მენაბდე: გაუნაწილებელი მანდატების I ადგილზე გასული პარტიისთვის მიკუთვნება იდეალური მოდელი არ არის

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი, კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე მიიჩნევს, რომ გაუნაწილებელი მანდატების  არჩევნებში პირველ ადგილზე გასული პარტიისთვის მიკუთვნება იდეალური მოდელი არ არის. ეს განცხადება ვახუშტი მენაბდემ ჟურნალისტებთან დღევანდელი სხდომის შემდეგ გააკეთა, რომელზეც პრეზიდენტის უფლებამოსილებებზე და საარჩევნო სისტემაზე მსჯელობენ. პარლამენტში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომა  დღეს, მთელი დღის განმავლობაში  მიმდინარეობს. “ვფიქრობ, …

არჩილ თალაკვაძის აზრით, გაუნაწილებელი მანდატები პირველ ადგილზე გასულ პარტიას უნდა მიეკუთვნოს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ გაუნაწილებელი საპარლამენტო  მანდატები პირველ  ადგილზე გასულ პარტიას უნდა მიეკუთვნოს. დღეს მოქმედი წესით,   გაუნაწილებელი მანდატები იმ სუბიექტებზე ნაწილდება, რომლებმაც 6 ან მეტი მანდატი მიიღეს. ეს განცხადებები თალაკვაძემ  საკონსტიტუციო კომისიის სხდომის შესვენებაზე გააკეთა. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომა თბილისში, პარლამენტის ბალანსზე არსებულ შენობაში …

გოგორიშვილი: “ქართული ოცნება” საარჩევნო სისტემის რეფორმაზე ჩამოყალიბებული არ არის

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე ირაკლი კობახიძემ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ისეთი წესი წარმოადგინა, რაც არსებითად მდგომარეობას არ ცვლის. ხათუნა გოგორიშვილის ინფორმაციით, ხელისუფლებას სურს, გადაუნაწილებელი მანდატები  არჩევნებში პირველ ადგილზე გასულ პარტიას მიეკუთვნოს. დღეს მოქმედი წესით კი, ასეთი მანდატები იმ სუბიექტებზე ნაწილდება, რომლებმაც 6მ ან მეტი მანდატი მიიღეს: “საპარლამენტო უმრავლესობა ჩამოყალიბებული …

კონსტიტუციაში მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე სამუშაო ჯგუფში მსჯელობენ

დღეს, 27 იანვარს საქართველოს პარლამენტის, ფინანსებისა და კონტროლის და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომაზე საარჩევნო სისტემის ცვლილებების საკითხის დაყენებას აპირებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და პარტიები. არსებული მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ემხრობიან არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები. უმრავლესობაში კი მომავალ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით კონსენსუსი ჯერ არ არის მიღწეული – ამის შესახებ ჟურნალისტებს სხდომის დაწყებამდე ფრაქცია “ქართული …

ხუნდაძე: მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას, სავარაუდოდ, მხარს დავუჭერ

“მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას, სავარაუდოდ, მხარს დავუჭერ”, – ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის წვერმა დიმიტრი ხუნდაძემ გააკეთა დღეს, 1 ნოემბერს. “მე [ეს] ჩემი ხელმოწერითაც დავადასტურე პარლამენტში, მაგრამ სანამ მაჟორიტარული სისტემა გაუქმდება, თვითმმართველობა უნდა გაძლიერდეს. ეს იქნება იმის წინაპირობა, რომ ეს სისტემა შემდგომში საჭირო აღარ იყოს”, – განაცხადა ხუნდაძემ. მაჟორიტარული კომპონენტის გაუქმებას და მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას …

კვირიკაშვილი: მინდა, 2020 წელს გვქონდეს საარჩევნო სისტემა, რომელიც ყველა შეკითხვას გამორიცხავს

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილის აცხადებს, რომ  მხარს უჭერს ისეთ საარჩევნო სისტემას, რომელიც კითხვებს აღარ გააჩენს. კვირიკაშვილი ამბობს, რომ  მზადაა, საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე იმუშაოს, ოღონდ ეს უნდა იყოს შეთანხმების ნაწილი. აღნიშნული განცხადება კვირიკაშვილმა ქრონიკისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. “მაჟორიტარული სისტემის გაუქმების აქტივიზება მოხდა არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე. ეს დრო არ იყო საკმარისი სისტემის გადასაწყობად. რა თქმა უნდა, …

1/2=3/4 – რატომ უნდა გაუქმდეს მაჟორიტარული სისტემა

იმის მიუხედავად, რომ მმართველმა პარტიამ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა 1/2-ის მხარდაჭერაც კი ვერ მიიღო, პარლამენტში შეუძლია მანდატების 3/4 ანუ საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღოს. ცესკოს მიერ გამოქვეყნებული ყველა უბნის წინასწარი შედეგების მიხედვით, “ქართულმა ოცნებამ“ პროპორციული სისტემით ხმების 48,67 % მიიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 27,11%, ხოლო „პატრიოტთა ალიანსმა“ 5,01%. მოქმედი საარჩევნო კოდექსით, საქართველოს პარლამენტის 150 დეპუტატიდან 77 …

სასამართლომ დაადგინდა, რომ საარჩევნო ოლქების დაყოფის წესი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, გიორგი ბარამიძე და სხვები, სულ 42 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. მოსარჩელეები სადავოდ ხდიდნენ საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის, 110-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 1101 მუხლის მე-3, 42-ე პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 49-ე …

ბერძენიშვილი: სამართლიან საარჩევნო სისტემას ებრძვის როგორც “ოცნება”, ისე – ენმ

პარლამენტი ე.წ. გერმანულ საარჩევნო მოდელზე მომზადებულ კანონპროექტს პარასკევს, 10 ივნისს განიხილავს. შესაბამისი ინიციატივით “რესპუბლიკური პარტიის” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, დავით ბერძენიშვილმა პარლამენტის ბიუროს დღეს მიმართა. დავით ბერძენიშვილი აცხადებს, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” პოზიცია შეცვალა და არ აპირებს კანონპროექტს მხარი დაუჭიროს: “ამ მოდელის წინააღმდეგ გამოდიან როგორც მოქმედი, ისე  ყოფილი ხელისუფლება. მათ არ აწყობთ და გამოდიან წინააღმდეგ. ლევან თარხნიშვილის განცხადება, რომ …

არასამთავროები: პარტიებმა საარჩევნო სისტემის შეცვლის შანსი ხელიდან გაუშვეს

“რესპუბლიკური პარტიის” გადაწყვეტილებით, 8 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ე.წ. გერმანულ საარჩევნო მოდელს არ განიხილავენ. ამასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები – ”სამართლიანი არჩევნები”, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და ”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ: “სამწუხაროა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა მსგავსი არათანმიმდევრულობა და უპასუხისმგებლობა გამოიჩინეს საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით და რეალურად ხელიდან გაუშვეს ის შესაძლებლობა, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებდა …

წულუკიანი: საარჩევნო პროცესში ძალადობა, შესაძლოა, 4 წლამდე პატიმრობით დასჯადი გახდეს

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 24 მაისს განაცხადა, რომ საარჩევნო პროცესში ძალადობა, შესაძლოა, 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისაჯოს. მინისტრის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურმა დეპარტამენტმა არაერთი ევროპული ქვეყნის გამოცდილება შეისწავლა, ასევე სხვადასხვა უწყებასთან, მათ შორის საქართველოს მთავარ პროკურატურასთან, კონსულტაციის შედეგად ჩამოაყალიბეს საკუთარი პოზიცია. მინისტრის თქმით, სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება ახალი მუხლი, რომელიც სისხლის სამართლებრივი წესით დაისჯება ძალადობა, …

პარლამენტმა შესაძლოა საარჩევნო სისტემაზე საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ განახორციელოს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანი ამბობს, რომ დღევანდელი მდგომარეობით “ნაციონალური მოძრაობა” მხარს არ უჭერს საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტს, რომლის თანახმად, პარლამენტის წევრები აირჩევიან საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, პროპორციული საარჩევნო სისტემით,  მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით. რაც იმას ნიშანვს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ყველა სხვა საპარლამენტო ძალის მხარდაჭერის პირობებშიც კი კონსტიტუციაში ცვლილებებს ვერ შეიტანს, …

საია ხელისუფლებას მოუწოდებს, საარჩევნო კანონმდებლობის ხარვეზებზე სასაუბროდ პლატფორმა შექმნას

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში კვლავ რჩება ხარვეზები და საკითხები, რაც  თანაბარი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად უკეთ დარეგულირებას საჭიროებს. საია ხელისუფლებას მოუწოდებს, გამოიჩინოს პოლიტიკური ნება  და  შექმნას პლატფორმა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ სპექტრს შესაძელობა ექნებათ, წარმოადგინონ და განიხილონ  ის პრობლემური საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც დადებით გავლენას მოახდენს სამართლიანი და თაანასწორი საარჩევნო გარემოს …

NGO-ები პარტიებს მოუწოდებენ, საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებაზე კონსენსუსს მიაღწიონ

რამდეიმე არასამთავრობო ორგანიზაცია პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, რომ  დაიწყონ კონსულტაციები საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლასთან დაკავშირებით.  არასამთავრობო ორგანიზაციები: საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამართლიანი არჩევნები,, სამოქალაქო განვითარების სააგენტო და „ღია საზოგადოება – საქართველო“,  მზადყოფნას გამოთქვემენ, რომ  ამ პროცესში აქტიური მონაწილეობა მიიღონ და ხელი შეუწყონ პარტიებს შორის პოზიციების დაახლოებას. “მოქმედი საარჩევნო სისტემა ვერ უზრუნველყოფს მოსახლეობის არჩევანის პროპორციულად ასახვას საპარლამენტო მანდატებში და პარლამენტში …

იურიდიული კომიტეტისთვის საეპარქიო ოლქების შემოღების ინიციატივა მიუღებელია

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მიოუღებლად მიიჩნია საზოგადოებრივი და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების “უფლის სახელით-უფალია ჩვენი სიმართლე”  საკანონმდებლო წინადადება  “საარჩევნო კოდექსში ცვლილებათა შეტანის შესახებ.” მიხეილ (გელა) სალუაშვილის  წარდგენილი ინიციატივა საარჩევნო ადმინისტრაციის სისტემაში საეპარქიო და სამრევლო საბჭოების შემოღებას, ასევე მათთვის ადმინისტრაციული ორგანოს და ამ საბჭოს წევრებისთვის საჯარო მოხელეების სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს. ცვლილებებით წარმოდგენილია პარლამენტის წევრთა მაჟორიტარული სისტემით არჩევის …

კომიტეტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის საკითხზე გადაწყვეტილება ვერ მიიღო

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთობლივი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი განიხილეს, რომლის თანახმად,  2016 წლის არჩევნებისთვის პარლამენტი დაკომპლექტდება ერთიანი პროპორციული სისტემით არჩეული 75 და სამხარეო-პროპორიული სისტემით არჩეული 75 დეპუტატისგან. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ამ ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ვერ მიიღო. კერძოდ,  სხდომაზე დამსწრე 16 დეპუტატისგან 7 ცვლილებების მომხრე იყო, 6 წინააღმდეგი, თავი კი სამმა დეპუტატმა შეიკავა. გადაწყვეტილების მისაღებად …

პროპორციული სისტემით ხელისუფლებაში მოსულ ძალას უფრო მაღალი ლეგიტიმაცია ექნება – ინტერვიუ მიხეილ ბენიძესთან

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ოპოზიციური ძალებისა და მმართველი გუნდის მონაწილეობით სამუშაო ჯგუფი იქმნება, რომელმაც საარჩევნო საკითხებზე უნდა იმუშაოს. ოპოზიციური სპექტრი, ისევე როგორც არასამთავრობო სექტორის ნაწილი, კვლავაც ითხოვს საარჩევნო სისტემის შეცვლასა და მაჟორიტარული კომპონენტის გაუქმებას. რატომ უნდა გაუქმდეს მაჟორიტარული არჩევნები და მოსწრებადია თუ არა ეს დროში? – ნეტგაზეთის შეკითხვებს არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” ახალი ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე პასუხობს, …

Exit mobile version