ჩუგოშვილი: მთავრობასა და პრეზიდენტს შორის უფლებამოსილებები უნდა გაიმიჯნოს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ მმართველი გუნდი საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში საუბრობს პრეზდენტისთვის არა ფუნქციების დაკლებაზე, არამედ უფლებამოსილებების გამიჯვნაზე. ეს განცხადება თამარ ჩუგოშვილმა 28 თებერვალს, პარლამენტში საკონსტიტუციო კომისიის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფის მეორე რაუნდის სხდომის შესვენებაზე ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. …

პრეზიდენტის შეწყალების აქტს შესაძლოა კონტრასიგნაცია დასჭირდეს – დისკუსია კომისიის სხდომაზე

პარლამენტში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის  პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე კომისიის წევრები მთავრობის ფორმირებისა და პარლამენტის მიერ მისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხებს განიხილავენ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, გიორგი გოცირიძის თქმით, დღევანდელ სხდომაზე მსჯელობა გაგრძელდება პრეზიდენტის უფლებამოსილებების საკითხზეც. მისი თქმით, გუშინ, 17 თებერვალს  იმ საკითხების შემცირებაზე იყო საუბარი, რაზეც პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაცია არ …

საკონსტიტუციო კომისია პრეზიდენტის არჩევის წესზე მსჯელობს

თბილისში, პარლამენტის ბალანსზე არსებულ შენობაში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომა მიმდინარეობს. სხვა საკითხებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ, პრეზიდენტს ხალხი უნდა ირჩევდეს, თუ პარლამენტმა უნდა დანიშნოს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, ის საპარლამენტო რესპუბლიკის მტკიცე მოდელს ემხრობა: “არის საპარლამენტო მოდელები, სადაც პრეზიდენტი ხალხის მიერ აირჩევა და არის მოდელები, …

საკონსტიტუციო კომისიაში საარჩევნო ბლოკების რეგულირების, ან აკრძალვის საკითხზე მსჯელობენ

საკონსტიტუციო კომისიის დღევანდელ, 14 თებერვლის, სხდომაზე მსჯელობენ იმაზე, რომ საქართველოში წინასაარჩევნო ბლოკების შექმნა შესაძლოა დარეგულირდეს, ან აიკრძალოს. საკონსტიტუციო კომისიის წევრის, “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” წევრის, გიორგი ახვლედიანის თქმით, “ქართული ოცნება”, რომელიც ხელისუფლებაში კოალიციის სახით მოვიდა, ახლა კოალიციების აკრძალვას გეგმავს. “ეს ნიშნავს იმას, რომ “ქართულ ოცნებას”, თუ რამის ეშინია, ეშინია პოლიტიკური გაერთიანებების, ბლოკების და ხედავს, რომ მხოლოდ …

“ახალი საქართველოს” ინიციატივა პროკურატურისთვის საგამოძიებო ფუნქციის ჩამორთმევის შესახებ

დღეს, 14 თებერვალს “სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველოს”ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის პრეზენტაცია გამართა, რომელიც მისი აზრით, კონსტიტუციაში აუცილებლად უნდა აისახოს. პრეზენტაციაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა პრეზიდენტისა და მთავრობის კომპეტენციების კონსტიტუციით განსაზღვრა, სასამართლო რეფორმა და უცხოელი მოსამართლეების მოწვევა, პროკურატურის გარდაქმნა დამოუკიდებელ საკონსტიტუციო ორგანოდ, ახალი რეგულაციების შემოღება საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხში და სხვა. “სააპელაციო დონეზე შემოვიყვანოთ …

კომისიის სხდომაზე კონსტიტუციიდან ნაფიც მსაჯულთა შესახებ ჩანაწერის ამოღებაზე იმსჯელეს

სახელმწიფო საკოსნტიტუციო კომისიის ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომაზე კონსტიტუციიდან ნაფიც მსაჯულთა შესახებ არსებული ჩანაწერის ამოღებაზე იმსჯელეს. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სხდომაზე იხილებოდა კონსტიტუციიდან ჩანაწერის ამოღების საკითხი, რაც ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაუქმებას არ ნიშნავს: “ბევრ ქვეყანაში, სადაც ეს ინსტიტუტი მოქმედებს, პრაქტიკა გადაიხედა და …

საკონსტიტუციო კომისია ქორწინების კონსტიტუციით განსაზღვრაზე მსჯელობს

თბილისში, პარლამენტის ბალანსზე არსებულ შენობაში  სახელმწიფო საკოსნტიტუციო კომისიის  ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფის მესამე  სხდომა მიმდინარეობს. სხვა საკითხებთან ერთად, დღეევანდელ სხდომაზე კონსტიტუციით ქორწინების განსაზღვრაზე იმსჯელებენ. პარლამენტის ადამიანის  უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” ვალდებულია კონსტიტუციით …

ინაშვილი: პრეზიდენტის პარლამენტის მიერ დანიშვნა უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება

საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დაწყების წინ, სადაც პრეზიდენტის არჩევის წესზე იმსჯელებენ, პარლამენტის წევრმა ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პრეზიდენტის პარლამენტის მიერ დანიშვნა დემოკრატიის განვითარების კუთხით უკან გადადგმულ ნაბიჯად მიაჩნია, თუმცა სურს, მოისმინოს მმართველი პარტიის არგუმენტები ამ საკითხზე. “მინდა მოვისმინო “ქართული ოცნების” მხარის არგუმენტები პრეზიდენტის უფლებების შეკვეცასთან დაკავშირებით. რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, ჩვენ …

როგორ შეიცვლება კონსტიტუციაში ჩანაწერი პარლამენტის ადგილსამყოფელის შესახებ?

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის სხდომაზე კონსტიტუციაში პარლამენტის ადგილსამყოფელის შესახებ ცვლილების შეტანას წევრთა უმრავლესობა მხარს უჭერს. საქართველოს პარლამენტის, ფინანსებისა და კონტროლის და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხთა სამუშაო ჯგუფის პირველი სხდომა დღეს, 27 იანვარს, თბილისში, პარლამენტის შენობაში გაიმართა. კახიანის განცხადებით, “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლის გარდა, …

საკონსტიტუციო კომისია ორპალატიანი პარლამენტის შექმნის შესახებ არ იმსჯელებს

საქართველოს პარლამენტის, ფინანსებისა და კონტროლის და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომაზე უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა ორპალატიანი პარლამენტის შექმნის შესახებ ავთანდილ დემეტრაშვილის ინიციატივას – ამის შესახებ ნეტგაზეთს ჯგუფის წევრმა, კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ განუცხადა. კომისიის სხდომა დღეს, 27 იანვარს, თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობაში მიმდინარეობს. როგორც მენაბდემ აღნიშნა, მან ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა, რადგან ორპალატიანი პარლამენტი ხელისუფლების …

საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიწის მიყიდვის საკითხს განიხილავენ

26 იანვარს თბილისის პარლამენტის სასახლეში, საკონსტიტუციო კომისიის ადამიანის უფლებათა სამუშაო ჯგუფის II სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად, იმსჯელებენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის მიწის მიყიდვის დარეგულირების საკითხზე. პარლამენტის წევრი, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ნარჩემაშვილი ჟურნალისტების კითხვაზე – უნდა შევიდეს თუ არა კონსტიტუციის 21-ე მუხლში ცვლილება, რომელიც უცხოეთის მოქალაქეებისთვის მიწის მიყიდვას აკრძალავს- პასუხობს: “ძალიან ბევრი საკითხის დარეგულირება შესაძლებელია ორგანული კანონმდებლობით. …

ნარჩემაშვილი: საკონსტიტუციო კომისიას პარლამენტის თბილისში გადმოტანაზე არ უმსჯელია

პარლამენტის წევრი, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ნარჩემაშვილი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო კომისიის ადამიანის უფლებათა ჯგუფის სხდომაზე მხარს არ დაუჭერს პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანის საკითხს, ასევე, არც ქვეყნის ევრო-ატლანტიკური კურსის კონსტიტუციით განსაზღვრას. საკონსტიტუციო კომისიის ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხების სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრის შემდეგ, 21 იანვარს, პარლამენტისა …

“პატრიოტთა ალიანსი” მოითხოვს, უცხოეთის მოქალაქეებზე მიწის მიყიდვა კონსტიტუციით აიკრძალოს

“პატრიოტთა ალიანსი” სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას ინიციატივით მიმართავს, რათა სასოფლო სამეურნეო მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისება კონსტიტუციით აიკრძალოს. “უფლებადამცველთა გაერთიანების” მიერ მომზადებულ წინადადებას საკონსტიტუციო კომისიაში საქართველოს პარტიოტთა ალიანსი წარადგენს.  ირმა ინაშვილის განცხადებით,  უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის მიყიდვის აკრძალვა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ სფეროში განუკითხაობაა: “კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს, რომ დაუშვებელია სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში გადაცემა უცხოეთის მოქალაქეებზე …

ადვოკატთა ასოციაციაცია ითხოვს, კონსტიტუციის ტექსტში ტერმინი “ადვოკატი” დაფიქსირდეს

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ  სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას ცვლილებების პაკეტით მიმართა, რომლის მიზანი ადვოკატის როლის კონსტიტუციურ დონეზე გაძლიერებაა. ცვლილებების პაკეტის პრეზენტაცია დღეს, 24 იანვარს, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა და ასოციაციის საერთაშორისო მდივანმა, დავით ასათიანმა გამართეს. მათი თქმით,  ეს ინიციატივა ხელს ეუწყობს ხარისხიანი მართლმსაჯულების ადმინისტრირებასა და სამართლის უზენაესობის დამკვიდრებას. ადვოკატთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ დაფუძნების დღიდან ბევრჯერ დადგნენ მნიშვნელოვანი …

პრემიერი: ერთხელ და სამუდამოდ გვექნება ფართო ჩართულობით მიღებული კონსტიტუცია

დღეს, 24 იანვარს, გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ერთხელ და სამუდამოდ, საქართველოს ექნება ფართო ჩართულობით მიღებული კონსტიტუცია. “საქართველოში პირველად ხდება, როდესაც ასეთი ფართო ჩართულობით ხდება საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა. როგორც მოგეხსენებათ, ვენეციის კომისიის მხრიდანაც მივიღეთ პოზიტიური შეფასება ცვლილებების საჭიროებასთან დაკავშირებით და თვითონ პროცესთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ განსხვავებით იმ წარსულის …

მდინარაძე: პარლამენტის თბილისში გადმოტანაზე ადა მარშანიას განცხადება უსაფუძვლოა

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ტელეიმედთან საუბრისას აცხადებს, რომ გუშინ საკონსტიტუციო კომისიაში საქართველოს პარლამენტის თბილისში გადმოტანაზე საერთოდ არ ყოფილა საუბარი და “პატრიოტთა ალიანსის” წევრის, ადა მარშანიას განცხადება არ არის საფუძვლიანი. როგორც მდინარაძე ამბობს, პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხს უახლოეს დღეებში დააყენებენ და განიხილავს საკონსტიტუციო კომისია. “იმასთან დაკავშირებით საუბარი, თუ სად იქნება პარლამენტი, გუშინ მსჯელობა არ ყოფილა და ვერც …

ადა მარშანია: “შევთანხმდით, რომ პარლამენტი თბილისში გადმოვა”

პარლამენტის წევრი, “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენელი ადა მარშანია ამბობს, რომ 21 იანვარს თბილისში, პარლამენტის სასახლეში გამართულ სხდომაზე საკონსტიტუციო კომისია შეთანხმდა, რომ პარლამენტის ადგილმდებარეობად განისაზღვროს თბილისი. თუმცა შეხვედრის სხვა მონაწილეები ამ განცხადებას ნაადრევად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით  მიღებული არ არის. “შევთანხმდით იმაზე, რომ პარლამენტი თბილისში იმუშავებს და გადმოვა აქ. ეს ჩანაწერი დამტკიცებული იქნება …

თბილისში საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის I სხდომა მიმდინარეობს

21 იანვარს თბილისში, საქართველოს პარლამენტის სასახლეში საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის პირველი სხდომა 11 საათზე დაიწყო. ეს იმ სამუშაო ჯგუფის პირველი სხდომაა, რომელიც ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთებს განიხილავს. დღევანდელ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობა, უმცირესობა, არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი სხვადასხვა საკითხზე იმსჯელებენ. როგორც კონსტიტუციონალისტი, ვახუშტი მენაბდე ამბობს, …

4 საკითხი, რომელზეც NGO-ებმა და იურისტებმა ვენეციის კომისიის თავმჯდომარესთან ისაუბრეს

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კონსტიტუციონლაისტები და პოლიტიკოსი დავით უსუფაშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფ ვენეციის კომისიის დელეგაციას და კომისიის თავმჯდომარე ჯანი ბუკიკიოს შეხვდნენ. როგორც ნეტგაზეთს შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ, ეკა გიგაურმა განუცხადა, ჯანი ბუკიკიოსთან საქართველოში დაგეგმილ საკონსტიტუციო რეფორმაზე ისაუბრეს: “ვენეციის კომისიას აინტერესებს ჩვენი შთაბეჭდილებები და მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, როგორ მიმდინარეობს საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი. მას ასევე აინტერესებს მოსაზრებები იმ პრიორიტეტებთან …

ჯანი ბუკიკიო: საქართველოს კონსტიტუცია უნდა გაუმჯობესდეს

დღეს, 20 იანვარს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრებს შეხვდა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისია გულდასმით განიხილავს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით: “პარლამენტი არც ერთ ისეთ ნორმას მიიღებს, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით ნეგატიურად იქნება შეფასებული ვენეციის კომისიის მიერ. ჩვენ განვიხილეთ თანამშრომლობის ყველა დეტალი, ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჯანი …

რა ცვლილებები უნდა შევიდეს კონსტიტუციაში – EMC-ის წინადადებები კომისიას

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მოსაზრებების ნაწილი წარუდგინა. წინადადებაში შედის მოსამართლეთა 3-წლიანი გამოსაცდელი ვადის გაუქმება და დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნაც. მეცხრე მოწვევის პარლამენტის მიერ შექმნილი საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფი პირველ სხდომას 21 იანვარს გამართავს, ასევე, უკვე დაგეგმილია სხვა სამუშაო ჯგუფების სხდომებიც. EMC-ის მიერ წარდგენილი წინადადებების თანახმად, კონსტიტუციაში …

სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის პირდაპირ არჩევის მომხრეა – მოსაზრებები საკონსტიტუციო ცვლილებებზე

დღეს, 17 იანვარს, დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენცია გამართა და საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინა კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე. სალომე ზურაბიშვილის აზრით, საქართველოს კონსტიტუცია უნდა ემსახურებოდეს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საქართველოში მომავალ რეინტეგრაციას და ტერიტორიული მოწყობის საბოლოო განსაზღვრას: “ტერიტორიული მოწყობის თემას უკავშირდება ორპალატიანი პარლამენტის შექმნა. ორპალატიანი საპარლამენტო სისტემა ეკონომიკური თუ პოლიტიკური კუთხით  ქვეყნის რეგიონალურ განვითარებაზე მხოლოდ პოზიტიურად აისახება. ასევე, პარლამენტის …

პრეზიდენტი შესაძლო გადადგომაზე: ამ საკითხთან დაკავშირებით არ მაქვს კომენტარი

“დიდი ბოდიში, არ შემიძლია ამ საკითხებზე დღეს კომენტარის მოცემა და ამ საკითხზე განსაკუთრებით, რა გიპასუხოთ? ჯერ ეს ერთი, რამდენად არის ეს დღეს განსახილველი საკითხი და მეორეც, თუ კონკრეტულად გაინტერესებთ, ამ საკითხთან დაკავშირებით არ მაქვს კომენტარი,”- ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეკითხვას საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ. უსუფაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტი …

თბილისში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომა მიმდინარეობს

თბილისში  საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის მომზადების მიზნით შექმნილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომა მიმდინარეობს. სხდომაში არ მონაწილეობენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. “დღეს გვაქვს უნიკალური შანსი, ისტორიული შანსი, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩამოვაყალიბოთ ისეთი კონსტიტუცია, რომელიც სრულ შესაბამისობაში იქნება კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან,” – ეს განცხადება კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სხდომის დაწყებისას გააკეთა. ირაკლი კობახიძემ იმედი გამოთქვა, …

Exit mobile version