იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მსჯელობს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კონსტიტუციური კანონპროექტს განიხილავენ, რომლის მიხედვით საარჩევნო ბარიერი 5 %-დან 4-%მდე მცირდება. როგორც სხდომის დაწყებამდე “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის წევრმა, სერგო რატიანმა განაცხადა, თუ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები რეგიონალურ-პროპორციული სისტემით არ ჩატარდება, მისი ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება: “მთელი ოპოზიციური სპექტრის, ასევე, არასამთვრობო ორგანიზაციების და ჩვენი პატრნიორების მოწოდება არის, რომ კონსტიტუცია შევცვალოთ და 2016 …

საარჩევნო სიაში მოხევდრის შემთხვევაში პრემიერს შესაძლოა გადადგომის ვალდებულება მოეხსნას

ზვიად კვაჭანტირაძემ და ვახტანგ ხმალაძემ პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართეს, რომლის მიხედვით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან გადადგომა აღარ მოეთხოვება, თუ ის საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად იქნება წარდგენილი. საარჩევნო კოდექსის მოქმედი რედაქციის თანახმად,  საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი საარჩევნო კომისიისთვის განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს მეორე დღისა, პრემიერ-მინისტრი დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგეს. სწორედ ამ ნორმის შესწორება სურთ კანონპროექტის ინიციატორებს, …

საარჩევნო სპეცუბნებთან დაკავშირებით პარლამენტში კანონპროექტი დარეგისტრირდა

საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი “საქართველოს საარჩევნო კოდექსში” ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის მიღების მიზანი ე.წ. სპეცუბნების საკითხის რეგულირებაა. კანონპროექტის მიხედვით, იკრძალება სპეციალური უბნების შექმნა თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების, ასევე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ქვედანაყოფების ტერიტორიაზე. ასევე, კონკრეტდება იმ გამონაკლისების ჩამონათვალი, სადაც რჩება სპეცუბნების შექმნის …

დავით უსუფაშვილი ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს შეხვდა

დღეს, 15 თებერვლას, ვენეციის კომისიისა და ეუთოს ექსპერტებმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე ეუთოს მისიისა და ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს  განუმარტა ყველა ის არგუმენტი, რაც საფუძვლად დაედო სამხარეო-პროპორციული სისტემით 2020 წლიდან არჩევნების ჩატარებას. “კოლეგებმა ვენეციის კომისიიდან, ეუთოს მისიიდან, მოისმინეს ყველა ის არგუმენტი, რაც საფუძვლად დაედო ჩვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, იმ …

მარგველაშვილი საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე: ეს არ არის რეალურად საარჩევნო რეფორმა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მაგველაშვილმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს ხელი მოაწერა.„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები პარლამენტის არჩევნებისათვის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების შექმნის ახალ წესს განსაზღვრავს. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები არანაირად არ არის ის საარჩევნო რეფორმა, რომელზეც ქართული პოლიტიკური სპექტრი წლებია საუბრობს და განპირობებულია მხოლოდ იმ მოთხოვნებით, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით დაადგინა. პრეზიდენტის თქმით, ეს სრულიად ტექნიკური ხასიათის …

როგორ შეიცვლება მაჟორიტარული ოლქების საზღვრები – უმრავლესობის ინიციატივა

საქართველოს პარლამენტში უმრავლესობის მიერ ინიცირებულია საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რაც, უმრავლესობის მტკიცებით, განპირობებულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, როდესაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს საარჩევნო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც ადგენდა 73 ერთმანდატიანი მაჟორტარული საარჩევნო ოლქის განსაზღვრის წესს. წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის მიხედვით, თბილისში, სადაც რეგისტრირებულია 952 146 ამომრჩეველი, ნაცვალდ დღეს არსებული 10 მაჟორიტარული ოლქისა, შეიქნება 18 ოლქი. ქუთაისში, არსებული …

Exit mobile version