მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების მოწინააღმდეგეები პრეზიდენტის ვეტოს ითხოვენ

მაუწყებლობის შესახებ კანონის ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტი მედიისა და არასამთავრობოების წარმომადგენლებს ხვდება. მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ვისაც “ნეტგაზეთი” ესაუბრა, უარყოფითად აფასებენ იმ ცვლილებებს, რომლებიც შევა კანონში. კანონპროექტს ორი მოსმენით უკვე დაუჭირა მხარი პარლამენტმა. “რუსთავი 2”-ის იურისტმა თამთა მურადაშვილმა განაცხადა, რომ ცვლილება, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივ მაუწყებელს ეზრდება კომერციული რეკლამისთვის განკუთნილი დრო, კერძო ტელევიზიებს, განსაკუთრებით კი მცირე …

რომელმა დეპუტატებმა არ დაუჭირეს მხარი მაუწყებლეობის შესახებ კანონში ცვლილებას

14 დეკემბერს მაუწყებლობის შესახებ კანონის ცვლილებას მხარი ექვსმა დეპუტატმა არ დაუჭირა. ექვსივე მათგანი საპარლამენტო უმრავლეოსბის წევრია. ემზარ კვიციანის გარდა, ოპოზიციის არცერთ წარმომადგენელს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. კანონპროექტის მოწინააღმდეგე დეპუტატები: ირაკლი აბუსერიძე რევაზ არველაძე რომან კაკულია ლევან კობერიძე გიორგი მოსიძე კახა ოქრიაშვილი რაც შეეხება კანონპროექტის მომხრეებს, ასეთი პარლამენტის 85 წევრია, მათ შორის 84 საპარლამენტო უმრავლესობის წევრია, …

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 20 წითელი ავტომობილი 728 822 ლარად შეიძინა

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მაღალი გამავლობის, „სუზუკი ვიტარას“ მარკის 20 წითელი მსუბუქი ავტომობილი 728 822 ლარად შეიძინა. ავტომობილების შეძენაზე ელექტრონული ტენდერი 2017 წლის ივლისში გამოცხადდა და მასში მონაწილეობა ორმა კომპანიამ მიიღო – სს „ფრანს ავტომ“ და შპს „ჯი-თი მოტორსმა“. ტენდერში „ჯი-თი მოტორსმა“ გაიმარჯვა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსებისა და ადმინისტრაციის ბლოკის დირექტორის, ნოდარ ჭიჭინაძის განცხადებით, ერთი ავტომობილი 36 441 …

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებები ბუნდოვანია– გამჭვირვალობის კვლევა

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა იღებს ბუნდოვან და გაუმჭვირვალე გადაწყვეტილებებს. “საერთაშორისო გამჭვირვალობა– საქართველოს” წევრმა მამუკა ანდღულაძემ დღეს, 15 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე კვლევის ანგარიში წარადგინა, რომელიც მოიცავს პერიოდს 2017 წლის იანვრიდან, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სათავეში ახალი ხელმძღვანელობა მივიდა. ორგანიზაცია უარყოფითად აფასებს მაუწყებლის მხარდაჭერით შექმნილ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც შინაარსთან დაკავშირებული …

“ძალიან მადლობელი ვართ” – საზმაუმ ბერას საჩუქარი მიიღო

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა, რომ მაუწყებელი თანახმაა, ბერა ივანიშვილისგან სპეციალური ტექნიკა საჩუქრად მიიღოს. “აჟიოტაჟი და სიფრთხილე საზოგადოების გარკვეული ნაწილისა ასევე მისასალმებელია, რომ რაიმე ცუდი არ მოხდეს. მათ ეს, დარწმუნებული ვარ, საზოგადოებრივი მაუწყებლის გულშემატკივრობით მოსდით, თუმცა ამან ჩვენ სიკეთეც მოგვიტანა. ამ აჟიოტაჟის შედეგად, ამ ტექნიკის მფლობელმა ბერა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება და საზოგადოებრივ მაუწყებელს …

ბერა ივანიშვილი: მინდა ტექნიკა საჩუქრად გადავცე პირველ არხს

ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის შვილი ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ტენდერთან დაკავშირებით, რომელშიც მისმა კომპანიამ გაიმარჯვა: “მოგესალმებით ყველას, ამ დღეებში გარკვეული აჟიოტაჟი მოჰყვა პირველი არხის მიერ ჯიდიესის კუთვნილი აპარატურის ქირავნობას და როგორც ასეთ შემთხვევაში ხდება, ცალკეულმა ადამიანებმა სცადეს ამ ფაქტით სპეკულირება. საქმის არსი გახლავთ ის, რომ მას შემდეგ, რაც ჯიდიესი შეიძინა ტელეკომპანია იმედმა, ტექნიკის …

პარლამენტმა მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის თანამდებობაზე გიორგი იაკობაშვილი აირჩია

დღეს, 30 ივნისს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე გიორგი იაკობაშვილი აირჩია. გიორგი იაკობაშვილს პარლამენტმა 84 ხმით დაუჭირა მხარი. მისი უფლებამოსილების ვადა 2020 წლის 17 აპრილამდე განისაზღვრა. გიორგი იაკობაშვილის გარდა პარლამენტმა კენჭი მეორვეობის კიდევ ორ კანდიდატს, გიორგი გიგინეიშვილს და ლელა ფირალიშვილს უყარა, თუმცა მათ ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მიიღეს. 23 ივნისს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს …

IDFI: თუ პარლამენტი მაუწყებლის შესახებ კანონს დაამტკიცებს, სასამართლოში გავასაჩივრებთ

“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი”, “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” და  “საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია” ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და “მაუწყებლის შესახებ” კანონში დაგეგმილ ცვლილებებს აკრიტიკებენ. კანონპროექტის არსებული ფორმით დამტკიცების შემთხვევაში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. გადაცემების ნაწილის შესყიდვების კანონის გვერდის ავლით შეძენა, სტარტაპების დაფინანსება, კომერციული რეკლამის ზრდა, მენეჯმენტის ფუნქციების გაზრდა და სამეურვეო საბჭოს ფუნქციების …

საზმაუს მეურვის კონკურსში გამარჯვებული 3 კანდიდატის ვინაობა ცნობილია

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის – მეურვეობის კანდიდატის შესარჩევმა საპარლამენტო საკონკურსო კომისიამ პარლამენტს მეურვეობის 3 კანდიდატი წარუდგინა. 22 ივნისს, გასაუბრების შემდეგ შერჩეულ იქნა სამი კანდიდატი: გიგინეიშვილი აკაკი – იურისტი, საერთაშორისო კერძო სამართლის სპეციალისტი; იაკობაშვილი გიორგი –  ბიზნესინჟინერი, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალისტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალისტი; ფირალიშვილი ლელა – ფიზიკოსი, ფილოსოფიურ მეცნიერებათა კანდიდატი. იხილეთ შესარჩევი კომისიის შემაჯამებელი სხდომის ოქმი და კანდიდატების …

რა იცვლება საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონში

გადაცემების ნაწილის შესყიდვების კანონის გვერდის ავლით შეძენა, სტარტაპების დაფინანსება, კომერციული რეკლამის ზრდა, მენეჯმენტის ფუნქციების გაზრდა და სამეურვეო საბჭოს ფუნქციების შესუსტება – ესაა ის მთავარი ცვლილებები, რომლებსაც მაუწყებლის შესახებ კანონპროექტი ითვალისწინებს. კანონის პროექტის თანახმად, საზოგადოებრივ მაუწყებელს შეუძლია  პროდუქციის არანაკლებ 25%-ისა დაუთმოს დამოუკიდებელი კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებულ პროგრამებს, რომელთა შესყიდვაზე არ ვრცელდება  „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ …

რადიო თავისუფლება: ვეძებთ შესაძლებლობას, რომ ‘წითელი ზონა’ და ‘ინტერview’ სხვა პლატფორმებზე გაგრძელდეს

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება გაწბილებულია იმ ფაქტით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი აღარ გაუშვებს ეთერით მის ორ გადაცემას- “წითელ ზონასა” და “ინტერview”-ს. რადიო თავისუფლების პრესრელიზში ხაზგასმულია, რომ „წითელი ზონა“, რომელიც თითქმის ერთი ათწლეული გადიოდა ეთერში, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ქვეყნის საბჭოურ მემკვიდრეობას და წარმოაჩენდა კულტურის იმ მოღვაწეთა ცხოვრებასა და შემოქმედებას, რომლებიც ნაკლებად არიან ცნობილი დღევანდელ საქართველოში. „ინტერVIEW“ არის …

გრიგოლ გოგელია: “წითელი ზონა” და “ინტერview” კარგი გადაცემებით ჩანაცვლდება

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, გრიგოლ გოგელიას განცხადებით, სალოემ ასათიანის “ინტერview”  და გოგი გვახარიას “წითელი ზონა” კარგი პროექტებით ჩანაცვლდება. ამის შესახებ მან პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მაუწყებლის 2016 წლის საქმიანობის შესახებ ისმენენ ანგარიშს. “სალომე ასათიანის პროექტი ჩვენს დროს განხორციელდა, ამ პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი მე ვიყავი. გავიგეთ, რომ არის კარგი ჟურნალისტი, ჰქონდა არაჩვეულებრივი  განათლება და ასე შემდეგ. …

ენძელა მაჭავარიანი: გოგი გვახარიას ადგილი ყოველთვის არის ნებისმიერ ტელესივრცეში

” ბატონი გიორგი გვახარიას გადაცემა ნამდვილად დააკლდება საზოგადოებრივ მაუწყებელს,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ენძელა მაჭავარიანმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მაუწყებლის 2016 წლის საქმიანობის შესახებ ისმენენ ანგარიშს. დეპუტატის თქმით, გოგი გვახარიას ადგილი ყოველთვის არის ნებისმიერ თელესივრცეში. “თუკი არხს აქვს თავისი მიდგომა რადიო “თავისუფლებასთან” ურთიერთობაში, იმედი მაქვს, რომ ამას გაარკვევს. ბატონი გოგი გვახარიას ადგილი ყოველთვის არის …

პარასკევს გაიმართება აქცია – “საზმაუ ჩვენია”

პარასკევს, 16 ივნისს, 13:00 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან გაიმართება აქცია, სახელწოდებით ‘საზმაუ ჩვენია”. ფეისბუკზე შესაბამისი ანონსი ლაშა მესხმა შექმნა, რომელიც მოამბის ყოფილი თანამშრომელია. საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, გადაცემები „წითელი ზონა“ და „ინტერview“ დაიხურა. გადაცემების დახურვა და მაუწყებელში განსხვავებული აზრის დევნა დღეს არ დაწყებულა. ახალი მენეჯმენტის მოსვლიდან საზოგადოებრივ მაუწყებელში შიშმა და განუკითხაობამ დაისადგურა. საფრთხე შეექმნა 1200-ზე …

მსხილაძე: “თავისუფლების” გადაცემების დახურვით GPB-მ შესაძლოა გადაუხვიოს თავის დანიშნულებას

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ქეთი მსხილაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ რადიო “თავისუფლების” გადაცემების დახურვის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა. მისი თქმით, მან რამდენჯერმე კითხვით მიმართა მაუწყებლის მენეჯმენტს  ამ გადაცემების თაობაზე, თუმცა პასუხობდნენ, რომ “ჯერ არ იყო არაფერი გადაწყვეტილი და უნდა დალაპარაკებოდნენ რადიო თავისუფლებას”. “ძალიან სამწუხაროა, რომ მენეჯმენტი ხურავს რადიო თავისუფლების გადაცემებს. სალომე ასათიანის და გვახარიას …

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის შესარჩევი კომისიის შემადგენლობა ცნობილია

90 ხმით 1-ის წინააღმდეგ პარლამენტმა მხარი დაუჭირა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის – მეურვის კანდიდატურის შესარჩევი საპარლამენტო-საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტს, რომელიც პარლამენტის წევრებს ირაკლი კობახიძემ გააცნო. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევი საპარლამენტო-საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში არიან: სოსო გალუმაშვილი – საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტი. პიარ-სააგენტო „ჯეპრას“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პიარ-სკოლის …

ვინ (არ) მიიღო საზმაუს კონკურსში მონაწილეობა

საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გადაცემების შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში განაცხადების მიღება დასრულებულია. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, სულ შესულია 153 განაცხადი. მაუწყებელში ამბობენ, რომ დღის განმავლობაში გამოაქვეყნებენ ცნობებს მიღებული პროექტების შესახებ, თუმცა მანამდე ნეტგაზეთი არკვევდა ინფორმაციას პირველი არხის რამდენიმე მოქმედი გადაცემის შესახებ, რომლებიც საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მიმართულებას ფარავენ. კონკურსში მონაწილეობა არ მიუღია “ვექტორს”, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს გადაცემა ივლისში დაიხურება, …

საზმაუს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ გრიგოლ გოგელია მეორე ვადით აირჩიეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ გრიგოლ გოგელია მეორე ვადით აირჩიეს. აღნიშნულ საკითხზე საბჭოს სხდომა დღეს გაიმართა. “მოამბის” ინფორმაციით, გრიგოლ გოგელიას კანდიდატურა თავმჯდომარის თანამდებობაზე სამეურვეო საბჭოს ექვსმა წევრმა წარადგინა. მას ფარული კენჭისყრით მხარი დაუჭირა საბჭოს ექვსმა წევრმა, ხოლო ორმა თავი შეიკავა. გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე კენჭი უყარეს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურას და ამ თანამდებობაზე 6 …

საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალი საეთერო სეზონისთვის მხატვრული სერიალების სცენარების შესარჩევ კონკურსს აცხადებს

 საზოგადოებრივი მაუწყებელი 2017-2018 წლის საეთერო სეზონისთვის მხატვრული სერიალების  სცენარების (სრული სერიალის კონცეფცია, ერთი ეპიზოდის სცენარი დიალოგებით და სარეჟისორო ხედვა) შესარჩევად (ორ ჟანრში – მძაფრსიუჟეტიანი/დეტექტიური და მელოდრამა) კონკურსს აცხადებს. კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს. კონკურსის ფარგლებში უნდა შეირჩეს ორ ჟანრში თითო სერიალის სცენარი.   საკონკურსო დავალება მძაფრსიუჟეტიანი/დეტექტიური ჟანრის სერიალი საკონკურსო …

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 20/30-ის ყოფილი წამყვანი მაკა ცინცაძე დაასაქმა

20:30-ის ყოფილი წამყვანი, მაკა ცინცაძე საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადავიდა. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდინარე და ახალი ამბების ბლოკის დირექტორმა, გიორგი გვიმრაძემ განუცხადა. გიორგი გვიმრაძის თქმით, ზუსტად არაა გადაწყვეტილი, რა გადაცემას წაიყვანს მაკა ცინცაძე. “არ იგეგმება, რომ მაკა ცინცაძემ მოამბე წაიყვანოს. ზუსტად რა იგეგმება, ამაზე ლაპარაკს ჯერ არ ვგეგმავთ. მოვა ამაზე ლაპარაკის დრო,” – აღნიშნა გვიმრაძემ. მას შემდეგ, …

ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე “იმედიდან” საზმაუზე გადავიდა

ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე ტელეკომპანია “იმედიდან” საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადავიდა. ეს ინფორმაცია თავდაპირველად “ლიბერალმა” გაავრცელა. ეს ფაქტი ნეტგაზეთს თავად აბსანძემაც დაუდასტურა მიმოწერაში. “კი, გადავედი. ჯერჯერობით ახალი ამბების პროდიუსერად, ოფიციალურად, მაგრამ მალე უნდა შევთანხმდეთ, კონკრეტულად რას გავაკეთებ”, – გვითხრა აბსანძემ, რომელიც ბოლოს “იმედის დროში” მუშაობდა, მანამდე ასევე უმუშავია ტელეკომპანია მაესტროზე, ჟურნალ ლიბერალში და TV9-ზე. იგი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის …

საზმაუმ GDS-ის 20/30-ის 5 ყოფილი თანამშრომელი დაიმატა

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 5 ახალი კადრი დაიმატა, რომლებიც მანამდე ტელეკომპანია GDS-ზე 20:30-ში მუშაობდნენ. ეს ინფორმაცია ნეტგაზეთს ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა გიორგი გვიმრაძემ დაუდასტურა. მისი თქმით, დამატებული თანამშრომლები ნიუსრუმის ახალი კონცეფციის ფარგლებში შექმნილ თანამდებობებს დაიკავებენ: “ჩვენ დღეს 5 თანამშრომელი მივიღეთ: ეკა შონია არის დაგეგმვის რედაქტორი, დანარჩენი 3 არის: ნათია თოიძე, თამუნა კენკიშვილი და მაია ჭიჭულაშვილი. ესენი არიან დღის …

ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია ჟურნალისტ ლაშა მესხის სამსახურში აღდგენას მოითხოვს

ჟურნალისტთა საერთაშორისო და ევროპული ფედერაციები მოითხოვენ, რომ ჟურნალისტი ლაშა მესხი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობამ სამსახურში აღადგინოს. ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ფილიპ ლერუთი ამბობს, ლაშა მესხი პროფესიული კავშირის წევრობისა და აქტიური მუშაობის გამო გახდა ზეწოლის ობიექტი. “პროფესიული გაერთიანების მუშაობის ეფექტურობის გამო, რომელმაც გამოწვია ის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის 500 თანამშრომელს გაეზარდა ხელფასები 2016 წლის ივნისში, მაუწყებლის ხელმძღვანელობის …

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო დებულებაში შესატან ცვლილებებს უყრის კენჭს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, გრიგოლ გოგელიას თქმით, გეგმა, რომელსაც მაუწყებლის ბორდმა კენჭი 7 მარტს უნდა უყაროს, მენეჯმენტის მიერ წარმოდგენილ სტრუქტურულ ცვლილებებს ეხება. გოგელიას თქმით, საბჭო დებულებაში განსახორციელებელ ცვლილებებს განიხილავს: “ეს ძირითადად ეხება ადმინისტრაციულ ნაწილებს, სადაც სამსახურები ერთიანდება, მსხვილდება და რაღაც სამსახურები უქმდება, რომ მოხდეს ოპტიმიზაცია. მაგალითად, ფინანსურ სამსახურში თუ არის რაღაც 4 სტრუქტურა, შეიძლება გახდეს …

Exit mobile version