გოკა გაბაშვილი: საარჩევნო უბნებთან დაპირისპირების საშიშროება კიდევ არსებობს

პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის გოკა გაბაშვილის განცხადებით, სამეგრელოში, საარჩევნო უბნებთან დაპირისპირების საშიშროება კიდევ არსებობს, რადგან ის ჯგუფები, რომლებიც მათი პარტიის წევრების ცემაში მონაწილეობდნენ, კვლავ ადგილზე რჩებიან. “თბილისიდან ჩაყვანილი ზონდერბრიგადები კუნთმაგარი ბიჭების, რომლებიც აცხადებენ, რომ ტურისტები არიან, მობილიზებული არიან საარჩევნო უბანთან. მათ მოაწყვეს ნამდვილი ფიზიკური ანგარიშწორება. ისინი შეიარაღებული იყვნენ “კასტებებით”, რკინის ხელჯოხებით. ეს არის ხელისუფლების …

კალაძე: ნაციონალური მოძრაობა ხელოვნურად ცდილობს დაძაბოს სიტუაცია

პარტია ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, საქართველო ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ არ აყვნენ ოპონენტების მიერ მოწყობილ პროვოკაციებს. კალაძე სოფელ კორცხელში “ქართულო ოცნების” მხარდამჭერებსა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ოპონენტების პროვოკაციულ ქმედებად აფასებს: “ქართული ოცნების კანდიდატები დამაჯერებლად ლიდერობენ აბსოლუტურად ყველა საარჩევნო უბანზე. სამწუხაროა, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ცდილობენ ხელოვნურად დაძაბონ სიტუაცია …

კობახიძე: გიგა ბოკერია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების გამოწვევას ცდილობდა

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ კორცხელში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია “ქართული ოცნების” მხარდამჭერების გამოწვევას ცდილობდა. პარტიის აღმასრულებელი მდივნის თქმით, წყალტუბოს ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან მობილიზებული არიან ერთგვარი ზონდერჯგუფის წარმომადგენლებიც, რომლებიც, მათი ინფორმაციით, ერთ-ერთი მეზობელი რაიონიდან არიან ჩამოყვანილი. ამასთან, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა ისიც, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები “თავისუფალი …

ნაციონალური მოძრაობა “ქართულ ოცნებას” ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” წყალტუბოს ოლქში დღეს მიმდინარე საკრებულოს შუალედურ არჩევნებში პარტია “ქართულ ოცნებას” ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს. “თავისუფალი ზონის” აქტივისტის მიერ გადაღებულ ვიდეომასალაში, მათი მტკიცებით, ჩანს ქართულო ოცნების საარჩევნო კოორდინატორი, რომელიც მოქალაქეებს თანხას ურიგებს ხმების სანაცვლოდ. ცესკო-ში შესაძლო მოსყიდვისა და საარჩევნო უბნებს გარეთ აგიტაციის ფაქტებთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ აღნიშნული ფაქტი სცილდება საარჩევნო ადმინისტრაციის უფლებამოსილებას და კომპეტენცია …

ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა ამ დროისთვის წყალტუბოში ფიქსირდება

ცენტრალური საარჩევნო კომისია 12:00სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. დღეს საკრებულოს შუალედური არჩევნები გლდანის, გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ხობის და ზუგდიდის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქების 45 საარჩევნო უბანზე ტარდება. ცესკოს მონაცემებით, გლდანში ამომრჩეველთა აქტივობამ 4,7% შეადგინა, გარდაბანში – 13,8% ხოლო კასპში – 20,3 პროცენტი. 12 საათამდე საარჩევნო უბანზე უფრო მეტი ადამიანი ოზურგეთსა და ხობში მივიდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ზუგდიდში …

კორცხელის საარჩევნო უბანზე ენმ-ს წევრებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

სამეგრელოში, სოფელ კორცხელის 53-ე საარჩევნო უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. საარჩევნო უბანთან შეკრებელმა პირებმა პარტია ნაციონალური მოძრაობის წევრებს, ნიკა მელიას, გიგა ბოკერიასა და კიდევ რამდენიმე წევრს ფიზიკური შეუარაცხყოფა მიაყენეს. როგორც პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ, პერიმეტრზე არ იმყოფებოდნენ პატრულის თანამშრომლები. პარტიის წევრის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, მათ თავს სპოტსმენები დაესხნენ, რომლებსაც თან ჰქონდათ ე.წ. “კასტეტები”. შსს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება …

7 ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს

დღეს საკრებულოს შუალედური არჩევნები გლდანის, გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ხობის და ზუგდიდის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქების 45 საარჩევნო უბანზე ტარდება. საარჩევნო უბნები დილის 07:00 საათზე გაიხსნა. ცესკოს ინფორმაციით, დამკვირვებლებს, პოლიტიკური სუბიექტებსა და მედიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაკვირვებოდნენ კენჭისყრის წინა პროცედურებს. კენჭისყრის წინა პროცედურებს დააკვირდა პოლიტიკური სუბიექტების 134 წარმომადგენელი და 178 დამკვირვებელი. “ყველა საარჩევნო უბანი დილის 8 საათზე …

Exit mobile version