რა ხედვები აქვთ პარტიებს ნარკოპოლიტიკაზე – არჩევნები 2020

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 40 დღეზე ნაკლები რჩება. პარტიების ნაწილმა საზოგადოებას საკუთარი ხედვები უკვე გააცნო, ნაწილი კი საარჩევნო პროგრამების გამოქვეყნებას დღედღეზე გეგმავს. ერთ-ერთი აქტუალური საკითხი, რომელსაც აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი წლებია დღის წესრიგში აქტიურად აყენებენ და წინასაარჩევნო პერიოდშიც დამატებით ინტერესს იწვევს, ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის ძირეული რეფორმის გატარებაა. აღნიშნულ საკითხზე 2017 წელს სხვადსხვა აქტორების ჩართულობით კანონპროექტიც …

როგორ ხედავს ოპოზიცია მომავალ სასამართლოს

დამოუკიდებელი და პოლიტიკურად მიუკერძოებელი სასამართლოს შექმნა ქართული დემოკრატიიის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება, რომელზეც მიუთითებს საქართველოს შესახებ თითქმის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიში. იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით, IPSOS France-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა (54%) მიიჩნევს, რომ სასამართლო ყველა ადამიანს თანასწორად არ ეპყრობა. უთანასწორო მოპყრობის ძირითადი მიზეზებად მოქალაქეები ასახელებენ პოლიტიკურ კავშირებს, სოციალურ მდგომარეობას ან ქრთამის აღებას. მართლმსაჯულების საკითხებზე …

დაშლილი სუს-ი და შერიფები საქართველოში – ოპოზიციური თანხმობა მართლმსაჯულების რეფორმაზე

ოფიციალურ დოკუმენტზე ხელი ჯერ არ მოუწერიათ, თუმცა ოპოზიციური პარტიების ნაწილს შორის უკვე არსებობს ზეპირი შეთანხმება, როგორ უნდა გატარდეს მართლმსაჯულების რეფორმა 2020 წლის არჩევნებში მათი გამარჯვების შემთხვევაში. სხვა პუნქტებთან ერთად, რეფორმა მოიცავს შსს-სა და პროკურატურის გარდაქმნას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადგილს კი, შეთანხმების მონაწილენი, ამ ფორმითა და ფუნქციებით, საერთოდ ვერ ხედავენ სისტემაში. პროექტის მიხედვით, მართლმსაჯულების სისტემაში ჩნდებიან …

Exit mobile version