მიმდინარეობს მსჯელობა – NCDC საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენაზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ( NCDC) დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ სხვა საკითხებთან ერთად, საკოორდინაციო საბჭო საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენაზე მსჯელობს. გამყრელიძე ამბობს, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსთან ბრძოლის საკოორდინაციო საბჭოს წევრია და : „იქ მუდმივად მიმდინარეობს ბევრ საკითზე მსჯელობა.. ტრანსპორტის ამუშავება, ეს გახლავთ [ადამიანების] მობილობის ყველაზე დიდი მოცულობით გაფართოება, რაც ინფექციისთვის ზრდისთვის მომატებული რისკია, …

საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლები უნდა გავაჩინოთ ყველა ქუჩაზე – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ჭავჭავაძის გამზირის შემდგომ, მთელი ქალაქის მასშტაბით, ყველა ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის სპეციალური ზოლები მოეწყობა. დღეს, 13 მაისს გამართულ ბრიფინგზე კალაძემ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციაზე ისაუბრა და თქვა, რომ ამჟამად ჭავჭავაძეზე ასფალტის ბოლო ფენას აგებენ. რაც შეეხება ავტობუსის გაჩერებას, რომელიც მერიამ გამზირის შუაში დაამონტაჟა, კალაძე განმარტავს: „თქვენ იცით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამზირის შუა …

ჭავჭავაძის გარდა ავტობუსები მოძრაობის საპირისპიროდ ივლიან გლდანშიც

ჭავჭავაძის გამზირის გარდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ავტომობილების მოძრაობის საპირისპიროდ გლდანში, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზეც ივლის. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” დედაქალაქის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა ვიქტორ წილოსანმა განუცხადა. ხიზანიშვილის ქუჩაზე შესაბამისი ახალი საგზაო ნიშების მონტაჟი უკვე დაწყებულია. წილოსანის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ლოდინის დროის შემცირების მიზნით მიიღეს და ამგვარად 30 პროცენტით შემცირდება ოპერაციული და კაპიტალური ხარჯები, …

უცნობია, როდის აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტი და გეგმური ოპერაციების ჩატარება

დღეს, 24 აპრილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა წარმოადგინა. პრეზენტაციაზე გახარიამ ექვსეტაპიან გეგმაზე ისაუბრა, რომლის განმავლობაშიც სხვადასხვა ობიექტის გახსნა იგეგმება, მაგრამ მათ შორის არ მოხვედრილა საზოგადოებრივი ტრანსპორტი და გეგმური სამედიცინო ოპერაციები. გიორიგ გახარიას თქმით, ეს ორი სფერო პირდაპირაა დაკავშირებული ეპიდემიის გეოგრაფიასა და გავრცელების სისწრაფესთან და რომელიმე ეტაპისთვის მათი მიბმა სუბიექტური …

დარჩით სახლში – კალაძის პასუხი ავტობუსების დამატების კითხვაზე

კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვაზე –  დაამატებს თუ არა უწყება ავტობუსებს, მოქალაქეებს მოუწოდებს, სახლში დარჩნენ. დღეიდან, ანუ 18 მარტიდან, ქალაქში მიკროავტობუსების მოძრაობა აიკრძალა. შესაბამისად, მოქალაქეთა ნაწილი, მათ შორის სოციალურ ქსელში, ამბობს, რომ ავტობუსები და მეტრო გადაჭედილია. ეს უკანასკნელი კი, მათი თქმით, ვირუსის გადადების რისკს ზრდის. კალაძეს დღევანდელ ბრიფინგზე ჟურნალისტებმა ჰკითხეს, აპირებს თუ არა ავტობუსების დამატების გადაწყვეტილების …

კორონავირუსი საქართველოში: როგორ სუფთავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი

კორონავირუსის შემთხვევების საქართველოში დაფიქსირების პარალელურად დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს ჰიგიენური ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს. ამის ფონზე ნეტგაზეთი შეეცადა გაერკვია, რამდენად არის მზად საზოგადოებრივი ტრანსპორტი რისკების შესამცირებლად და როგორ აუსფთავებენ მატარებლებს, ავტობუსებსა და მირკოავტობუსებს, ასევე მეტროს. მეტრო და ავტობუსები თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ამბობენ, რომ ისინი არსებული რეკომენდაციით მოქმედებენ და დამატებითი საჭიროების შემთხვევაში ზომებს გაამკაცრებენ. ამჟამად კი …

თბილისში Isuzu-ს მარკის 40 ახალი ავტობუსი ჩამოვიდა

თბილისში დამატებით იმოძრავებს Isuzu-ს მარკის 40 ახალი 8-მეტრიანი მწვანე ავტობუსი. ავტობუსების პრეზენტაცია დედაქალაქის მერმა დღეს, 21 იანვარს გამართა. კახა კალაძის თქმით, ახალი ავტობუსები მგზავრებს უკვე ხვლაიდან მოემსახურება. მისი თქმით, მალე თბილისში არსებული ყვითელი ავტობუსები სრულად ჩანაცვლდება თანამდროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ახალი მწვანე ავტობუსების პრეზენტაციაზე კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ მერია  დედაქალაქში სამომავლოდ 200 ერთეულამდე …

EBRD დამატებით 110 ახალ ავტობუსზე აცხადებს ტენდერს – კალაძე

კახა კალაძის განცხადებით, უახლოეს დღეებში ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი (EBRD) ახალ ტენდერს გამოცხადებს 110 ავტობუსის შესყიდვაზე. დედაქალაქის მერის ინფორმაციით, ეს იქნება ევრო 6-ის სტანდარტის გაზზე მომუშავე 12-მეტრიანი ავტობუსები. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ გვინდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად მოვაწესრიგოთ და ეს ყვითელი ავტობუსები, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენლს გამონაბოლქვის და კომფორტის თვალსაზრისით, უნდა ჩავანაცვლოთ. ჩვენი ქალაქის …

ძველი ყვითელი მიკროავტობუსები ახლებით შეიცვლება

თბილისში მიკროავტობუსების სრულად ჩანაცვლება ავტობუსებით ან ტრამვაით არ იგეგმება. დედაქალაქის მერის განცხადებით, ძველ ყვითელ მიკროავტობუსებს მალე ახლებით შეცვლიან. როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ყვითელი მიკროავტობუსების მდგომარეობა, რომელიც 2011 წელს შემოიყვანეს თბილისში, კრიტიკას ვერ უძლებს და არის უმძიმესი: ყველანაირი რესურსები ამ მიკროავტობუსებს ამოწურული აქვს. შესაბამისად, ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ამ კერძო კომპანიასთან, რომ ჩავანაცვლოთ …

მალე 1 ბილეთით შეძლებთ მგზავრობას მიკროავტობუსით, ავტობუსითა და მეტროთი – კალაძე

თბილისის ავტობუსსა და მეტროში მგზავრობის საფასურის გადახდის ინტეგრირებულ სისტემას მალე მიკროავტობუსიც დაემატება, რის შედეგადაც 1 ბილეთით შეძლებთ სამივე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას. ამის შესახებ განცხადება დედაქალაქის დღევანდელ მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ გააკეთა. გვექნება ერთიანი გადახდის სისტემა – ერთი აღბული ბილეთით შესაძლებელი იქნება იმგზავროთ როგორც ავტობუსით და მიკროავტობუსით, ასევე მეტროთი. ეს ინტეგრაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამასთან …

ავარია მაღლივთან ავტობუსსა და მიკროავტობუსს შორის

დღეს, პირველ მაისს, თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე, ავტობუსი და მიკროავტობუსი შეეჯახნენ ერთმანეთს, თუმცა შემთხვევის შედეგად ფიზიკურად არავინ დაშავებულა. შსს-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ მანევრირების წესები ავტობუსის მძღოლმა დაარღვა და ის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა. ავარიის ფოტოები ნინა ხელაძემ გაავრცელა.

რამდენად უსაფრთხოა მეტრო ხანძრისა და ავარიული შეჩერებების ფონზე

მეტროსადგურის ჭერის ჩამონგრევა და დაშავებული ადამიანები, ხანძარი და გახშირებული ავარიული შეჩერებები – აღნიშნული შემთხვევები საზოგადოებისა და სატრანსპორტო საკითხების სპეციალისტთა ნაწილს აფიქრებინებს, რომ თბილისის მეტროთი მგზავრობა მოქალაქეებისთვის არ არის უსაფრთხო. ქალაქის მერია კი ინფრასტრუქტურის ცვლილებას აანონსებს. საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარის, დავით მესხიშვილის განცხადებით, მეტრო დღეს საფრთხის შემცველი ტრანსპორტია თბილისის მოსახლეობისთვის, რის მიზეზადაც ტრანსპორტის საქალაქო …

დამატებით 12 ქუჩა, სადაც მიკროავტობუსები მხოლოდ გაჩერებებზე გაგიჩერებენ – სია

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, გაიზარდა ცენტრალური ქუჩების რაოდენობა, სადაც მიკროავტობუსების მძღოლები ვალდებულები იქნებიან, მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელებთან გაუჩერონ მგზავრებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დააჯარიმებენ. დამატებით 12 ცენტრალური ქუჩა: ქეთევან დედოფლის გამზირი; თამარ მეფის გამზირი; აკაკი წერეთლის გამზირი; დავით გურამიშვილის გამზირი; გრიგოლ რობაქიძის გამზირი; ნუცუბიძის ქუჩა; ცოტნე დადიანის ქუჩა; სულხან ცინცაძის ქუჩა; ვაჟა ჩაჩავას ქუჩა; პეტრე ქავთარაძის ქუჩა; …

კალაძე: თბილისისთვის 18-მეტრიანი ავტობუსების ყიდვა იგეგმება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისისთვის 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვა იგეგმება. კალაძის თქმით, მსგავსი რეკომენდაცია, მერიის დაკვეთით, “სისტრას” მიერ მომზადებული კვლევაშია გაცემული. “მიუნხენში, MAN-ის საგამოფენო ცენტრში, დავათვალიერეთ უახლესი მოდელის 18-მეტრიანი ავტობუსები, რომელთა შემოყვანაც დედაქალაქშია დაგეგმილი. MAN-ის საგამოფენო ცენტრში კომპანიის ხელმძღვანელ პირებს შევხვდით – ვისაუბრეთ თანამშრომლობის პერსპექტივებზე, ასევე, თბილისში მიმდინარე სატრანსპორტო რეფორმაზე, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია ძველი ავტობუსების …

კახა კალაძე: MAN-ის ახალი ავტობუსები უახლოეს მომავალში თბილისში შემოვა

თბილისის მერი კახა კალაძე პოლონეთის რესპუბლიკაში, კომპანია MAN-ის ქარხანაში იმყოფებოდა, სადაც ავტობუსების აწყობა-წარმოება ხდება. კახა კალაძემ  თბილისისთვის განკუთვნილი ის ავტობუსები დაათვალიერა, რომელთა ნაწილიც დედაქალაქის მოსახლეობას უახლოეს დღეებში მოემსახურება. როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, 90 ერთეული ავტობუსიდან ნაწილი უკვე დამზადებულია, რომლის ფერზე გადაწყვეტილება თბილისის მოსახლეობასთან ერთად მიიღეს. „90 ერთეული ავტობუსი უკვე შევიძინეთ, გამოცხადებული იყო ტენდერი, რომელშიც კომპანია …

ახალი წლის ღამეს თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უფასო იქნება

თბილისის მერიის ინფორმაციით, ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. 31 დეკემბრის 23:00-დან 73 მარშრუტზე 156 ერთეულამდე ავტობუსი 30-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს. ტრანსპორტი მგზავრებს სადღესასწაულო ღონისძიების ადგილამდე – პირველი რესპუბლიკის მოედნამდე, ასევე, მეტროსადგურებამდე და ცენტრალურ სატრანსპორტო კვანძებამდე გადაიყვანს. გარდა ამისა, 31 დეკემბერს თბილისის „მეტროპოლიტენის“, ავტობუსებისა და საბაგირო „რიყე-ნარიყალას“ სამუშაო საათები გახანგრძლივდება და მგზავრებს უფასოდ გადაადგილების …

კალაძე: ყველა ავტობუსი, რომელიც დედაქალაქში 2019 წლის შემდეგ შემოვა, ელექტრო იქნება

დედაქალაქის მერის განცხადებით, 2019 წლის ბოლომდე თბილისში არსებული ყვითელი ავტობუსები ახალი, MAN-ის ფირმის ავტობუსებით სრულად ჩანაცვლდება. კახა კალაძის თქმით, მომდევნო წლის ბოლომდე თბილისში 550-მდე ერთეული ახალი ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსი იმოძრავებს. 2019 წლის შემდეგ კი ყველა ახალი ავტობუსი, რომელსაც დედაქალაქი შეიძენს, კალაძის თქმით, ელექტროენერგიაზე იმუშავებს: “2020 წილიდან დედაქალაქში დამატებით შემოვა სრულიად ახალი სტანდარტის 18-მეტრიანი 200-მდე ელექტროავტობუსი. …

წლის ბოლომდე ლურჯ ავტობუსებში უფასო WiFi დამონტაჟდება – კალაძე

კახა კალაძის განცხადებით, 2018 წლის ბოლომდე “მანის” მარკის (ლურჯ) ყველა ავტობუსში უფასო უკაბელო ინტერნეტი დამონტაჟდება, ხოლო 2019 წლის ბოლომდე ყველა ყვითელი ავტობუსი ჩანაცვლდება ახალი და ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. “ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე. ამაში მხოლოდ ავტოპარკის განახლებას და ხაზების დამატებას არ ვგულისხმობთ, რა თქმა უნდა. განვითარების …

ვიდეო ▶ ყვითელი და ლურჯი ავტობუსები ერთმანეთს დაეჯახნენ

ცოტა ხნის წინ თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, ყვითელი და ლურჯი ავტობუსები დაეჯახნენ ერთმანეთს, რის შედეგადაც მინიმუმ ერთი მგზავრი დაშავდა, რომელიც სასწრაფომ გადაიყვანა საავადმყოფოში. თვითმხილველის ინფორმაციით, სასწრაფო დახამრების 2 ჯგუფი და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ადგილზე მალევე მივიდნენ. მგზავრები, რომლებიც თავს კარგად გრძნობდნენ, როგორც თვითმხილველი ამბობს, მომდევნო N37 ავტობუსში გადასხდნენ. ნეტგაზეთი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსიტროს დაუკავშირდა აღნიშნულ ფაქტთან …

თბილისის მერია დიზელზე მომუშავე 90 ავტობუსის შესაძენად ტენდერს კვლავ აცხადებს

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 90 ცალი საზოგადოებრივი ავტობუსის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ჯამური ღირებულება 45 მილიონი ლარია, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი ავტობუსის შესაძენად გათვალისწინებული მაქსიმალური ფასი 500 000 ლარი ჯდება. ტენდერი 5 ივლისს გამოცხადდა. წინადადებების მიღება 13 ივლისს დაიწყება და 16 ივლისს დასრულდება. ძრავის აღწერილობა: დიზელის საწვავზე მომუშავე ძრავი, არანაკლებ Euro VI ემისიის სტანდარტის …

მერია: საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტარიფის ზრდა არ განიხილება

თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მეტროსა და ავტობუსით მგზავრობის ტარიფი იზრდება, სიმართლეს არ შეესაბამება. მერიაში აცხადებენ, რომ მსგავსი საკითხი არ განიხილება. დღე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა მეტროთი და ავტობუსით მგზავრობის საფასური 80 თეთრამდე გაიზარდოს, ცვლილებას მერიის მხრიდან ერთიანი საბარათე სისტემის შემოღებას უკავშირებენ. მერიაში აცხადებენ, რომ დედაქალაქში ავტობუსითა და მეტროთი მგზავრობის …

თავისუფლებასა და რუსთაველზე 27 მაისამდე ტრანსპორტის მარშრუტები იცვლება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისა და მათი მოსამზადებელი სამუშაოებიდან გამომდინარე, 24-25 და 26 მაისს, თბილისში, თავისუფლების მოედნისა და რუსთაველის გამზირის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება. შესაბამისად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები დროებით შეიცვლება. ინფორმაციას ამის შესახებ დედაქალაქის მერია ავრცელებს. მერიაში აცხადებენ, რომ 24 მაისს ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება თბილისში, ბარათაშვილის ქუჩიდან პუშკინის ქუჩის მიმართულებით, ხოლო კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან მოძრაობა ნებადართული იქნება …

გაჩერებებს შესაძლოა სახელები ეწოდოს და ავტობუსებში გამოცხადდეს

თბილისის მასშტაბით ავტობუსებში შესაძლოა გაჩერებების დასახელებები გამოცხადდეს. ინიციატივა ამის შესახებ თბილისის საკრებულოს  სახელდების და სიმბოლიკის კომისიას ეკუთვნის. როგორც “ნეტგაზეთს” კომისიის თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა განუცხადა,  ამჟამად საპილოტე პროექტის ფარგლებში კომისია მუშაობს  61 ნომერი ავტობუსის მარშრუტში შემავალი გაჩერებების სახელდებაზე: “დღეს გავიტანეთ საკითხები ჩვენი კომისიის სხდომაზე. გვაქვს გეგმა, რომ ავტობუსებში გაჩერებები გმაოცხადდეს ისე, როგორც მეტროსადგურებში. ყველა გაჩერებას აქვს ინდექსი, თუმცა …

გერმანია საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობის შემოღებას გეგმავს

ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით, ევროკავშირის ზეწოლის საპასუხოდ, გერმანიის მთავრობა განიხილავს გეგმას, რომლის მიხედვითაც, გერმანიის იმ ქალაქებში, სადაც ჰაერი ყველაზე მეტადაა დაბინძურებული,  საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახდება. Deutsche Welle წერს, რომ უფასო ტრანსპორტისთვის გერმანიის ხუთი ქალაქი შეირჩა. მათ შორის არის ქალაქი ბონი. ქალაქის მერის თქმით, მოხარულია, რომ ამ პროექტისთვის დასავლეთ გერმანიის ქალაქები შეირჩა. “ჩვენ ჰაერის დაბინძურების საკითხზე რამდენიმე …

Exit mobile version