იურიდიულმა კომიტეტმა იძულებითი ნარკოტესტირების გაუქმებას მხარი არ დაუჭირა

დღეს, 19 მაისს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა კანონპროექტი, რომლის მიზანია – პირის არანებაყოფლობითი ნარკოლოგიური შემოწმება მხოლოდ სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოხდეს. კენჭისყრისას კანონპროექტს მხარი ხუთმა დეპუტატმა დაუჭირა, დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად კი 7 დეპუტატის ხმა იყო საჭირო. კანონპროექტის ავტორმა, გოგა ხაჩიძემ კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ლევან აბზიანიძის გარდაცვალება გაიხსენა: “მალე ერთი წელი ხდება  ლევან აბზიანიძის გარდაცვალებიდან, 56 …

მღვდლები კანონპროექტის წინააღმდეგ, რომლითაც ბავშვის მოძალადისგან განცალკევების წესი იცვლება

პარლამენტში მესამე მოსმენით განსახილველად წარდგენილია კანონპროექტი “ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და მისგან გამომდინარე ცვლილებები ცხრა კანონში. კანონპროექტის თანახმად, ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის დაცვის მიზნით, სოციალურ მუშაკს ენიჭება უფლებამოსილება, რომ ბავშვი განაცალკევოს მოძალადე ოჯახის წევრისაგან, კანონიერი წარმომადგენლის ან სხვა პირისაგან. კანონპროექტის სწორედ ამ მუხლს ეწინააღმდეგებიან სასულიერო პირები, …

პარლამენტში ე.წ. გერმანულ საარჩევნო მოდელზე კანონპროექტი შევიდა

“რესპუბლიკური პარტია” პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს, რომლის მიხედვით შერეული (პროპორციული და მაჟორიტარული) საარჩევნო სისტემის ფარგლებში იცვლება მანდატების განაწილების წესი. შესაბამისი კანონპროექტი ვახტანგ ხმალაძემ მომზადა. „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“  ცვლილების შეტანის შესახებ მომზადებული კანონპროექტის თანახმად,  პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა ტოლია მაჟორიტარული წესით მისი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრებისა და მისი პარტიული სიისთვის ამ მუხლით დადგენილი წესით მიკუთვნებული მანდატების რაოდენობათა ჯამისა. …

საპროცედურო კომიტეტმა პარლამენტში კორუფციის პრევენციის კომიტეტის შექმნას მხარი არ დაუჭირა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ იმსჯელეს. პროექტის მიხედვით, პარლამენტში “კარგი მმართველობის, გამჭვირვალეობის და კორუფციის პრევენციის კომიტეტი” უნდა შეიქმნას. კარგი მმართველობის, გამჭვირვალეობის და კორუფციის პრევენციის კომიტეტი ახორციელებს საპარლამენტო კონტროლს კარგი მმართველობის, გამჭვირვალეობის ანტიკორუფციული ინსტიტუტების, პროგრამების და მექანიზმების მუშაობის ეფექტურობაზე; ასევე, შეუიმუშავებს ან/და განიხილავს კანონპროექტებს, წინადადებებს, შემოთავაზებებს და პოლიტიკის ხედვებს …

სექსუალური შევიწროება შესაძლოა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გახდეს

სექსუალური შევიწროება შესაძლოა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გახდეს. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტს თამარ კორძაია და თამარ ხიდაშელი მიმართავენ. კანონპროექტის მიხედვით, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს” ახალი მუხლი ემატება, რომელიც შრომითი ურთიერთობებისას სექსუალურ შევიწროებას ეხება. კერძოდ,  ცვლილებების თანახმად, შრომითი ურთიერთობებისას სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველი სიტყვიერი ან ფიზიკური ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას, ან მისთვის დამამცირებელი, მტრული ან …

პარლამენტი იძულებითი ნარკოტესტირების წესის შეცვლაზე იმსჯელებს

დღეს, 10 მაისს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიზანია – პირის არანებაყოფლობითი ნარკოლოგიური შემოწმება მხოლოდ სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოხდეს. “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში”, ასევე, “პოლიციის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად, თუ პოლიციელს ექნება დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა ნარკოტიკული ნივთიერება მოიხმარა ექიმის დანიშნულების გარეშე, იგი [პოლიციელი] უფლებამოსილი იქნება დააკავოს მოქალაქე. დაკავების შემდეგ, თუ პირი თანხმობას …

სისხლის სამართლის კოდექსში შესაძლოა ფემიციდის განმარტება შევიდეს

“რესპუბლიკური პარტიის” საპარლამენტო ფრაქციის წევრები პარლამენტს სისხლის სამართლის კოდექსში ფემიციდის განმარტების შეტანის ინიციატივით მიმართავენ. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის ბიურომ დღეს, 3 მაისს დაარეგისტრირა. “საქართველოს სისხლის სამართლის კოდექში” შესატანი ცვლილებების თანახმად,  გათვალისწინებულია ფემიციდის განმარტება, კერძოდ, გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალის განზრახ მკვლელობა. ცვლილებების შესაბამისად, ფემიციდი ცალკე დანაშაულის კატეგორიას მიეკუთვნება და განისაზღვრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ამასთან, აღნიშნული გარემოება განიხილება, …

ცირამუა: არ არსებობს მიზეზი ბაღებში შერეული ჯგუფების შექმნის აკრძალვისთვის

საქართველოს პარლამენტმა II მოსმენით მხარი დაუჭირა “ადრეული და სკოლამდელი განათლების” შესახებ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლის თანახმად, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ჯგუფები ერთი ასაკის ბავშვებით უნდა დაკომპლექტდეს. ჯგუფებში ბავშვების რაოდენობა კი 25-30 ბავშვს არ უნდა აღემატებოდეს. ფსიქოლოგ მაია ცირამუას აზრით, ბაგა-ბაღებში შერეული ასაკობრივი ჯგუფების არსებობა დადებითად აისახება ბავშვების განვითარების პროცესზე და დაკომპლექტების პროცესის კანონით რეგულირება …

პარლამენტმა “საკონსტიტუციო სასამართლოს” შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

27 აპრილს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე და მისგან გამომდიანრე საკანონმდებლო ცვლილებები “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონში. პარლამენტმა ცვლილებათა პაკეტს 80 ხმით 28-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი. კანონპროექტს მხარს არ უჭერს “ნაციონალური მოძრაობა”, რადგან  “სამართალწარმოების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად,  საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 15 დღეში ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და ძალაში …

პარლამენტმა “საერთო სასამართლოს” შესახებ კანონი II მოსმენით მიიღო

27 აპრილს პარლამენტმა 77 ხმით 23-ის წინააღმდეგ, მეორე მოსმენით მიიღო კანონპროექტი  “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. ამ კანონპროექტის გარკვეულ მუხლებთან დაკავშირებით  “ეროვნულ ფორუმს” ალტერნატიული წინადადება ჰქონდათ მომზადებული. “ეროვნული ფორუმი” კანონპროექტის 23-ე მუხლის მეხუთე და მეშვიდე, ასევე 32-ე მუხლის პირველ პუნქტს არ ეთანხმებოდა. 23-ე მუხლის მეხუთე პუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს თითოეულ პალატას და საგამოძიებო კოლეგიას …

პარლამენტმა ბაგა-ბაღებთან დაკავშირებული კანონპროექტი II მოსმენით მიიღო

დღეს, 27 აპრილს პარლამენტმა მეორე მოსმენით 69 ხმით 6-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა “ადრეული და სკოლამდელი განათლების” შესახებ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს. თავდაპირველად პარლამენტმა კენჭი “რესპუბლიკური პარტიის” ფრაქციის ალტერნატიულ ვარიანტს უყარა, რომელიც  41 ხმით 5-ის წინააღმდეგ ჩავარდა. “რესპუბლიკელებმა” პარლამენტს ამ კანონპროექტის მეოცე მუხლის ალტერნატივა შესთავაზეს, რომლის მიხედვით ბაგა-ბაღებში შერეული ასაკის ჯგუფების დაკომპლექტება იკრძალება. ალტერნატიული წინადადების მიხედვით, …

მოქალაქეებს შესაძლოა აეკრძალოთ მდინარის მიერ ჩამოტანილი შეშის მოპოვება

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს, რომლის მიზანი სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე არსებულ შიგა წყლების ნაპირებზე ძირნაყარი მერქნული რესურსის დასაწყობებისა და გაცემის საკითხის დარეგულირებაა. დღეისათვის ხშირია შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები მდინარის მიერ ჩამოტანილ მერქნულ რესურსებს მოიპოვებენ და მოიხმარენ, ამ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში კი, ასეთი მერქნული რესურსის დასაწყობებისა და გაცემის წესი დგინდება საქართველოს …

იურიდიულმა კომიტეტმა ე.წ. სპეცუბნების საკითხზე მომზადებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, 12 ხმით არც ერთის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა კანონპროექტს საქართველოს ორგანულ კანონში “საქართველოს საარჩევნო კოდექსი” ცვლილების შეტანის შესახებ”. ამ კანონპროექტის მიღების მიზანი   ე.წ. სპეცუბნების საკითხის რეგულირებაა. კანონპროექტის მიხედვით, იკრძალება სპეციალური უბნების შექმნა თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების, ასევე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის …

ადამიანის უფლებათა კომიტეტმა “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტს მხარი დაუჭირა

დღეს, 22 აპრილს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტს. ეროვნული ფორუმის” მიერ ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, “სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან უნდა გათავისუფლდნენ მამაკაცები 70 წლის ასაკიდან და ქალები 65 წლის ასაკიდან, თუ მათ ჩადენილი არ აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემდეგი დანაშაული:   მუხლი …

პენიტენციურ სისტემაში კადრის უკონკურსოდ მიღების დროებითი წესი შესაძლოა გადავადდეს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრსა და დეპარტამენტის დირექტორს შესაძლოა თანამდებობებზე პირის უკონკურსოდ დანიშვნის ვადა გაუხანგრძილვდეთ. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტს გედევან ფოფხაძე და პაატა კიკნაველიძე მიმართავენ. “სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად, “2017 წლის 1 მარტამდე მინისტრსა და დეპარტამენტის დირექტორს უფლება აქვთ, თანამდებობაზე დანიშნონ პირი არაუმეტეს 6 თვის გამოსაცდელი ვადით.” მოქმედი კანონით კი, მათ ეს …

პარლამენტი მიწის რეგისტრაციის თაობაზე მომზადებულ ცვლილებათა პაკეტს განიხილავს

დღს, 6 აპრილს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და აგრარულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე “მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ” კანონპროექტს და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებებს განიხილავენ. კანონპროექტი იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა და მისი მიზანი არის “ქმედითი და ეფექტიანი სამართლებრივი მექანიზმების შემუშავებით უძრავი ქონების შესახებ სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების …

ზვიად კვაჭანტირაძე: გიორგი კვირიკაშვილი “ქართული ოცნების” ლიდერი იქნება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ზვიად კვაჭანტირაძის თქმით,  “საარჩევნო კოდექსში” ცვლილებების შეტანის მოტივაცია ის არის, რომ პრემიერ-მინისტრი “ქართული ოცნების” ლიდერია. “ბატონი გიორგი კვირიკაშვილი ალბათ ძალიან მალე ოფიციალურად დაიკავებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტს. მოტივაციაც გასაგებია ყველასთვის. ის იქნება ჩვენი გუნდის, ჩვენი კოალიციის ლიდერი. რაც არ უნდა კომენტარი გაკეთდეს ამაზე მომავალ არჩევნებამდე, იგი იქნება პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერი …

ბაგა-ბაღებში ჯგუფების დაკომპლექტების წესი შესაძლოა შეიცვალოს

პარლამენტმა 1 აპრილს მეორე მოსმენით განიხილა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი “ადრეული და სკოლამდელი განათლების” შესახებ, რომლის მიზანი ყველასთვის ხელმისაწვდომი და მაღალი ხარისხის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემის ჩამოყალიბებაა. კანონპროექტის თანახმად,  სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ჯგუფები უნდა დაკომპლექტდეს შემდეგი მაქსიმალური ოდენობების მიხედვით: ა) 2 –დან 3 წლამდე ბავშვების ჯგუფში შეიძლება იყოს არაუმეტეს 25 ბავშვისა; ბ) …

პირადი და ოჯახური საიდუმლოს გამჟღავნებისთვის სასჯელი შესაძლოა გამკაცრდეს

დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი “სისხლის სამართლის კოდექსში” ცვლილებების შეტანის თაობაზე იმსჯელებს, რომლის მიზანი პირადი და ოჯახური საიდუმლოს გამჟღავნებისთვის სასჯელის გამკაცრებაა: “ჩვენი შემოთავაზებული ვერსიის მიხედვით, მძიმე დანაშაულის კატეგორიაში გადადის პირადი და ოჯახური საიდუმლოს სივრცე, თუ ის უკანონოდ იქნება ხელყოფილი- ეს გულისხმობს გადაღებას, ჩაწერას, შენახვას და გავრცელებას. ცალკე მუხლი დაემატება სისხლის სამართლის …

პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებების შეტანაზე იმსჯელებს

დღეს, 24 მარტს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და მისგან გამომდინარე ცვლილებებზე  იმსჯელებს. წარმოდგენილი ცვლილებების პაკეტის მიხედვით, საკანონმდებლო მაცნეს სასამართლოს გადაწყვეტილება შეუძლია არ გამოაქვეყნოს. კანონპროექტის მიხედვით,  “სამართალწარმოების შესახებ” კანონის 32-ე მუხლს უნდა  დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: “საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ან დასკვნას „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული …

საარჩევნო სპეცუბნებთან დაკავშირებით პარლამენტში კანონპროექტი დარეგისტრირდა

საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი “საქართველოს საარჩევნო კოდექსში” ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის მიღების მიზანი ე.წ. სპეცუბნების საკითხის რეგულირებაა. კანონპროექტის მიხედვით, იკრძალება სპეციალური უბნების შექმნა თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების, ასევე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ქვედანაყოფების ტერიტორიაზე. ასევე, კონკრეტდება იმ გამონაკლისების ჩამონათვალი, სადაც რჩება სპეცუბნების შექმნის …

“ეროვნულმა ფორუმმა” რეკლამის შესახებ კანონპროექტი პარლამენტიდან გაითხოვა

“ეროვნულმა ფორუმმა” პარლამენტიდან უკან გაითხოვა კანონპროექტი, რომლის მიხედვით, რეკლამის ხმის სიმძლავრე (დონე)  არ უნდა აღემატებოდეს რადიო და ტელემაუწყებლობის ხმის სიმძლავრეს (დონეს).  შესაბამისი განცხადებით პარლამენტის ბიუროს ფრაქციის თავმჯდომარემ, მალხაზ ვახტანგაშვილმა მიმართა. განცხადების თანახმად, ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” დადგენილებაში ცვლილებების შეტანის გზით გაითვალისწინა წარმოდგენილი …

პარლამენტში საბჭოთა საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრებისთვის კომპენსაციაზე იმსჯელებენ

29 თებერვალს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი  საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი(უზენაესი) საბჭოს წევრობისთვის ფულადი კომპენსაციის დანიშვნის საკითხზე იმსჯელებს. შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებით პარლამენტს  საქართველოს უმაღლესი (უზენაესი) საბჭოს ყოფილმა დეპუტატებმა მიმართეს. 2015 წლის 24 სექტემბერს გამართულ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ვილენ ალავიძემ განაცხადა, რომ საბჭოთა საქართველოს უმაღლესი საბჭოს წევრები დისკრიმინაციულ მდგომარეობაში არიან: “პარლამენტს ეძლევა საშუალება, რომ ამ ნაწილში …

“ნაცმოძრაობის” ინიციატივა სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციისთვის

“ნაციონალური მოძრაობა”პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს, რომლის მიხედვით პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიება, არ შეიძლება გამოყენებულ იქნას ნაკლებად მძიმე დანაშაულში ბრალდებული პირის მიმართ. განმარტებითი ბარათის მიხედვით, „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში” ცვლილებების განხორციელების მიზანი “სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერლიზაციაა: “საერთაშორისო სამართლის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, პატიმრობა, როგორც აღმკვეთი ღონისძიება, უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში. ნაკლებად მძიმე დანაშაულებზე, რომელთა …

Exit mobile version