საგანგებო მდგომარეობა, როგორც საფრთხე საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის

კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების მიზნით, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. აუცილებლობის შემთხვევაში, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას არ გამორიცხავენ საქართველოს მთავრობაშიც. რა ბედი ელის ამ შემთხვევაში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე უნდა განხორციელდეს?  საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, “საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა შეჩერდება ამ მდგომარეობის გაუქმებამდე” …

ოპოზიციის ნაწილი საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვაში არ ჩაერთვება

ოპოზიციის ერთი ნაწილი აცხადებს, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვაში არ ჩაერთვება. ბოიკოტის რეჟიმში მყოფი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების თქმით, ისინი საპარლამენტო მუშაობას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუბრუნდებიან, თუ ხელისუფლება პოლიტპატიმრებს გაათავისუფლებს. თუმცა საკონსტიტუციო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერენ. “იგივე წრეზე წაყოლას ჩვენ არ ვაპირებთ. არაფერი განსახილველი აქ არ არის. საკონსტიტუციო ცვლილების ყველა პარამეტრი შეთანხმებული …

რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში პარლამენტი 4 წლის ვადით არ აირჩევა

2024 წლამდე რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, პარლამენტი აირჩევა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გათვალისწინებული წესით – პროპორციული და მაჟორიტარული მანდატების 130/20-ზე თანაფარდობით. ამას ითვალისწინებს ახალ სააღჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” პარლამენტში დაარეგისტრირა. საქართველოს კონსტიტუციით, 2020 წლის შემდეგ ნებისმიერი საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემაზე …

რა წერია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში?

ახალ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში ინიცირებულია. პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში პარლამენტი შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 120 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 30 პარლამენტის წევრისაგან. პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად, პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1%-ს მაინც მიიღებენ. ამავდროულად, დაშვებულია ბლოკები, თუმცა – განსხვავებული …

ველი პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებულთა გათავისუფლებას – სენატორი რიში

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის რესპუბლიკელი თავმჯდომარე, სენატორი ჯიმ რიში და ევროპის ქვეკომიტეტის დემოკრატი ლიდერი, სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემაზე მიღწეულ შეთანხმებას მიესალმებიან და მის სრულად განხორციელებას ელიან. სენატორების გამოხმაურებას შეთანხმებასთან დაკავშირებით აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ავრცელებს. “ძალიან მოხარული ვარ საქართველოს პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარის მიერ მიღწეული …

4 ევროპარლამენტარი 8 მარტის შეთანხმებაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

ევროპარლამენტის ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებზე მომუშავე წამყვანი წევრები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემაზე შეთანხმების თაობაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ გასული კვირა დღე გარდამტეხი იყო საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. “ვულოცავთ ამ ზოგჯერ რთული პოლიტიკური დიალოგის ყველა მონაწილეს, რომ მათ უპირატესობა მიანიჭეს თავისი ქვეყანისა და მისი მოქალაქეების ინტერესებს. ასევე, მადლობას ვუხდით დიპლომატებს, ვინც ღირებული მედიაციის საშუალებით ამ …

როგორ განაწილდება 30 მაჟორიტარული ოლქი – კობახიძის მონახაზი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, 30 მაჟორიტარული ოლქიდან 12 დასავლეთ საქართველოში იქნება, ხოლო 18 – აღმოსავლეთ საქართველოში. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარული ოლქების სავარაუდო გადაწილების შესახებ კობახიძემ მედიასთან ისაუბრა. “შემუშავებული გვაქვს მონახაზი, დიდი მანევრირების საშუალება იქ არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ სულ 30 ოლქი უნდა ჩამოყალიბდეს. საკითხი არის ძირითადად ტექნიკური”, – განაცხადა კობახიძემ და …

ევროპის საბჭო საარჩევნო სისტემაზე შეთანხმებას მიესალმება

ევროპის საბჭო მიესალმება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებას. ევროპის საბჭო თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ ეს შეთანხმება ასრულებს გაუგებრობას, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში გრძელდებოდა და გზას უხსნის პოლიტიკური დებატების დეპოლარიზაციას. “ჩვენ ველოდებით პარლამენტის მიერ შეთანხმების პირობების მიღებას ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი აუცილებელი ცლილებების გატარებას საარჩევნო კანონმდებლობაში, საერთშორისო რეკომენდაციების გათვალისწინებით. ევროპის საბჭო, …

“უნდა ველოდოთ კონკრეტულ ქმედებებს” – ჩუგოშვილი უგულავას და სხვების საქმეებზე

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილის თქმით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას საარჩევნო სისტემაზე დიალოგის ფარგლებში შედგა შეთანხმება, რომ “იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომელიც შეფასდა როგორც პოლიტიკური სარჩულის მქონე, გარკვეული ნაბიჯები გადაიდგას”. ჩუგოშვილის იფორმაციით, კონკრეტული გვარები შეთანხმებაში ვერ ჩაიწერებოდა, თუმცა საუბარი იყო როგორც გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის, ბესიკ თამლიანისა და გიორგი რურუას სისხლის სამართლის საქმეებზე, ასევე, იმ გამოძებებზე, რომელიც …

არავის გათავისუფლებაზე შეთანხმება არ ყოფილა – თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ოპოზიციასთან დიალოგის ფარგლებში არავის გათავისუფლების ან დაპატიმრების საკითხზე არ შეთანხმებულან. როგორც თალაკვაძემ განაცხადა, ოპოზიციის ნაწილის ინტერპრეტაცია კონკრეტული პატიმრების გათვისუფლებასთან დაკავშირებით განპირობებულია მათ მიერვე მხარდამჭერებისადმი მიცემული პირობით და შეთნხმების მიღწევამდე აღნიშნული საკითხის პრიორიტეტად განსაზღვრით და გასაკვირი არ არის. “გუშინ და დღეს ვისმენთ განსხვავებულ ინტერპრეტაციებს მაღალი პროფილის საქმეებზე, რომელზეც მიმდინარეობს …

40%-იანი “ჩამკეტის” ორი ხედვა – ხელისუფლება VS ოპოზიცია

საარჩევნო სისტემაზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დისკუსია არაფორმალურ ფორმატში გადავიდა მას შემდეგ, რაც გიგი უგულავა დააპატიმრეს და ოპოზიციამ ელჩების შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებზე უარი თქვა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში არაერთი კომენტარი გაკეთდა მხარეებს შორის პოზიციების დაახლოებაზე, შეთანხმება ამ დრომდე მიუღწეველია. “ნეტგაზეთი” გთავაზობთ ორ ხედვას – ხელისუფლების და ოპოზიციის – იმის თაობაზე, თუ რა სისტემით უნდა …

მდინარაძე: საარჩევნო სისტემაზე საკონსტიტუციო პროექტს რამდენიმე დღეში წარვადგენთ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მმართველი პარტია საარჩევნო სისტემაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს საზოგადოებას რამდენიმე დღეში წარუდგენს. მდინარაძე ამბობს, რომ პროექტში გათვალისწინებულია ე.წ. 40-პროცენტიანი მხარდაჭერის პრინციპი, რომლის მიხედვითაც, გამარჯვებული სუბიექტი  40 პროცენტზე ნაკლები მხარდაჭერის მოპოვების შემთხვევაში, ვერცერთი კონფიგურაციით 75 მანდატზე მეტის მოპოვებას ვერ შეძლებს და მთავრობას ვერ დააკომპლექტებს: “თუ საუბარია მეტ პროპორციულობაზე, შემიძლია გითხრათ, …

თალავკაძე: ენმ და მისი განაყოფი ცდილობს ტყვეობაში აიყვანოს მთელი ოპოზიცია

საქართელოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ საარჩევნო სისტემაზე მიმდინარე დიალოგის ფარგლებში, “ნაციონალური მოძრაობა” და “მისი განაყოფი” ცდილობს “ტყვეობაში აიყვანოს” ოპოზიციური სპექტრი და ხალხის ინტერესებითა და მანდატებით ვაჭრობს. პარლამენტის თავმჯრომარე აცხადებს, რომ ოპოზიციაში არიან პასუხისმგებლიანი ადამანები, რომლებიც ამას ხედავენ: “რასაც ოპოზიციის ერს ერთი ნაწილი აკეთებს, ეს ერთი მხრივ, არის ხალხის ინტერესებით და მანდატებით ვაჭრობა. მეორე …

როგორ წარმოუდგენია ვინმეს 20 საარჩევნო ოლქად დაიყოს საქართველო?! – მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ 40-ზე ნაკლები მაჟორიტარული ოლქი, რასაც მათ ოპოზიცია სთავაზობს, გეგორაფიულადაც რთულად მისაღწევია და “არასერიოზულობას იძენს” ეს ყველაფერი. ოპოზიციის პოზიციაა, რომ პარტიამ მთავრობის დასაკომპლექტებლად მინიმუმ ხმების 40% მაინც უნდა მიიღოს, რაც რიცხვებში 130/20-ზე ფორმულას ნიშნავს ანუ 130 დეპუტატი პროპორციული წესით აირჩევა, ხოლო 20 – მაჟორიტარულით. “როგორ წარმოუდგენია ვინმეს 20 საარჩევნო …

თალაკვაძე: საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება ობიექტურად შესაძლებელია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე “ქართულ ოცნებაში” გამართული უმრავლესობის სხდომის შემდეგ აცხადებს, რომ დღესი მონაცემებით ოპოზიციასთან საარჩევნო სისტემაზე შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია. თალაკვაძე აცხადებს, რომ ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით, იქნება ეს პროპორციები, 40 პროცენტიანი ბარიერის პრინციპი თუ საარჩევნო ბაერიერი, ყველა ამ საკითხზე მმართველი გუნდი ოპოზიციას სამართლიან, პრაგმატულ და ოპტიმალურ პირობებს სთავაზობს: “ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით, იქნება …

40%-ზე მეტი მხარდაჭერა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება – ბოკერია

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, შედარებით უკეთესი საარჩევნო გარემოს შესაქმნელად და პოლიტიკური ვითარების ნორმალიზებისთვის საჭიროა ისეთი საარჩევნო სისტემის მიღება, როდესაც პოლიტიკურ ძალა ვერ დააკომპლექტებს მთავრობას 40%-ზე მეტი მხარდაჭერის გარეშე და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ბოკერიას თქმით, “ევროპული საქართველო” ამ ორ კომპონენტს ერთობლიობაში განიხილავს და არა ცალ-ცალკე. “ჩვენი საჯარო პოზიცია დიდი ხანია ცნობილია. ნორმალიზაციისთვის საჭიროა ორი, …

“ოცნება” 40%-იანი მხარდაჭერის პრინციპზე თანახმაა – მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, “ქართული ოცნება” მზადაა “მოხსნას წუხილი” იმის თაობაზე, რომ 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე ძალამ მთავრობა არ დააკომპლექტოს. როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის არ ესწრებოდა დღეს ევროკავშირის ელჩთან გამართულ შეხვედრას, რომელზეც ხელისუფლების, ოპოზიციისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა, თუმცა შეხვედრის შინაარსის შესახებ ინფორმირებულია. “ცალკე აღებულ რომელიმე მოდელზე – 110/40-ზე, 100/50-ზე …

რაზე ისაუბრეს “ოცნებამ” და ოპოზიციამ არაფორმალურ შეხვედრაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ წინგადადგმული ნაბიჯი უწოდა ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლების, ოპოზიციისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების არაფორმალური შეხვედრას და იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს პერიოდში შეთანხმება შედგება. “ამ საუზმემ პოზიტიური გავლენა მოახდინა ჩვენს შორის კომუნიკაციაზე. ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი იქითკენ, რომ შევხვდეთ კიდევ ერთხელ და შემდეგი დიალოგის ფარგლებში მთავარი საკითხები შევათანხმოთ ერთმანეთთან. დეტალებზე არ გავაკეთებ …

“ოცნებას” ძვლებში დავანგრევთ ნებისმიერ რაიონში – ვაშაძე

“ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ გაერთიანებულ ოპოზიციაში საერთო მაჟორიტარობის კანდიდატების სახელებზე და გვარებზე  მსჯელობა არ ყოფილა. ვაშაძე გამოეხმაურა “მთავარი არხის” ეთერში გასულ სიუჟეტს, სადაც დასახელდა მაჟორტარობის 7 კანდიდატი, გიორგი ვაშაძის ჩათვლით, რომელზეც თითქოს ოპოზიცია შეთანხმდა. გიორგი ვაშაძის თქმით, მსგავსი სიუჟეტებით ოპოზიციაში განხეთქილება არ წარმოიქმნება. “ოპოზიცია შეთანხმდა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე საერთო მაჟორიტარები გვეყოლება. სახელებზე …

ოპოზიციის 7 მაჟორიტარი კანდიდატის ვინაობა ცნობილია – “მთავარი არხი”

“მთავარი არხის” ინფორმაციით, შალვა ნათელაშვილი, დავით ბაქრაძე, ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, ხატია დეკანოიძე, გიორგი ვაშაძე და ზაალ უდუმაშვილი 2020 წლის არჩევნებში თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში იყრიან კენჭს. ოპოზიცია მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით კოორდინაციაზე თანხმდება და მაჟორიტარულ ოლქებში ერთმანეთისთვის კონკურენტების დაყენებას არ აპირებენ იმ შემთხვევაში, თუ საპარლამენტო არჩევნები არსებული, შერეული საარჩევნო სისტემის პირობებში ჩატარდება. ელენე ხოშტარია, შალვა ნათელაშვილი, …

“115/35-ზე და უბარიერო სისტემა” – ჟორჟოლიანის თქმით, ხელისუფლება განხილვისთვის მზადაა

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი დეპუტატი, სოციალ-დემოკრატების პარტიის თავმჯდომარე და საქართველოს პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის ფრაქციის წევრი გია ჟორჟოლიანი მიიჩნევს, რომ არსებულ სისტემაზე მეტად პროპორციული და ინკლუზიური საარჩევნო სისტემის შემოღების შესაძლებლობა არსებობს. ჟორჟოლიანის თქმით, იმ შემთხვევაშიც, თუ ენმ და “ევროპული საქართველო” დიალოგზე უარს ამბობენ, პარლამენტში არსებულ დანარჩენ პოლიტიკურ ძალებს – მმართველ გუნდს, “პატრიოტთა ალიანსს”, ფრაქცია “დამოუკიდებელ დეპუტატებს” და …

დიალოგის წარმატებით დასრულება ხელს შეუწყობს პოლარიზაციის შემცირებას – ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ამბობს, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებისთვის დრო იწურება და აცხადებს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის წარმატებით დასრულება ხელს შეუწყობდა პოლარიზაციის შემცირებას. “ამჟამად, როგორც ვიცით, სიტუაცია ძალიან რთულია. თუმცა ჩვენ ვნახავთ, თუ რა შესაძლებლობები იქნება. მსურს აღვნიშნო ის ფაქტიც, რომ დრო იწურება. კანონმდებლობაში გააზრებული ცვლილებები რომ განხორციელდეს, საჭიროა,მალე მოიძებნოს საერთო …

“ოცნება” ევროპარლამენტს დიალოგის გაგრძელებაში დახმარებას სთხოვს

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით სონღულაშვილმა ევროპარლამენტს თხოვნით მიმართა, რომ კვლავ მიეცეს მსვლელობა თბილისში დაწყებული პოლიტიკურ დიალოგს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურიი ავრცელებს. “ევროპარლამენტს გააჩნია დიალოგის ძალიან კარგი პლატფორმა, სახელად Jean Monnet. ჩვენ აგრეთვე მზად ვართ, დახმარების ხელი ვითხოვოთ ევროპარლამენტისგან, რათა თბილისში დაწყებული პოლიტიკური დიალოგს კვლავ მიეცეს მსვლელობა. ეს ჩვენი …

ზურაბიშვილი ელჩებს შეხვდა და დიალოგში ჩართვის მზადყოფნა გამოთქვა

საქართველოს პრეზიდენტი საარჩევნო სისტემაზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის ფასილიტატორ ელჩებს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, ევროპის საბჭოს ელჩი კრისტიან ურსი, აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი მიხაელ ფაბრი. “მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ინფორმაცია გაცვალეს და პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ სრული მზადყოფნა გამოთქვა …

Exit mobile version