ვენეციის კომისიის პრეზიდენტი პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადავადებით იმედგაცრუებულია

ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა, ჯანი ბუკიკიომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში ქვეყნის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის 2024 წლამდე გადავადება შეაფასა. როგორც ბუკიკიომ ბათუმში ჩასვლის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა,  ამ გადაწყვეტილებით დამწუხრებული და იმედგაცრუებულია: “მე დამწუხრებული და იმედგაცრუებული ვარ, რადგან ეს იყო ძალიან პროგრესული პროცესი. პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება შეთანხმებული იყვნენ, რომ წინ წასულიყვნენ და ჩვენი მოკრძალებული რჩევითა და დახმარებით კარგი …

ირაკლი კობახიძე: გადადგომაზე განცხადება ნახევრად ხუმრობით გავაკეთე

“მე პირადად არ მომწონს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე შემდეგი არჩევნებიდან არ გადავდივართ, ისევე როგორც არ მოსწონს ჩემს ბევრ თანაგუნდელს,” – ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემა “არჩევანში” გააკეთა. ირაკლი კობახიძის თქმით,  რამდენიმე კვირის წინ მან ნახევრად ხუმრობით თქვა, რომ თანამდებობიდან გადადგებოდა, თუ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე არ გადავიდოდით: “ჩვენ მოქმედ სისტემასთან დაკავშირებით ნეგატიური გამოცდილება გვაქვს და აქედან …

დავით ბაქრაძე: შერეული საარჩევნო სისტემის პორობებში ბარიერის დაწევა აზრს კარგავს

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის შეფასებით, “ქართული ოცნების” გადაწყვეტილება, 2020 წლის საპაარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერი 3%-მდე დაწიოს, შერეული სისტემის შენარჩუნების ფონზე არსებულ მდგომარეობას არ ცვლის. როგორც ბაქრაძე ამბობს, აღნიშნულ ცვლილებას იმ შემთხვევაში შეაფასებდა პოზიტიურად, თუ მას ერთჯერადი სახე არ ექნებოდა და შერეულიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან ერთად დაწესდებოდა: “ზოგადად, ბარიერის დაწევა, რა თქმა უნდა, იქნებოდა პოზიტიური. ეს …

დავით ბერძენიშვილი: ამ პარლამენტმა ვერაფერი გაბედა, სხვის შეცდომებზე ვერ სწავლობენ

“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის თქმით, “ქართული ოცნება” ძალაუფლებას ჩააფრინდა და მუდმივად ხელისუფლებაში ყოფნა სურს. ეს განცხადება მან  პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე არგადასვლის კომენტირებისას გააკეთა. დავით ბერძენიშვილის აზრით, 2020 წელს არჩევნების ჩატარება შერეული საარჩევნო სისტემით და 3-პროცენტიანი ბარიერით მხდალი ხელისუფლების ქმედებაა. “ამ პარლამენტმა ვერაფერი ქნა, ვერაფერი გაბედა. ისევ ის სისტემა დატოვა, რომელიც ცოტა ხმებით ბევრი მანდატის მიღების საშუალებას …

რომან გოცირიძე: 3-პროცენტიან ბარიერს პროპორციულ საარჩევნო სისტემაში აქვს აზრი

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, რომან გოცირიძის განცხადებით, ხელისუფლებას შერეული საარჩევნო სისტემის დატოვებით ქვეყანა უკან მიჰყავს და დემოკრატიის საფუძვლებს უთხრის ძირს. დეპუტატის თქმით, საკონსტიტუციო რეფორმებზე მუშაობის ნახევარი წელიწადი წყალში გადაიყარა. მისივე აზრით,  “ქართულმა ოცნებამ” შექმნა კონსტიტუციის განხილვის ფიქცია, წარადგინეს ერთი დოკუმენტი და სინამდვილეში აბსოლუტურად სხვა რამ მივიღეთ. “მივიღეთ ის, რასაც არ პირდებოდნენ საზოგადოებას. არაფერი იცვლება, ბარიერის ჩამოწევასაც …

თალაკვაძე: მზად ვართ, 2020 წელს შერეული სისტემით და 3% -იანი ბარიერით ჩავატაროთ არჩევნები

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მმართველი გუნდი მზადაა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით (პროპორციული და მაჟორიტარული) ჩაატაროს, თუმცა არსებული 5%-იანი ბარიერი 3%-მდე დაწიოს. თალაკვაძის თქმითვე, საბოლოო ჯამში, მმართველი გუნდი აპირებს არჩევნების პროპორციულ წესზე გადავიდეს: “სისტემას ექნება ბონუსის მექანიზმი. ეს ემყარება 3 პრინციპს. პირველი პრინციპის თანახმად, პირველ ადგილზე გასული პარტია ვერ შეივსებს 89 მანდატზე …

ირაკლი კობახიძე: პროპორციულ სისტემაზე გადასვლა შესაძლოა 2024 წელს მოგვიხდეს

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებაზე თანხმობას ჯერ კიდევ ვერ მიაღწიეს. მისივე განმარტებით, რთული ვითარების გამო შესაძლოა პროპორციულ სისტემაზე 2024 წელს გადავიდნენ. ირაკლი კობახიძე კონსულტაციების პროცესის გართულებაში ოპოზიციას ადანაშაულებს. მისივე თქმით, უმრავლესობაში რამდენიმე ვარიანტი განიხილება: “ერთ-ერთი ვარიანტია ის, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე არა მომდევნო არჩევნებისთვის, არამედ 2024 წელს გადავიდეთ. სამწუხაროდ, ოპოზიციამ …

კახიძე: ბონუსი უსამართლოა, გაუნაწილებელი მანდატები პროპორციულად უნდა გადანაწილდეს

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ოთარ კახიძის განცხადებით, “ქართული ოცნების” მიერ შემოთავაზებული საარჩევნო ბონუსის სისტემა უსამართლოა. “ეს ვერსია უფრო ნაკლებად უსამართლოა, ვიდრე ბონუსის თავდაპირველი ვარიანტი, როცა ყველა გადაუნაწილებელი მანდატი მიჰქონდა პირველ ადგილზე გასულ პარტიას, მაგრამ ესეც უსამართლოა.  89 მანდატამდე შევივსებთ და არჩევნებში მიღებული რაოდენობის 35 პროცენტზე მეტი არ იქნებაო, რატომ უნდა მიიღოს პირველ ადგილზე გასულმა პარტიამ, მით უმეტეს, …

რომან გოცირიძე: ხელისუფლება საარჩევნო სისტემის საკითხით ვენეციის კომისიას აშანტაჟებს

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნების” მიერ შემოთავაზებული საარჩევნო ბონუსის სისტემა უსამართლოა. მისი თქმით, ხელისუფლება მაჟორიტარული სისტემის დატოვების  საკითხით ვენეციის კომისიას აშანტაჟებს. “ხელისუფლების შემოთავაზებული მოდელი არის უსამართლო. ბონუსის თავდაპირველი ვარიანტით, ხელისუფლება ამბობდა, რომ მე სხვებთან შედარებით ერთი კილომეტრით წინ უნდა დავდგე. ყველამ დაინახა, რომ ეს აბსურდია. შემდეგ შეცვალეს წესი და თქვეს – 500 …

ბონუსის ზედა ზღვარი შესაძლოა არაუმეტეს 89 მანდატით განისაზღვროს

საპარლამენტო უმრავლესობაში შეთანხმდნენ, რომ საარჩევნო ბონუსის ზედა ზღვარი უნდა განისაზღვროს. თუმცა, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, რა ფორმულით დაანგარიშდება ბონუსის განაწილების საკითხი. უმრავლესობის წევრის, გიორგი კახიანის განცხადებით, ბონუსის ზედა ზღვარი 89 მანდატი იქნება: “ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ბონუსის სისტემასთან დაკავშირებით ზედა ზღვარი დაწესდებოდა. დღეს ეს დაკონკრეტდა და საუბარია არაუმეტეს 89 მანდატზე. გამარჯვებული გუნდი ბონუსის ხარჯზეც კი …

მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა შესაძლოა 2024 წელს გაუქმდეს

მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა შესაძლოა არა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, არამედ 2024 წლის არჩევნებისთვის გაუქმდეს. “ქართულ ოცნებაში” ამ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს. ამის შესახებ ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ განუცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარემ 13 ივნისს  უმრავლესობაში შემავალ ფრაქციებთან და მაჟორიტარ დეპუტატებთან კონსულტაციები გამართა. მისი თქმით, უმრავლესობაში თანხმდებიან,  რომ არსებული საარჩევნო სისტემა უფრო დემოკრატიული სისტემით შეიცვლება. …

კობახიძე: გაუნაწილებელ მანდატებზე შესაძლოა ზედა ზღვარი დაწესდეს

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, შესაძლოა, გაუნაწილებელი მანდატები მხოლოდ არჩევნებში პირველ ადგილზე გასულ პარტიას აღარ მიეკუთვნოს და მანდატების რაოდენობის ზედა ზღვარი განისაზღვროს. ამის შესაახებ ირაკლი კობახიძემ დღეს, 5 ივნისს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობას არ აქვს მოლოდინი, რომ ვენეციის კომისია ბონუსის სისტემას ნეგატიურად შეაფასებს, თუმცა, მისივე თქმით, შესაძლოა იყოს გარკვეული რეკომენდაცია  ბონუსის სისტემის  უფრო …

კობახიძე: შეიძლება ვიფიქროთ საარჩევნო ბონუსის კორექტირებაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემაში “რეზიუმე” განაცხადა, რომ მიმდინარეობს მუშაობა საარჩევნო სისტემის საკითხზე და შეიძლება უკეთესი ვარიანტი წარმოადგინონ. “ჩვენ ვაგრძელებთ დისკუსიას. შეიძლება, უკეთესი ვარიანტი შევთავაზოთ საზოგადოებას. ღიად განვაცხადეთ, რომ შეიძლება ვიფიქროთ ბონუსის კორექტირებაზე იმისათვის, რომ გამოვრიცხოთ გაუნაწილებელი მანდატების უსამართლო განაწილება. მცირე კორექტივი პროპორციაში არაა უსამართლობა, საუბარია მცირე გადახრაზე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარის …

“მანდატების განაწილების პროექტი სამართლიანი არჩევნების ძირითად პრინციპს არღვევს”

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი 85 არასამთავრობო ორგანიზაცია წერილით მიმართავს საქართველოს პარლამენტს, რომლითაც მოუწოდებს კონსტიტუციურ პროექტში მანდატების განაწილების წარმოდგენილი წესის შეცვლისკენ. “წარმოდგენილი პროექტით უქმდება შერეული საარჩევნო სისტემა და პარლამენტი აირჩევა პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, რაც ნამდვილად მისასალმებელი გადაწყვეტილებაა. თუმცა, მიუხედვად ამისა, სამწუხაროდ, საპარლამენტო მანდატების განაწილების ახალი წესი ვერ უზრუნველყოფს პარლამენტში პოლიტიკური პარტიების პროპორციულ წარმომადგენლობასა და …

ოქრიაშვილი: არსებობენ არაკეთილსინდისიერი ჟურნალისტები, ამის გამო ჟურნალისტიკა გავაუქმოთ?

“საქართველოში მრავალი ჟურნალისტია, ბევრი ძალიან კარგია და მიუკერძოებელი, ჩვენ მათ დიდ პატივს ვცემთ. ასევე არიან არაკეთილსინდისიერი, არაპროფესიონალი და აშკარად დაკვეთების შემსრულებელი ჟურნალსიტებიც. ამის გამო ჟურნალისტიკა გავაუქმოთ? რა თქმა უნდა, არა,” – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კახა ოქრიაშვილმა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმების საკითხზე საუბრისას გააკეთა. კახა ოქრიაშვილის თქმით, პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატებზე ხორციელდება უსამართლო ზეწოლა და მათ …

კობახიძე: საარჩევნო სამართალში პროპორციულობასა და სამართლიანობას შორის არ არის ტოლობის ნიშანი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საარჩევნო სისტემებზე საუბრისას ამბობს, რომ დაცული უნდა იყოს სტაბილურობისა და პლურალიზმის ბალანსი, რასაც უზრუნველყოფს მათ მიერ შემოთავაზებული საარჩევნო სისტემა. საკონსტიტუციო ცვლილებების შემოთავაზებული პროექტით, უქმდება მაჟორიტარული სისტემა, არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით და ყველა გაუნაწილებელ მანდატს გამარჯვებული პარტია წაიღებს. “რა თქმა უნდა, ეს გარკეული დოზით ზღუდავს პრიპორციულობის პრინციპს, თუმცა, თავისთავად, ეს …

“ყველაფერი გამარჯვებულს” – მანდატების განაწილება ევროპასა და საქართველოში

საპარლამენტო არჩევნებზე ხმა, შესაძლოა, რომელიმე ოპოზიციურ პარტიას მისცეთ, თუმცა, თუ ის ბარიერს ვერ გადალახავს, ყველა გაუნაწილებელ მანდატს პირველადგილოსანი პოლიტიკური გაერთიანება წაიღებს. შესაბამისად, თუ არჩევნებში პირობითად სახელისუფლო პარტია გაიმარჯვებს, გამოვა, რომ თქვენი ხმა, რომელიც გეგონათ, რომ ოპოზიციას მიეცით, მმართველი გუნდის სასარგებლოდ წავა. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შემოთავაზებული პროექტით, საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარული კომპონენტი უქმდება, არჩევნები ჩატარდება მხოლოდ პროპორციული, …

უმრავლესობა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებასთან დაკავშირებით ვერ თანხმდება

საპარლამენტო უმრავლესობაში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებაზე აზრთა სხვადასხვაობაა. უმრავლესობაში შემავალი მაჟორიტარების ნაწილი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივას არ ეთანხმება. ამ საკითხის შესახებ დღეს, 27 აპრილს, საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრაზე იმსჯელეს. შეხვედრის შემდეგ მაჟორიტარმა დეპუტატმა, კახაბერ ოქრიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებაზე დეპუტატების დარწმუნებას ეცდება. “ვცდილობ მმართველი გუნდის დარწმუნებას, რომ მაჟორიტარულ სისტემას არ შევეხოთ და …

საარჩევნო სისტემის ორი ალტერნატიული მოდელი – NGO-ების საკონსტიტუციო კომისიას მიმართავენ

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომიისიის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ხელისუფლებას კონსტიტუციის გადახედვის პროექტიში საარჩევნო სისტემაში განსახორციელებელი ცვლილების საკუთარ ვარიანტს სთავაზობენ. შეთავაზება ორი ვარიანტისგან შედგება და ორივე მათგანი, საპარლამენტო არჩევნებში ბარიერის 5-დან 3%-მდე შემცირებას ითვალისწინებს. არასამთავრობოების მიერ შემუშავებული პირველი ვერსია ითვალისწინებს ბარიერის 3%-მდე დაწევას, ხოლო მანდატების პროპორციულად განაწილებას ყველა იმ პარტიისთვის, რომელიც 3%-იან ბარიერს გადალახავს, გამარჯვებული პარტიისთვის მცირედი …

საარჩევნო სისტემა კვლავ უსამართლო რჩება – ინტერვიუ მიხეილ ბენიძესთან

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით, მაჟორიტარული არჩევნები გაუქმდება და საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება, თუმცა გაუნაწილებელ მანდატებს სრულად დაიმატებს გამარჯვებული პარტია. “სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე მიიჩნევს, რომ ასეთი წესი, მაჟორიტარულის მსგავსად, ვერ უზრუნველყოფს მანდატების სამართლიან გადანაწილებას, მმართვველი გუნდის პოზიცია კი ხისტი და არაკონსტრუქციულია. რით სჯობს შემოთავაზებული საარჩევნო სისტემა იმას, რაც ახლა მოქმედებს? რეალურად, ჩვენ …

“თავისუფალი დემოკრატები” საკონსტიტუციო კომისიის დატოვებას განიხილავენ

“თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარე, შალვა შავგულიძე ამბობს, რომ თუ უმრავლესობა არ გაითვალისწინებს მათ პოზიციებს კონსტიტუციაში არჩევნების საკითხების განსაზღვრის შესახებ, ისინი კომისიას დატოვებენ, რადგან არ სურთ პასუხისმგებლობის აღება კონსტიტუციაში შესატან “დამაზიანებელ” ცვლილებებზე. ეს განცხადება შალვა შავგულიძემ 11 აპრილს, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფი სწორედ დღეს განიხილავს სარჩევნო საკითხებს. შალვა შავგულიძის თქმით, უმრავლესობის პოზიციები მყარია და …

“ოცნების” საკონსტიტუციო პროექტით, მაჟორიტარული სისტემა უქმდება

ქართული ოცნების მიერ საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში მომზადებული საკონსტიტუციო პროექტის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარული კომპონენტი უქმდება და მანდატები მხოლოდ პარტიების მიერ პროპორციული წესით მიღებული ხმების რაოდენობის შესაბამისად გადანაწილდება. თუმცა, პროექტის თანახმად, გაუნაწილებელ მანდატებს ის პარტია მიიღებს, რომელსაც არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა ექნება. ის, რომ გაუნაწილებელი მანდატები მხოლოდ პირველ ადგილზე გასულ პარტიას უნდა მიენიჭოს, ოპოზიციური ძალების უკმაყოფილებას …

ტუღუში: თუ საარჩევნო სისტემაზე ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, შეიძლება საკონსტიტუციო კომისია დავტოვოთ

“მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს” წევრი გიორგი ტუღუში აცხადებს, რომ თუკი საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, საკონსტიტუციო კომისიას დატოვებენ.  ეს განცხადება გიორგი ტუღუშმა დღეს, 10 აპრილს, საკონსტიტუციო კომისიის ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომის მიმდინარეობისას ჟურნალისტებთან გააკეთა. დღესვე, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი …

“თავდემები”: გადაუნაწილებელი მანდატების გამარჯვებული პარტიისთვის მიკუთვნება უსამართლობაა

“თავისუფალი დემოკრატების”  განცხადებით, გადაუნაწილებელი მანდატების არჩევნებში გამარჯვებული პარტიისთვის მიკუთვნება უსამართლო სისტემაა. პარტიაში მიიჩნევენ, რომ ფორმულა, რომელიც გულისხმობს მანდატების პირველადი გადანაწილების შემდეგ დარჩენილი ყველა გაუნაწილებელი მანდატის გადაცემას არჩევნებში გამარჯვებული პარტიისათვის, არის უსამართლო, რადგანაც შერეული (პროპორციული და მაჟორიტარული) საარჩევნო სისტემის პროპორციული საარჩევნო სისტემით შეცვლის შემთხვევაშიც კი, ვერ უზრუნველყოფს მიღებული ხმებისა და მანდატების თანაფარდობის პრინციპს. ,,თავისუფალი დემოკრატების“  საარჩევნო …

Exit mobile version