საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტით, რომელიც პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო, პრეზიდენტი პარტიას ვეღარ უხელმძღვანელებს. მას არც პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის უფლება ექნება.
Tag Archives: საკონსტიტუციო ცვლილებები
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მუხლობრივი განხილვა დასრულდა
პარლამენტის პლენარული სესიის სხდომაზე ცვლილებების პროექტის მუხლობრივი განხილვა დასრულდა. შეთანხმება ზოგიერთ საკითხებზე საპარლამენტო უმცირესობასა და უმრავლესობას შორის მიღწეულია. გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით კი, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ,,კარი ღია რჩება’’. სხდომაზე გამოცხადდა ტექნიკური შესვენება, რომელიც უმცირესობასა და უმრავლესობას შორის კონსულტაციებს მოხმარდება. ყველაზე მეტი შენიშვნები მუხლებთან დაკავშირებით ,,ქრისტიან-დემოკრატების’’ წევრმა ლევან ვეფხვაძემ და ,,ქართული დასის’’ ლიდერმა ჯობდი ბაღათურიამ გამოთქვეს. …
Continue reading “საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მუხლობრივი განხილვა დასრულდა”
პარლამენტის მეორე სხდომა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე
პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენა დღეს გაიმართება. მანამდე კი კონსტულტაციები საპარლამენტო ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე და პარლამენტის თავჯდომარესთან, დავით ბაქრაძესთან გაიმართა.
საპროტესტო აქცია პარლამენტთან გაიმართა
არასამთავროებო ორგანიზაციები საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საპარალამენტო განხილვების პროცესს აპროტესტებენ. მათი აზრით, პროექტის საჯარო განხილვა არაეფექტური იყო, რადგან საზოგადოებას მონაწილეობა მასში არ მიუღია. ,,საზოგადოება იყო ჩართული ამ პროცესში, საზოგადოების აზრი არის გათვალისწინებული, – ეს ყველაფერი არის მტკნარი სიცრუეა. ამ პროექტის ამგავრი სახით მიღება არ არის საზოგადოებისათვის მიზანშეწონილი და მისაღები’’, – ამბობს ლია მუხაშავრია, საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის …
123 vs 4- საკონტიტუციო პროექტის პირველი მოსმენა პარლამენტში
პირველი მოსმენით პარლამენტში დღეს ,,საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე’’ კანონპროექტი მიიღეს. საკითხთა ნაწილზე შეთანხმდნენ, ნაწილი კი მომავალი მოსმენისათვის გადაიდო.
მესამე შანსი სააკაშვილისთვის
საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო რედაქცია ამჟამინდელ პრეზიდენტ სააკაშილს არ უზღუდავს პრემიერობის შანსს. შეზღუდვის დაწესება, რომელსაც ირაკლი ალასანია და მისი პარტია ითხოვდა, ცვლილებების პროექტში გათვალისწინებული არ არის. იქნებოდა თუ არა შეზღუდვის დაწესება ამომრჩევლის უფლების შეზღუდვა?
პოლიტიკური კრიზისის საფრთხეები
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული ახალი კონსტიტუციის მოდელი შეიძლება პოლიტიკური კრიზისების მიზეზი გახდეს, აცხადებს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე. სადავო 81-ე მუხლზე შენიშვნები დაწერა ვენეციის კომისიამაც, რომლის რეკომენდაციაც პროექტის საბოლოო ვარიანტში არ ასახულა.
საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის საპარლამენტო განხილვა იწყება
საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვას იწყებს. რიგგარეშე სხდომაზე პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს წარადგენენ. მანამდე კი 23 სექტემბერს ,,საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ’’ კანონპროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა. სხდომაზე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავჯდომარემ ავთანდილ დემეტრაშვილმა თქვა, რომ პარლამენტის მიერ მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადების პროცედურის დახვეწის მომხრეა და იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტში ამაზე მსჯელობა …
Continue reading “საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის საპარლამენტო განხილვა იწყება”
ათეისტების ადგილი ახალ კონსტიტუციაში
თუ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი ამგვარი სახით შევიდა ძალაში, კანონპროექტის პრეამბულით, ანუ შესავალი ტექსტით, საქართველოს მოქალაქეებმა, მათ შორის ათეისტებმაც, ეს კონსტიტუცია ”,,ღვთისა და ერის წინაშე’’ უნდა გამოაცხადონ.