ვინ გახდნენ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრები დაასახელა. კობახიძე თავად იქნება კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მის შემადგენლობაში იქნებიან: 1. ირაკლი კობახიძე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე. 2. პარლამენტის უმრავლესობის წევრები: თამარ ჩუგოშვილი; არჩილ თალაკვაძე; ზვიად ძიძიგური; გიორგი ვოლსკი; ილია ნაკაშიძე; მამუკა მდინარაძე; კახა ოქრიაშვილი; კობა ნარჩემაშვილი; სიმონ ნოზაძე; ნინო გოგუაძე; ეკა …

თალაკვაძე: საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომა დეკემბერში გაიმართება

საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომა 2016 წლის დეკემბრის ბოლოს გაიმართება, თუმცა ჯერ არ არის ცნობილი წევრების ვინაობა. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. საკონსტიტუციო კომისიის პერსონალური შემადგენლობა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უნდა დაამტკიცოს. “პირველი სხდომა იქნება დეკემბრის ბოლოს, მაგრამ საბოლოო სია ჯერჯერობით ჩვენ არ გაგვისაჯაროებია. ეს არის თავმჯდომარის პრეროგატივა და ის თავად …

პარლამენტმა საკონსტიტუციო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა

დღეს, 15 დეკემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე  დეპუტებმა განიხილეს და მხარი დაუჭირეს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნას. შესაბამისი დადგენილების პროექტი პარლამენტმა 96 ხმით არც ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კომისიის ფარგლებში ოთხი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება: “პირველი არის ადამიანის უფლებების, სასამართლო ხელისუფლების, პრეამბულის, კონსტიტუციის ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფი. ძირითადი თემატიკა იქნება ადამიანის უფლებები და …

პარლამენტი საკონსტიტუციო კომისიის შექმნაზე მსჯელობს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე  “სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნისა და კომისიის დამტკიცების” შესახებ მსჯელობენ. დადგენილების პროექტს დეპუტატებს ირაკლი კობახიძე აცნობს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კომისიის ფარგლებში ოთხი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება: “პირველი არის ადამიანის უფლებების, სასამართლო ხელისუფლების, პრეამბულის, კონსტიტუციის ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფი. ძირითადი თემატიკა იქნება ადამიანის უფლებები და სასამართლო ხელისუფლება. მეორე არის პარლამენტის ფინანსებისა და …

ხოშტარია: საკონსტიტუციო კომისიის ლეგიტიმურობა უკიდურესად მნიშვნელოვანია

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიის ლეგიტიმურობა უკიდურესად მნიშვნელოვანია. “დღეს, როდესაც ქართულ ოცნებას აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა,  კომისია კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. კომისიის ლეგიტიმურობა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის. ჩვენ ოთხი წელი ვუყურებდით “ქართული ოცნების” შიგნით კინკლაობას პრეზიდენტსა და მთავრობას შორის. ამ კინკლაობას ქვეყნის ბევრი ინტერესი შეეწირა, ქვეყნის გარეთ და შიგნით. ძალიან …

საკონსტიტუციო კომისიაში “ქართულ ოცნებას” 23 წევრი ეყოლება, ენმ-ს – 6

მიმდინარე კვირაში პარლამენტი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ იმსჯელებს. შესაბამისი დადგენილების პროექტი პარლამენტის ბიურომ დღეს, 12 დეკემბერს დაარეგისტრირა. დადგენილების პროექტის მიხედვით, კომისიის პერსონალურ შემადგენლობას პარლამენტის თავმჯდომარე დაამტკიცებს. კომისიის შემადგენლობაში შედიან: პარლამენტის თავმჯდომარე; ბოლო საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე იმ პარტიების და იმ ბლოკების პირველი ნომერი წარმომადგენლები, რომელთაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს; ასევე, იმ პარტიების თითო წარმომადგენელი, რომლებმაც …

ფიქრია ჩიხრაძე საკონსტიტუციო კომისიაზე: კობახიძემ მიიღო ვიწრო პარტიული გადაწყვეტილება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობაში ქვეყნის პრეზიდენტი არ იქნება, გიორგი მარგველაშვილის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში ვიწრო პარტიულ გადაწყვეტილებად აფასებს: “პარლამენტის თავმჯდომარემ, ახალგაზრდა პოლიტიკოსმა, პირველი სერიოზული ნაბიჯი გადადგა არა ფართო პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, არამედ საკმაოდ ვიწრო პარტიული თუ ფორმალისტური მიდგომებიდან გამომდინარე. პროცესის ინტერესი იყო და ჩვენი ინტერესიც იყო, რომ ამ ნაბიჯებისადმი, რომელიც გადაიდგმება …

საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იქნება

საკონსტიტუციო კომისია საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიებით, ასევე, კონსტიტუციური ორგანოების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებით და ექსპერტებით დაკომპლექტდება, ხოლო  თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იქნება. დღეს, 9 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კომისიის საქმიანობა გამჭვირვალობის პრინციპს დაეფუძენბა და ყველა დაინტერესებული მხარის, მათ შორის პრეზიდენტის და მთავრობის ადმინისტრაციის, ასევე მართლმსაჯულების ორგანოების და აუდიტის სამსახურის  ფართო ჩართულობა იქნება უზრუნველყოფილი. …

გიორგი კახიანი: ინიცირებული კონსტიტუციური პროექტების განხილვა შეჩერდება

პარლამენტში ინიცირებული ყველა კონსტიტუციური კანონპროექტის განხილვა შეჩერდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა განუცხადა. გიორგი კახიანის ინფორმაციით, საკონსტიტუციო ცვლილებებს სპეციალური კომისია კომპლექსურად განიხილავს: “კონსტიტუციური ცვლილებების განხილვა მოხდება კომპლექსურად, საკონსტიტუციო კომისიის ფორმატში, მათ შორის ის ინიციატივები, რომლებიც საარჩევნო სისტემის რეფორმას, ოჯახის დეფინიციას, პარლამენტის ადგილმდებარეობას ეხება,” – ამბობს კახიანი და აღნიშნავს, რომ …

უსუფაშვილის თქმით, ივანიშვილის ბრალდებები უსაფუძვლო და თითიდან გამოწოვილია

პარლამენტის თავმჯდომარიე დავით უსუფაშვილი უსაფუძვლოს და თითიდან გამოწოვილს უწოდებს ბიძინა ივანიშვილის ბრალდებას, რომ მას [დავით უსუფაშვილს], როგორც საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეს, 4 წელიწადში არაფერი გაუკეთებია. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. “მე ძნელად წარმომიდგენია ამაზე უფრო უსაფუძვლო და თითიდან გამოწოვილი ბრალდებები. მივმართავ “ქართული ოცნების” ლიდერებს – ვიკამათოთ საგნობრივად, ვიკამათოთ ფაქტებზე და ყველაფერი სიცრუეზე აგებული ნუ გვექნება …

უსუფაშვილი: საკონსტიტუციო კომისია მუშაობას თებერვალში დაასრულებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისია მუშაობას თებერვალში დაასრულებს, რადგანაც პარლამენტში “ქართულმა ოცნებამ” და ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” შეთანხმება ვერცერთ საკიტხზე ვერ მოახერხა. „მე არ მგონია, რომ კომისიის მუშაობა უნდა გაგრძელდეს. კომისიამ გააკეთა ის, რაც შეეძლო. კომისიის მუშაობას სერიოზული, გადამწყვეტი დაღი დაასვა იმ ფაქტმა, რომ ნებისმიერ ცვლილებას საქართველოს პარლამენტში სჭირდება ¾-ის უმრავლესობა ანუ 114 ხმა. …

Exit mobile version