზე ზურაბიშვილის წინააღმდეგ შეკრებილი ადამიანები შეთანხმდნენ. მათი თქმით, ინფორმაციას მალე გაავრცელებენ და ხვალ გაცილებით მეტ მხარდამჭერს ელოდებიან. აქციის ერთ-ერთი სპიკერის თანახმად, თბილისში ის ადამიანები შეიკრიბებიან, ვინც ვერ ახერხებს, თელავში ოპოზიციის აქციას შეუერთდეს …

“არა სალომეს” – ოპოზიციის აქცია გმირთა მოედანზე

თბილისში, გმირთა მოედანზე, საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ აქცია იმართება. ადგილზე გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტები არიან შეკრებილნი. ოპოზიციის მხარდაჭერები აცხადებენ, რომ სურდათ, ინაუგურაციის დღეს, დილის საათებში, ზურაბიშვილს გმირთა მოედანზე დახვედროდნენ და ეთქვათ, რომ იგი არ არის საზოგადოების მიერ არჩეული, თუმცა ზურაბიშვილი შაბათს, წინასწარი განცხადების გარეშე ეწვია გმირთა მოედანზე ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალს. ზურაბიშვილის ამ აქტივობის შესახებ, …

ზურაბიშვილი ინაუგურაციის წინა დღეს მედიის გარეშე მივიდა გმირთა მოედანსა და პანთეონში

არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე, მედიის თანდასწრების გარეშე მივიდა გმირთა მოედანსა და მთაწმინდის პანთეონში. ამ ადგილებში ვიზიტი ინაუგურაციის პროტოკოლის ნაწილია. ინფორმაცია მოგვიანებით გაავრცელა ზურაბიშვილის პრესსამსახურმა, წინასწარ კი მედია გაფრთხილებული არ იყო და მისი მისვლის დრო არც საჯაროდ დაუანონსებიათ. ზურაბიშვილმა, პრესსამსახურის თანახმად, მოილოცა ილია ჭავჭავაძის საფლავი მთაწმინდის პანთეონში და პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული …

ინაუგურაციის დღეს ოპოზიცია თელავში კოლონით შესვლას გეგმავს

გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები, რომელთაც სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად საპროტესტო აქციაში მონაწილეობა სურთ, თელავისკენ თბილისიდან გაემართებიან. როგორც დემონსტრაციაში მონაწილეობისათვის განკუთვნილ სარეგისტრაციო ფორმაშია ნათქვამი, შეკრება 16 დეკემბერს, 09:00-ზე, აეროპორტის გზაზე, “ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალური ოფისის მიმდებარედ დაიწყება. ფორმის მიხედვით, აქტივისტები ტრანსპორტირებას თავად უზრუნველყოფენ და ერთად გაემართებიან თელავში. “ძალიან ბევრ ადამიანს სურს შემოგვიერთდეს კვირას დაგეგმილ აქციაზე, ამიტომ, ღონისძიება რომ …

ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე ქვემეხებიდან გაისვრიან

თელავში, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დროს, ქვემეხებიდან სამჯერ გაისვრიან. ამის შესახებ თელავის მერია განცხადებას ფეისბუქზე ავრცელებს. “გაცნობებთ, რომ საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, 2018 წლის 14, 15 და 16 დეკემბერს, 13:00სთ-დან 15:00სთ-მდე პერიოდში, მოხდება ქვემეხებიდან ერთობლივი გასროლა.გთხოვთ, გაავრცელოთ აღნიშნული ინფორმაცია”, – ამბობს უწყება. საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაცია თელავში, ერეკლე მე-2-ის სასახლეში 16 დეკემბერს გაიმართება.

აქცია გაიმართება თელავში, თბილისში და სხვა ქალაქებშიც – ვაშაძე

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, 16 დეკემბერს, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად, თელავში მშვიდობიან აქციას ჩაატარებენ, რომელშიც მონაწილეობას გაერთიანებული ოპოზიციის ყველა პარტია მიიღებს. გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის თქმით, აქცია დედაქალაქშიც და სხვა ქალაქებშიც გაიმართება, თუმცა ყველაზე მასშტაბური თელავში იქნება. როგორც ვაშაძე აცხადებს, საქართველოში არ ჩატარებულა საპრეზიდენტო არჩევნები. მისი შეფასებით, არჩევნების ნაცვლად, კორუმპირებული ჩინოვნიკების ზედამხედველობის ქვეშ ჩატარდა სპეცოპერაცია, რომლის …

თუ პრეზიდენტად მაღიარებს ინაუგურაციამდე, იქნება დაპატიჟებული – ზურაბიშვილი ვაშაძეზე

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის ყოფილ საპრეზიდენტო კანდიდატს ინაუგურაციაზე იმ შემთხვევაში მიიწვევს, თუ აღნიშნულ ღონისძიებამდე ვაშაძე მას პრეზიდენტად აღიარებს. თავდაპირველად ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ საკითხზე უნდა ეფიქრა, თუმცა კითხვის გამეორების შემდეგ უპასუხა: “თუკი ინაუგურაციამდე აღიარებული ვიქნები, როგორც პრეზიდენტი, იქნება დაპატიჟებული”. საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაცია თელავში, ერეკლე მე-2-ის სასახლეში 16 დეკემბერს გაიმართება.

თელავმა არ მომცა ხმა და მინდა ვაჩვენო, რომ ყველას პრეზიდენტი ვარ — ზურაბიშვილი ინაუგურაციაზე

სალომე ზურაბიშვილმა 5 დეკემბერს დაადასტურა, რომ მისი ინაუგურაცია 16 დეკემბერს თელავში გაიმართება. იმავე საღამოს ინაუგურაციის ადგილად თელავის არჩევა ორი მიზეზით ახსნა: ზურაბიშვილის თქმით, იგი მხოლოდ ერთ ქალაქს განიხილავდა: “რამდენიმე სცენარი იყო, მაგრამ ჩემი წინადადება თელავია, რადგან მთელი ჩემი საარჩევნო კამპანია ამ თემაზე იყო, რომ ჩვენ რეგიონები უნდა ამოვწიოთ, რათა ისინი განვითარდეს. რეგიონების გარეშე საქართველო ვერ …

Exit mobile version