არ ვიცი, პროექტში რატომ არ ვარ – ტრანსგენდერი ქალი “საქართველოს ვარკვლავიდან” ჩახსნეს?

“საქართველოს ვარსკვლავის” მონაწილე, ტრანსგენდერი ქალი ანასტასია პირველი, რომელმაც მეორე ტურში გადასასვლელი “ოქროს ბილეთი” მიიღო, კონკურსს გამოეთიშა. როგორც ანასტასია პირველმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, მისთვის სრული ინფორმაცია არავის მიუწოდებია და არ იცის, რატომ გამოეთიშა კონკურსს, რომელშიც მონაწილეობა საზოგადოებრივი მაუწყებლის ინიციატივით მიიღო. მან პრომოდან გაიგო, რომ ფინალისტებს შორის ვერ მოხვდა ისე, რომ მეორე ტურში არ მოუსმენიათ. ანასტასია პირველის თქმით, …

ზაზა შათირიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ტოვებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვე საბჭოს ერთ-ერთი წევრი ზაზა შათირიშვილი საბჭოს ტოვებს. ინფორმაცია თავდაპირველად “ლიბერალმა” გაავრცელა. როგორც შათირიშვილმა “ნეტგაზეთს” უთხრა, იგი აპირებს ახალი ტელევიზია და ჟურნალი დააარსოს და ბორდის დატოვებით ინტერესთა კონფლიქტს არიდებს თავს.  როგორც შათირიშვილმა “ნეტგაზეთს“ განუცხადა, ამ წუთებში (24 დეკემბერ, 15:20 საათი) არეგისტრირებს განცხადებას პარლამენტის კანცელარიაში. “ნეტგაზეთის” კითხვაზე, ბრუნდება თუ არა “პოს ტვ”-ში, მან განაცხადა, რომ …

პროპაგანდით ჩანაცვლებული ჟურნალისტიკა – როგორ გააშუქეს არჩევნები ტელევიზიებმა

“გაეროს განვითარების პროგრამისა” და ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული მედიამონიტორინგის შედეგების მიხედვით, რომელიც ქვეყანაში ჩატარებული ბოლო სამი არჩევნების პერიოდს მოიცავს, ტელემაუწყებლებში,  ონლაინ მედიისგან განსახვევბით, სადაც პოლარიზაციის მაჩვენებელი მცირება, ეს კომპონენტი წლიდან წლამდე უფრო და უფრო უარესდება. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2018 წლის არჩევნების მთავარი დამახასიათებელი ნიშანი სწორედ არასასურველი კანდიდატის ნეგატიური გაშუქება იყო. ანგარიშის მიხედვით, სადისკუსიო გადაცემებსა და საინფორმაციო …

საზოგადოებრივი მაუწყებელი ეუთოსგან კრიტიკის დასაბუთებას ითხოვს

საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოში ეუთოს წარმომადგენლობისგან გუშინდელ დასკვნასთან დაკავშირებით კრიტიკის დასაბუთებას ითხოვს. მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორის, გიორგი გვიმრაძის თქმით, კარგი იქნება, თუ საერთაშორისო ორგანიზაცია მეტს იფიქრებს, ადგილზე დასკვნის მომზადებას ვის უკვეთავს. საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლის მტკიცებით, მაუწყებელმა ყველა ღონე იხმარა, რათა ყველას ჰქონოდა შესაძლებლობა, ეთერი საკუთარი პოზიციების წარსადგენად გამოეყენებინა. “ეუთოს აქაურ წარმომადგენლებს უკვე მივწერეთ, …

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიკერძოებულობა წარმოაჩინა – საერთაშორისო დამკვირვებლები

საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, მეორე ტურის მარეგულირებელი კანონმდებლობის ბუნდოვანებამ მედიასაშუალებებში კანონის სხვადასხვაგვარად განმარტების საფუძველი წარმოშვა. როგორც ეუთო-ს (OSCE), დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR), ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA), ევროპარლამენტის (EP) და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) წარმომადგენლებით დაკომპლექტებული საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დასკვნაში არის აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ კანონით არ არის გათალისწინებული, ეროვნული მაუწყებლების …

საზმაუს თანამშრომლები და მენეჯმენტი ახალ კონტრაქტებზე ვერ შეთანხმდნენ

საზოგადოებრივი მაუწყებლის ათობით თანამშრომელი და მენეჯმენტი ვერ შეთანხმდნენ ახალ კონტრაქტებზე, რომელთა თანახმადაც 70-მდე თანამშრომელი “საათობრივი დასაქმების რეჟიმზე” გადადიოდა. 4 სექტემბერი ბოლო ვადა იყო ახალ ხელშეკრულებებზე ხელმოსაწერად. იმის გამო, რომ ეს კონტრაქტები მათ არ აძლევდა სრული დატვირთვით მუშაობის გაგრძელების გარანტიას, თანამშრომლებმა დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს. თანამშრომლებისთვის მენეჯმენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტის თანახმად, თუკი კონტრაქტს ხელს დღეს არ …

საზმაუს პროფკავშირი მენეჯმენტის მიმართ გამაფრთხილებელ აქციას აანონსებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირი ორშაბათს აქციას აანონსებს. მიზეზი, როგორც ნეტგაზეთს პროფკავშირის ხელმძღვანელმა ნინო ზაუტაშვილმა განუცხადა, მათ ხელთ არსებული ინფორმაციაა, რომლის მიხედვითაც 150-მდე თანამშრომელმა მიმდინარე კვირაში მენეჯმენტისაგან სამუშაო რეჟიმისა და შრომის ანაზღაურების ფორმის შეცვლის შეთავაზება მიიღო. “ჩვენი ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებლის 150 – მდე თანამშრომელმა მიმდინარე კვირას ადმინისტრაციისგან შეთავაზება მიიღო. შეთავაზების მიხედვით იცვლება დასაქმებულების სამუშაო რეჟიმი და კონკრეტულ …

საზმაუს პროგრამული პრიორიტეტები – დაპირისპირებულთა მოსაზრებები

საზოგადოებრივი მაუწყებლის 2018–2021 წლების პროგრამული პრიორიტეტები ზედაპირული და ნაკლებად დაკონკრეტებულია, რაც ართულებს მისი შესრულების მონიტორინგს, – ასე შეაფასეს საკითხით დაინტერესებულებმა სამუშაო დოკუმენტი, რომლის განხილვაც დღეს, 29 ივნისს თბილისში გაიმართა. განხილვა პერიოდულად იძაბებოდა, რადგან დამსწრეების ნაწილი მოითხოვდა, რომ სამუშაო დოკუმენტის იმ ნაწილს, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებელი იღებს ვალდებულებას, რომ გააშუქებს ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს, დამატებოდა ჩამონათვალი, …

მზარდი დაფინანსება და დაბალი რეიტინგი – რა ჯდება საზმაუს შენახვა

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საბიუჯეტო დაფინანსება წლიდან წლამდე იზრდება და 2018 წლისთვის უკვე გადააჭარბა 50 მილიონ ლარს. ამის პარალელურად, 2017 წელს მისი რეიტინგი მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა ტელეკომპანია “იმედის”, “რუსთავი 2-ის”, “GDS-ისა და “კომედი არხის” რეიტინგს. საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება, თითოეულ გადაცემაზე და თანამშრომლების ანაზღაურებაზე დახარჯული თანხა, გაანალიზებულია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევაში, რომელიც 2 მაისს გამოქვეყნდა. აღნიშნული კვლევა …

GPB-ის მენეჯმენტი და იმედის ჰოლდინგი – მედიის პრობლემები სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2017 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოში არსებული სიტუაცია სფეროების მიხედვით არის შეფასებული. ანგარიშში, სხვა წლების მსგავსად, მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, ასევე, მედიაში არსებულ პრობლემებს. სახელმწიფო დეპარტამენტი ქართულ მედიაში არსებული პრობლემების კონტექსტში ახსენებს საზოგადოებრივი მაუწყებლის (GPB) მენეჯმენტის ცვლილებას, გადაცემების დახურვას, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის მიერ შემუშავებულ კანონპროექტსა და  იმედის, …

სალომე ზურაბიშვილი კაკაბაძისთვის მხარდაჭერაზე: სამაგიეროდ, ლომჯარიას წინააღმდეგ მივეცი ხმა

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მართალია, ნინია კაკაბაძეს დაუჭირა მხარი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობაზე, მაგრამ, სამაგიეროდ, სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას წინააღმდეგ მისცა ხმა. სალომე ზურაბიშვილმა ამის შესახებ ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა. “ჩემ ამომრჩევლებს – ვის წინაშეც ანგარიშ ვალდებული ვარ – მინდა ავუხსნა ჩემი დღევანდელი პოზიცია, ანუ ნინია კაკაბაძეს საზმაუს ბორდზე …

მეურვეობის მსურველი ზაზა შათირიშვილი ადასტურებს, რომ საზმაუს დირექტორი მისი მეგობარია

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობის მსურველი ზაზა შათირიშვილი ადასტურებს, რომ მაუწყებლის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე მისი მეგობარია. ბორდის წევრობის შესარჩევი კომისიის წევრმა სოსო გალუმაშვილმა (ჯეპრა) შათირიშვილს ჰკითხა, როგორ მოახერხებს ბორდში არჩევის შემთხვევაში საზმაუს მენეჯმენტის და მისი მეგობრის, გენერალური დირექტორის კონტროლს? “ჩემი უახლოესი მეგობარი და ჩემი გაზრდილია, როგორც სტუდენტი, ზურაბ ჭიაბერაშვილი. მეტსაც გეტყვით: ჩემი ერთი შვილი მის …

საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრობის მსურველთა კონცეფციები

ნეტგაზეთი გთავაზობთ საზოგადოებრივი მაუწყბელის სამეურვეო საბჭოს (ბორდი) წევრობის მსურველების კონცეფციებს, რომლებითაც ისინი საჯარო კონკურსში მონაწილეობენ. თქვენთვის საინტერესო კანდიდატის კონცეფციის სანახავად დააკლიკეთ კონკურსანტის სახელსა და გვარს. [toggle title=”ზაზა შათირიშვილი”] საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფციის ცალკეული ასპექტები ჩემი აზრით, მაუწყებელი უნდა განვითარდეს კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულებით. ესაა სწორედ ის ფუნქცია, რომელსაც ვერც ერთი კერძო ტელევიზია ვერ უზრუნველყოფს, გამომდინარე თითოეული მათგანის …

პარლამენტმა მაუწყებლობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა მაუწყებლობის შესახებ კანონპროეტზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო დაძლია. 1TV-ის ინფორმაციით, ვეტოს დაძლევას მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 13 იყო. კანონპროექტის მიხედვით, “საზოგადოებრივი მაუწყებელი” შეძლებს იმაზე მეტი რეკლამის მოზიდვას, რისი უფლებაც ამჟამად აქვს. გარდა ამისა, მას შეეძლება, პროდუქციის 25%-მდე შეიძინოს გარე სტუდიებიდან ისე, რომ მასზე არ გავრცელდეს გამჭვირვალობის ის სტანდარტი, რაც, ზოგადად, ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებს მოეთხოვებათ. …

ირაკლი კობახიძე საზმაუს კანონპროექტზე: საპარლამენტო უმრავლესობა დაძლევს ვეტოს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს თქვა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დაძლევს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის მიერ დადებულ ვეტოს: “ჩვენ სიღრმისეული მსჯელობის საფუძველზე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ეს საკითხი არ დადგება თავისუფალ კენჭისყრაზე, რაც ნიშნავს, რომ ყველა დეპუტატი მხარს დაუჭერს ვეტოს დაძლევას. გამონაკლისი იქნება რამდენიმე დეპუტატი, ესენი არიან ის დეპუტატები, რომლებიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საკუთარი …

უმრავლესობის ნაწილი მაუწყებლობის კანონის კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს – ქანთარია

მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება. დღეს “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში ამ საკითხზე სამსჯელოდ პარტიის წევრები შეიკრიბნენ. დეპუტატების ნაწილი მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტს მხარს არ უჭერს. შეხვედრის დაწყებამდე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ განაცხადა, რომ ვეტოს დასაძლევ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს. “ვფიქრობ, საკმარისი ხალხია იმისთვის, ვინც ვეტოს დაძლევს. არის გარკვეული რაოდენობა, რომელიც …

ხმაური პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოს გამო

დღეს მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით მედიაორგანიზაციების წარმომადგელები პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ. შეხვედრაზე განიხილებოდა კანონპროექტის ორი საკითხი: საზოგადოებრივი მაუწყებლის სარეკლამო დრო და შესყიდვების საკითხი. სხდომის დასაწყისშივე, სიტყვიერად ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ტელეკომპანია კავკასიის ხელმძღვანელი ნინო ჯანგირაშვილი და ირაკლი კობახიძე. დაპირისპირების მიზეზი სარეკლამო ბაზარი გახდა. ნინო ჯანგირაშვილის თქმით, სარეკლამო ბაზარი 2014 წლიდან მკვეთრად შემცირდა, რაზეც ირაკლი კობახიძემ უთხრა, …

არასამთავრობოები ვასილ მაღლაფერიძის გადადგომას ითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოქალაქეების ნაწილი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის გადადგომას ითხოვენ. მათ მიაჩნიათ, რომ მაუწყებელი კრიზისშია. “გამოვხატავთ უკიდურეს შეშფოთებას საზოგადოებრივი მაუწყებელში არსებული ღრმა ინსტიტუციური კრიზისის გამო.  მაუწყებლის მიმართ  საზოგადოების ნდობა კრიტიკულად დაბალ დონეზეა მაშინ, როცა მოქალაქეები ყოველწლიურად სულ უფრო მზარდ თანხას იხდიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან მის დაფინანსებაში. სამწუხაროდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი არ ემსახურება საზოგადოების ინტერესებს, …

მარინა მუსხელიშვილს არ ახსოვს, რაზე ესაუბრა ლელა გაფრინდაშვილს – აუდიტის ანგარიში

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს წევრის, მარინა მუსხელშვილის თქმით, არ ახსოვს, ესაუბრა თუ არა ლელა გაფრინდაშვილს მას შემდეგ, რაც თანხის არასწორად დარიცხვის შესახებ ცნობილი გახდა. მუსხელიშვილი ასევე არ გამორიცხავს, რომ ეს საუბარი შედგა. სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2015-2016 წლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ყოფილი წევრი [ლელა გაფრინდაშვილი]  5 თვის განმავლობაში ზედმეტ ჰონორარს უსაფუძვლოდ იღებდა იმ დროს, …

საზმაუს პირველი არხის ნდობის რეიტინგი 9%-ია, იმედის და რ2-ის – 46% – NDI-ის კვლევა

NDI-ის დაკვეთით CRRC-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ სანდო ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით რუსთავი 2-სა და იმედს 46-46% ენდობა. ყველაზე მეტად რომელ არხებს ედნობით პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ სანდო ინფორმაციის მისაღებად? – NDI – ის თანახმად, კითხვა ასე იყო ფორმულირებული. საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს 9% ენდობა. 2016 წლის ივნისში NDI-იმ შეკითხვა ასეთი …

მწერლები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს საზმაუს ბოიკოტირებისკენ მოუწოდებენ

ქართველი მწერლები და ლიტერატორების საინიციატივო ჯგუფი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს მიმართავენ, მათ შორის: მეცნიერებს, პროფესორ-მასწავლებლებს, სპორტსმენებს, უფლებადამცველებს, მკვლევრებსა და ექსპერტებს, მეწარმეებს. ისინი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს საზოგადოებრივი მაწუწყებლის ბოიკოტირებისკენ მოუწოდებენ და საკუთარ პროტესტს სოციალურ ქსელებში გამოხატავენ ჰეშთეგით: #ბოიკოტისაზმაუს. “ჩვენი თქვენდამი კოლეგიალური თხოვნაა – გავერთიანდეთ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ძალადობრივ სისტემას არ მივცეთ საშუალება დაჩაგროს ერთი კონკრეტული ადამიანი, მოქალაქე, პოეტი …

მაღლაფერიძე რატიანის ვიდეოზე: შევუშვერ თავს იმ პირველ ქვას, რომელსაც ტელევიზია მესვრის

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირქტორი ვასილ მაღლაფერიძე პირველი არხის ეთერში ზვიად რატიანის დამონტაჟებული ვიდეოს გადაცემასთან დაკავშირებით ამბობს, რომ პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებს. ეს განცხადება მან მაუწყელის ბორდის სხდომის წინ ჟურალისტებთან, გააკეთა. “რასაკვირველია, ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი ბორდის გადაწყვეტილება და რასაკვირვლია, სრულად გასათვალისწინებელი. ცხადია, არცერთ ნორმალურ ადამიანს ეს აჟიოტაჟი არ მოეწონება და არ  მოეწონებოდა. და მე ერთი ვიღებ …

გოგელია: ზვიად რატიანზე საზმაუს სიუჟეტი ბორდისთვის მიუღებელია

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის პოზიციით, პირველი არხის მიერ ზვიად რატიანზე გამოქვეყნებული ვიდეო მიუღებელია. თუმცა, როგორც სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელმა გრიგოლ გოგელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, არამართებული შინაარსის პროდუქცია ყველა მაუწყებელმა შეიძლება გამოაქვეყნოს ნებისმიერ ქვეყანაში და ასეთი შემთხვევებისათვის მაუწყებელს შესაბამისი მექანიზმები აქვს საზოგადოების რეაგირებისათვის. “ბორდი მიიჩნევს, რომ ჩვენთვის მიუღებელი იყო ის სიუჟეტი, რომელმაც საზოაგდოებრივი აღშფოთება და რეზონანსი გამოიწვია. ვთვლით, რომ …

მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე GPB-ის მენეჯმენტი პრეზიდენტს შეხვდა

მაუწყებლობის შესახებ კანონის ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტი მაუწყებლის მენეჯმენტს შეხვდა. როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძე ამბობს, შეხვედრამ საქმიან გარემოში ჩაიარა. მაღლაფერიძის თქმით, შეხვედრაზე არ უსაუბრიათ ვეტოზე. საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის თქმით, კანონპროექტის განმარტება რიგ შემთხვევებში არასწორად ხდება და დღეს მენეჯმენტმა პრეზიდენტს დეტალურად გააცნო საზოგადოებრივი მაუწყებლის გეგმები: “ვეტოზე ჩვენ საერთოდ არ გვქონია საუბარი, ჩვენ დეტალურად ავუხსენით იმ …

Exit mobile version