პრეზიდენტი: არასდროს, არც არავის შევეკვრები და არ ვივაჭრებ კონსტიტუციით

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ იგი არ აპირებს, ვინმეს შეეკრას და კონსტიტუციით ივაჭროს. „გაჟღერდა გარკვეული ნოტები, რომ თითქოს რაღაც პოლიტიკური კომპრომისია და 2018 წლიდან იქნება პრეზიდენტი არჩეული არაპირდაპირი გზით და არა 2023 წლიდან. რაღაც პოლიტიკურ კომპრომისებზე საუბრობენ, თითქოს ვინმე, რამე დიალოგში შედის საკონსტიტუციო კომისიასთან და მის მესვეურებთან. არასდროს, კონკრეტულად მე, არც არავის შევეკვრები და …

“ყველაფერი გამარჯვებულს” – მანდატების განაწილება ევროპასა და საქართველოში

საპარლამენტო არჩევნებზე ხმა, შესაძლოა, რომელიმე ოპოზიციურ პარტიას მისცეთ, თუმცა, თუ ის ბარიერს ვერ გადალახავს, ყველა გაუნაწილებელ მანდატს პირველადგილოსანი პოლიტიკური გაერთიანება წაიღებს. შესაბამისად, თუ არჩევნებში პირობითად სახელისუფლო პარტია გაიმარჯვებს, გამოვა, რომ თქვენი ხმა, რომელიც გეგონათ, რომ ოპოზიციას მიეცით, მმართველი გუნდის სასარგებლოდ წავა. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შემოთავაზებული პროექტით, საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარული კომპონენტი უქმდება, არჩევნები ჩატარდება მხოლოდ პროპორციული, …

ქორწინება კონსტიტუციაში – როგორ შეიძლება შეიცვალოს ხელისუფლების პოზიცია

დღეს, 25 აპრილს, სასტუმრო თბილისი მარიოტში ქორწინების თემაზე კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების და საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური წარმომადგენლობის მონაწილეობით კონფერენცია გაიმართა.  კონფერენციაზე მხარეებმა ქორწინების თანასწორობის საკითხზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, ასევე, ევროპული სტანდარტი და ევროსასამართლოს პრაქტიკა მიმოიხილეს და წინააღმდეგობის შესაძლო ფორმები განსაზღვრეს. უფლება ქორწინებაზე და ურთიერთობის სამოქალაქო რეგისტრაცია “კონსტიტუცია არც ერთი ჯგუფის მიმართ უნდა იყოს …

საკონსტიტუციო კომისიამ ცვლილებების პაკეტს მხარი 43 ხმით, 8-ის წინააღმდეგ დაუჭირა

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ კონსტიტუციური ცვლილებების პროექტს 43 ხმით, სამის წინააღმდეგ დაუჭირა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ,  მმართველმა პარტიამ, არ გაითვალისწინა მათი რეკომენდაციები. ის ცვლილებები კი, რაც კომისიამ მხედველობაში მიიღო, მმართველი გუნდისთვის პრინციპული მნიშვნელობის არ იყო. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, NGO-ების შეთავაზება საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერის 3%-მდე დაწევაზე კომისიას არც კი განუხილავს: “არანაირი …

რა იცვლება საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშვებული პროეტით – კობახიძის განმარტებები

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შემაჯამებელი სხდომის დაწყებამდე, რომლის ფარგლებშიც, კომისიის წევრებმა კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტს კენჭი უნდა უყარონ, ირაკლი კობახიძემ შემუშავებული დოკუმენტი მიმოიხილა. კობახიძის თქმით, ცვლილებები შეეხო კონსტიტუციის ყველა თავს და დოკუმენტი გასწორდა როგორც იურიდიული, ისე კონცეპტუალური და შინაარსობრივი თვალსაზრისით. ირაკლი კობახიძის თქმით,  საქართველოს კონსტიტუციის პირველ თავში დაიხვეწა რეგულაციები, რომლებიც დაკავშირებულია სახელმწიფო ენასთან. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, განმტკიცდა …

საკონსტიტუციო კომისია ლეიბორისტულმა პარტიამაც დატოვა

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია “ლეიბორისტულმა პარტიამაც” დატოვა. კომისიის დატოვების მიზეზზე გიორგი გუგავამ კომისიის შეხვედრის დაწყებამდე ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც კომისიამ საკონსტიტუციო ცვლილებების მათ მიერ შემუშავეულ პროექტს უნდა უყაროს კენჭი. გუგავას თქმით, საკონსტიტუციო კომისიამ არ გაითვალისწინა ხალხის ნება და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მოსაზრებები: “უგულებელყოფილია ხალხის ნება, რომ უშუალოდ პირდაპირი წესით აირჩიონ პრეზიდენტი. ადგენენ ისეთ წესს საპარლამენტო არჩევნებისა, სადაც შესაძლებელი …

EMC საკონსტიტუციო კომისიას: ნუ გააუარესებთ სოციალური უფლებების დაცვის სტანდარტს

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას მიმართავს და მოუწოდებს, არ გააუარესოს კონსტიტუციაში არსებული უფლებრივი სტანდარტები და უზრუნველყოს სოციალური უფლებების ბაზისური დაცვის გარანტიები კონსტიტუციაში. ორგანიზაცია პოზიტიურად აფასებს  კონსტიტუციური კანონის პროექტის თანასწორობის შესახებ დებულებების გაძლიერებასა და  სოციალური სახელმწიფოს პრინციპის დაზუსტებას, თუმცა შეშფოთებას გამოთქვამენ იმ შესაძლო გაუარესებასთან დაკავშირებით, რომელიც კანონპროექტის არსებულ ვერსიაში, მათი შეფასებით …

საარჩევნო სისტემის ორი ალტერნატიული მოდელი – NGO-ების საკონსტიტუციო კომისიას მიმართავენ

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომიისიის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ხელისუფლებას კონსტიტუციის გადახედვის პროექტიში საარჩევნო სისტემაში განსახორციელებელი ცვლილების საკუთარ ვარიანტს სთავაზობენ. შეთავაზება ორი ვარიანტისგან შედგება და ორივე მათგანი, საპარლამენტო არჩევნებში ბარიერის 5-დან 3%-მდე შემცირებას ითვალისწინებს. არასამთავრობოების მიერ შემუშავებული პირველი ვერსია ითვალისწინებს ბარიერის 3%-მდე დაწევას, ხოლო მანდატების პროპორციულად განაწილებას ყველა იმ პარტიისთვის, რომელიც 3%-იან ბარიერს გადალახავს, გამარჯვებული პარტიისთვის მცირედი …

ომბუდსმენი კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტს აკრიტიკებს

საქართველოს სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტი შეაფასა. ომბუდსმენის თქმით, სახალხო დამცველის აპარატი პოზიტიურად აფასებს ინტერნეტთავისუფლებისა და გენდერული თანასწორობისკენ მიმართული დებულებების კონსტიტუციაში განსაზღვრის ფაქტს, რაც სახალხო დამცველის რეკომენდაცია იყო, თუმცა, ამასთანავე, ნეგატიურ შეფასებას აკეთებს მთელ რიგ ცვლილებებზე. კერძოდ, სახალხო დამცველის აპარატი წუხილს გამოთქვამს, რომ კომისიამ ომბუდსმენის რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია არ გაიზიარა. მათ …

არასამთავრობოები საკონსტიტუციო კომისიაში მუშაობას აგრძელებენ

იმის მიუხედავად, რომ საკონსტიტუციო კომისიას ტოვებენ ოპოზიციური პარტიები იმ ცვლილებების პროექტის გამო, რაც “ოცნებამ” წარმოადგინა, არასამთავრობო ორგანიზაციები აგრძელებენ კომისიაში მუშაობას. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, რომელიც 2016 წლის 15 დეკემბერს შეიქმნა, შემაჯამებელ სხდომას კვირის ბოლოს გამართავს. კომისიაში შემავალმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეაჯამეს ამ დროისათვის შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი. მათი შეფასებით, პოზიტიურია შემდეგი სახის ცვლილებები, რაც კონსტიტუციაში უნდა განხორციელდეს: გაჩნდა ჩანაწერი ევროპულ …

“ევროპული საქართველო” საკონსტიტუციო ცვლილებების 2 საკითხზე პლებისციტის ჩატარებას ითხოვს

“ევროპული საქართველოს” ლიდერი დავით ბაქრაძე საკონსტიტუციო ცვლილებების ორ საკითხზე პლებისციტის ჩატარების ინიციატივით გამოდის. ბაქრაძის განცხდებით, პრეზიდენტის არჩევის წესის და საარჩევნო სისტემის საკითხის შესახებ პლებისციტი უნდა ჩატარდეს, სადაც ქართველი ხალხი დააფიქსირებს თავის აზრს: “ამ ქვეყანაში ხელისუფლების მთავარი წყარო გახლავთ ხალხი, ამ ქვეყანაში პოლიტიკოსების უფროსი გახლავთ ქართველი ხალხი, ამიტომ მე, როგორც საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, პირობას ვდებ, როგორიც არ …

საჯაია: პრეზიდენტისგან განსხვავებით, კმაყოფილი ვართ კონსტიტუციაში ევროატლანტიკურ მისწრაფებაზე ჩანაწერით

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” პოლიტიკური მდივანი, საკონსტიტუციო კომისიის წევრი, ლიკა საჯაია მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციაში არის ევროატლანტიურ მისწრაფების ადგილი, რადგან ეს ქართველი ხალხის არჩევანია. დღეს, 20 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ევროატლანტიკური მისწრაფების შესახებ რაიმეს ჩაწერა სწორად არ მიაჩნია. “გულწრფელად გეტყვით, რომ ჩვენთვის კონსტიტუციაში ევროატლანტიკური სივრცის შესახებ რამის ჩაწერა არ იქნება …

უმრავლესობა ოპოზიციის მიერ საკონსტიტუციო კომისიის დატოვებას საბოტაჟად აფასებს

საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციური პარტიების მიერ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დატოვებას საბოტაჟად აფასებს. უმრავლესობის წევრების განცხადებით, კომისიამ მუშაობა პრაქტიკულად დაასრულა და ახლა მისი დატოვება აზრს მოკლებულია. “კონსტიტუციის პროექტი პრაქტიკულად მზად არის, საკონსტიტუციო კომისიამ დაასრულა მუშაობა. შესაბამისად,  ბოიკოტზე განცხადებები რეალურად ვეღარ იქნება ბოიკოტი. ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია, რომელიც დროთა განმავლობაში, ნაწილ-ნაწილ იმის მიხედვით იცვლებოდა, თუ ვის, რა ინტერესები ჰქონდა …

15 პარტია საკონსტიტუციო კომისიას ბოიკოტს უცხადებს

დღეს, 19 აპრილს, 15 კვალიფიციური პოლიტიკური პარტიის საკოორდინაციო საბჭომ განაცხადა, რომ პოლიტიკურ ბოიკოტს უცხადებენ საკონსტიტუციო კომისიას. ამ 15 პარტიიდან, ვინც კომისიას ბოიკოტს უცხადებს, 5 პარტიას ჰყავს წევრები საკონსტიტუციო კომისიაში: “თავისუფალ დემოკრატებს”, “დემოკრატიულ მოძრაობას”, “პატრიოტთა ალიანსს”, “ლეიბორისტებს” და “სახელმწიფო ხალხისთვის”. პარტიის “სახელმწიფო ხალხისთვის” წევრმა ნიკა მაჭუტაძემ კომისია რამდენიმე დღის წინ დატოვა, ასევე, უკვე გავიდა კომისიიდან “დემოკრატიული …

“დემოკრატიულმა მოძრაობამ” საკონსტიტუციო კომისია პროტესტის ნიშნად დატოვა

დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ საკონსტიტუციო კომისიის რიგები პროტესტის ნიშნად დატოვა. როგორც დიმიტრი ლორთქიფანიძე ამბობს, ამის მიზეზი ხელისუფლების მიერ წარმოდგენილ სამუშაო მოდელთან დაკავშირებით პოზიციათა პრინციპული სხვაობა იყო. კონკრეტულად კი, ლორთქიფანიძე საარჩევნო სისტემის, პრეზიდნტის არჩევისა და უფლებამოსილების წესის, მიწის გასხვისების საკითხს და კონსტიტუციაში ევროპული და ევროატლანტიკურ სტრუქტურებისკენ მისწრაფების შესახებ ჩანაწერს ასახელებს. “სამუშაო ჯგუფში ჩვენს …

გამოუცხადებს თუ არა ოპოზიცია საკონსტიტუციო კომისიას ბოიკოტს

გამოუცხადებს თუ არა ოპოზიცია საკონსტიტუციო კომისიას ბოიკოტს? ამის შესახებ კომისიაში შემავალი პარტიების ლიდერები განცხადებას ხვალ გააკეთებენ. როგორც ევროპული საქართველოს წევრი გიორგი ტუღუში ამბობს, კომისიაში ოპოზიციის წევრებთან კონსულტაციები მიმდინარეობს და პოზიციებს დღეს, საკონსტიტუციო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ შეაჯერებენ. იმ შემთხვევაში კი, თუ კონსენსუსი ვერ შედგება – ოპოზიცია კომისიის დატოვებას გეგმავს: “ჯერჯერობით, როგორც ხედავთ, ევროპული საქართველო სამუშაო შეხვედრაში …

საქართველოს ევროატლანტიკური კურსის ჩანაწერი შესაძლოა კონსტიტუციაში გაჩნდეს

“კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად”, – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრის, გიორგი გოცირიძის ინფორმაციით, ეს ჩანაწერი შესაძლოა საქართველოს კონსტიტუციაში გაჩნდეს, რადგან დღეს ის საკონსტიტუციო კომისიას “ქართულმა ოცნებამ” შესთავაზა. უნდა ეწეროს თუ არა ევროატლანტიკური კურსის შესახებ საქართველოს კონსტიტუციაში? – ამ საკითხის შესახებ დისკუსია მიმდინარე წლის …

ნაციონალურმა მოძრაობამ საკონსტიტუციო კომისია დატოვა

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საკონსტიტუციო კომისია დატოვა. განცხადება ამის შესახებ რომან გოცირიძემ გააკეთა. გოცირიძის თქმით, ხელისუფლების მიზანია ძალაუფლების სრული უზურპაცია, რაც პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმებაში, მისი უფლებამოსილების შემცირებაში და მმართველი გუნდის ინტერესებს მორგებული წინასაარჩევნო წესების შემოღებაში გამოიხატება. ენმ კი არ აპირებს ამაში მონაწილეობის მიღებას და საკონსტიტუციო კომისიის დატოვების გდაწყვეტილება მიიღო: „პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ …

ოპოზიციამ შესაძლოა საკონსტიტუციო კომისიას ბოიკოტი გამოუცხადოს

ევროპული საქართველო, დემოკრატიული მოძრაობა, თავისუფალი დემოკრატები და ლეიბორისტული პარტია საკონსტიტუციო კომისიას უახლოეს მომავალში პროტესტის ნიშნად დატოვებენ, თუ მათ ხედვებს პრეზიდენტისა და პარლამენტის ფუნქციებთან დაკავშირებით “ქართული ოცნება” არ გაითვალისწინებს. “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ კომისიის ჯგუფმა პარლამენტის ფუნქციისა და პრეზიდენტის უფლებამოსილების საკითხზე გუშინწინ იმუშავა, მაგრამ მხოლოდ სამ მუხლთან დაკავშირებით შეძლეს კონსულტაციების ჩატარება: “შესაბამისად, კომისია …

გოცირიძე: საკონსტიტუციო კომისიის რამდენიმე წევრმა სამოქალაქო პარტნიორობა პოლიგამიასთან გააიგივა

საიას იურისტი, საკონსტიტუციო კომისიის წევრი გიორგი გოცირიძე ამბობს, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების ნაწილის წინააღმდეგობის მიუხედავად, კომისია ქორწინების, როგორც “ქალის და მამაკაცის კავშირად” განსაზღვრაზე შეთანხმდა. არასამთავრობოებს ჰქონდათ შეთავაზება, რომ თუკი უმრავლესობა ქორწინების დეფინიციის ჩაწერას მაინც გადაწყვეტდა, იქვე უნდა ჩაწერილიყო, რომ თანაცხოვრების სხვა ფორმები განისაზღვრებოდა კანონით. თანაცხოვრების ასეთი ფორმაა სამოქალაქო პარტნიორობა. მისივე განმარტებით, სამოქალაქო პარტნიორობაში მყოფ …

გოცირიძე: კონსტიტუციაში ასევე უნდა ჩაიწეროს, რომ თანაცხოვრების სხვა ფორმები განისაზღვრება კანონით

საიას იურისტი, საკონსტიტუციო კომისიის წევრი გიორგი გოცირიძე ამბობს, რომ თუკი საპარლამენტო უმრავლესობა კონსტიტუციაში ქორწინებას განსაზღვრავს, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობას, მაშინ ასევე უნდა ჩაიწეროს, რომ “თანაცხოვრების სხვა ფორმები განისაზღვრება კანონით”. საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფებში გამართული კონსულტაციების შემდეგ, “ქართული ოცნების” მიერ წარმოდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში მოცემულია შემდეგი ჩანაწერი: მუხლი 27 (ქორწინების უფლება) ქორწინება, როგორც ქალისა და …

დეპუტატის მინიმალური ასაკი 21-დან 25 წლამდე იზრდება – კონსტიტუციის პროექტი

“ქართული ოცნების” მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიხედვით, პარლამენტის წევრის მინიმალური ასაკი ნაცვლად დღეისათვის განსაზღვრული ოცდაერთისა, 25 წლამდე იზრდება. “პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 10 წელს მაინც. პარლამენტის წევრად არ შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც სასამართლოს განჩინებით იმყოფება სასჯელის აღსრულების დაწესებულბაში”, – ნათქვამია “ქართული ოცნების” მიერ …

“ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი” – საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტი

საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფისთვის შეთავაზებული პროექტის მიხედვით, კონსტიტუციის 27-ე მუხლში ქორწინება განისაზღვრება, როგორც “ქალისა და მამაკაცის კავშირი”. კერძოდ, საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფებში გამართული კონსულტაციების შემდეგ, “ქართული ოცნების” მიერ წარმოდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში მოცემულია შემდეგი ჩანაწერი: მუხლი 27 (ქორწინების უფლება) ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას და ნებაყოფლობას. სახელმწიფო იცავს …

მოძრაობამ “სახელმწიფო ხალხისათვის” საკონსტიტუციო კომისია დატოვა

მოძრაობის “სახელმწიფო ხალხისათვის” თავმჯდომარემ, ნიკა მაჭუტაძემ საკონსტიტუციო კომისია დატოვა. ამის შესახებ განაცხადება მან დღეს, 10 აპრილს გააკეთა. “მე დავტოვე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია. ვემიჯნები მას და არ ვაპირებ მონაწილეობა მივიღო ფარსში. ჩვენ უნდა მოვიპოვოთ კონსტიტუცია, როგორც ჩვენი საზოგადოებრივი ხელშეკრულება, როგორც საერთო ღირებულებათა ჭურჭელი,”- განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ. მისივ თქმით, ე.წ. საკონსტიტუციო რეფორმის რეალური მიზანი სახელმწიფო დემოკრატიული ინსტიტუციების …

Exit mobile version