ე.წ. კაბელების საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში 3 ნოემბერს განახლდება

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმის განხილვა 3 ნომებერს განახლდება. დღეს სასამართლომ მხოლოდ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი მოისმინა, ხოლო მომდევნო სხდომაზე საიას იურისტი და ბრალდების მხარე წაიკითხავენ თავიანთ სიტყვას. საქმის განხილვას სააპელაციო სასამართლოში თავისუფალი დემოკრატების ყოფილი და მოქმედი ლიდერებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც პირველი შესვენების გამოცხადების შემდეგ დატოვეს დარბაზი, სადაც პროცესის ბოლომდე მხოლოდ ბრალდებულთა ახლობლები დარჩნენ. ირაკლი …

iPhone+ გაკოტრებაში სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს ადანაშაულებს

“iPhone +”-ის  დამფუძნებლის, მამუკა მარღიშვილის განცხადებით, კომპანია, სავარაუდოდ, 1 კვირაში თავს გაკოტრებულად გამოაცხადებს. ტექნიკის კომპანიის მიზანმიმართულ გაკოტრებაში მარღიშვილი ბრალს სდებს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ვალერიან ცერცვაძესა და მისი ოჯახის წევრებს. ბრალდებებზე საპასუხო განცხადება ცერცვაძეს ჯერ არ გაუკეთებია. მარღიშვილის თქმით, მისი კომპანია ვერ შეძლებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ კომპანიის აქტივებზე დადებული ყადაღის, დაახლოებით 1.6 მლნ ლარის გადახდას. გასაჩივრების …

“კაბელების საქმის” განხილვას თავისუფალი დემოკრატები სრული შემადგენლობით ესწრებიან

თბილისის სააპელაციო სასამართლომ “კაბელების საქმის” განხილვა 13 ოქტომბერს, 14:00 სთ.-ზე მხარეთა შესავალი სიტყვების მოსმენით განაახლა. სასამართლოს პროცესს ესწრებიან პარტია “თავისუფალი დემოკრატების” მოქმედი და ყოფილი ლიდერები. თავისუფალი დემოკრატების ყოფილი ლიდერი ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ დაკავებულები პოლიტიკური პატიმრები არიან და მას ახლა უკვე იმედი აქვთ არასამთავრობო სექტორის: “ჩვენ, საზოგადოების წარმომადგენლებმა, ხელმოწერები შევაგროვეთ. ამიტომ, ყველა მეთოდს, რაც დაგეგმილი გვქონდა, …

“ცენტრისტების” მიერ ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის საქმე სააპელაციო სასამართლომ დღეს უნდა განიხილოს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში სხდომა არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” სარჩელზე, რომელიც  პოლიტიკური გაერთიანება “ცენტრისტების” მიერ ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვის უკავშირდება, დღეს, 17 აგვისტოსაა დანიშნული. თუმცა, განიხილავს თუ არა სასამართლო სარჩელს, ჯერჯერობით უცნობია. როგორც “სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელმა დირექტორმა მიშა ბენიძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, გამომდინარე იქიდან, რომ პარტია ცესკომ რეგისტრაციიდან უკვე მოხსნა, რაც მათი მთავარი მოთხოვნა იყო, სასამართლოს შეუძლია სარჩელის განხილვაზე …

საია: რუსთავი 2-ისთვის გადაწყვეტილების 12 დღეში გაგზავნით სასამართლო არსებულ პრაქტიკას არღვევს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ სააპელაციო სასამართლო რუსთავი 2-ისთვის გადაწყვეტილების 12 დღეში გაგზავნით დამკვიდრებულ პრაქტიკას არღვევს, ვინადან, როგორც წესი, გადაწყვეტილებას გამოცხადებიდან 21-30 დღემდე ვადაში იბარებენ მხარეები. თბილისის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება, რომლითაც რუსთავი 2-ის 100% კვლავ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა, 10 ივნისს გამოაცხადა. 22 ივნისს სასამართლომ მხარეებს გადაწყვეტილება გაუგზავნა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის …

სააპელაციო სასამართლომ რუსთავი 2-ს გადაწყვეტილება “საკუთარი შეხედულებისამებრ” გაუგზავნა

საქართველოს სააპელაციო სასაამართლო ავრცელებს განცხადებას ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით, სადაც საუბარია, რომ საქმეზე გადაწყვეტილება მხარეებს კანონიერად გაუგზავნა. სასამართლო გამოცხადებიდან 12 დღეში მხარისთვის გადაწყვეტილების გაგზავნას შემდეგნაირად ასაბუთებს: “სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 14 დღის ვადაში სასამართლო ვალდებულია მოამზადოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარეებისთვის გადასაცემად. აღნიშნული ვალდებულება სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ შეასრულა 12 …

ნიკა გვარამია რუსთავი 2-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს კანონის დარღვევაში ადანაშაულებს

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დირექტორი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ქიბარ ხალვაშთან მიმდინარე დავის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებული ნაწილი მათ დროზე ადრე გაუგზავნა და ამით მხარეს “18 დღე მოჰპარა”. გვარამიას თქმით, ეს არის უკანონობა და ისინი არ აპირებენ, გადაწყვეტილება დროზე ადრე ჩაიბარონ. “კანონი ადგენს, რომ გადაწყვეტილების ჩაბარება მხარის ვალდებულებაა …

“თავისუფლება ჯარისკაცებს!” – საპროტესტო აქცია სააპელაციო სასამართლოსთან

თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღჩინოსნების მხარდამჭერი აქცია გაიმართა მას შემდეგ, რაც ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩნი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. “კაბელების საქმეზე” 5 მსჯავრდებულს საქალაქო სასამართლომ 7-7 წლის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. “ჩვენ ჩაგვბარდა ბესიკ ბუგიანიშვილის პოლიტიკური განაჩენი. ამას არაფერი კავშირი არ აქვს სიხლის სამართალთან,”- აცხადებს მსჯავრდებულთა ადვოკატი ლევან სამუშია. საპროტესტო აქციას დაესწრენენ მჯავრდებულთა მხარდამჭერები …

რუსთავი 2-ზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებები

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წილის 100% კვლავაც ქიბარ ხალვაშის საკუთრებაა. იურისტები, პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მოსამართლეთა გადაწყვეტილებას აფასებენ. ზაზა ბიბილაშვილი, ძმებ ყარამანიშვილების ადვოკატი: “ჩვენ, ბუნებრივია, არ გვქონდა იმის იმედი, რომ შეხება გვქონდა სასამართლოსთან, ეს არ იყო მართლმსაჯულება, ეს არ იყო სასამართლო. ამიტომ ჩვენი მიზანი იმთავითვე იყო, რომ საზოგადოებისთვის დაგვენახებინა ჩვენი …

რუსთავი 2 სააპელაციო სასამართლომაც ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა

დღეს, 10 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლო კოლეგიამ, ნატა ნაზღაიძის, შორენა ყაველაშვილის და ნათია გუჯაბიძის შემადგენლობით რუსთავი 2-ის საქმეზე ხუთთვიანი განხილვის შემდეგ გადაწყვეტილება გამოიტანა. მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წილის 100% კვლავაც ქიბარ ხალვაშის საკუთრებაა. თბილისის სააპელაციო სასამართლო იხილავდა რუსთავი 2-ისა და ტელეკომპანიის წილის 51%-ის მფლობელი კომპანია ტვ “საქართველოს” მესაკუთრეების, ძმებ ყარამანიშვილების საჩივარს, რომელიც ეხებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს …

შეიზღუდა თუ არა სასამართლოზე რუსთავი 2-ის მხარის უფლებები? – “საერთაშორისო გამჭვირვალობის” შეფასება

თბილისის სააპელაციო სასამართლოში დღეს, 7 ივნისს უკვე მეორე პროცესი ჩატარდა ისე, რომ მასში მონაწილეობა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წარმომადგენლებს: ადვოკატებსა და გენერალურ დირექტორს არ მიუღიათ. შეიზღუდა თუ არა ამ გარემოების გამო სასამართლოზე რუსთავი 2-ის მხარე?  რუსთავი 2-ის ადვოკატები- დიტო საძაგლიშვილი და თამთა მურადაშვილი ნატა ნაზღაიძის, ნათია გუჯაბიძისა და შორენა ყაველაშვილისგან შემდგარმა მოსამართლეთა კოლეგიამ 3 ივნისის სხდომაზე გააძევა დარბაზიდან, …

რუსთავის 2-ის საქმის დაძაბული სხდომა სააპელაციო სასამართლოში [ვიდეო]

რუსთავი 2-ის საქმეზე დღეს, 3 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაიმართა მორიგი სხდომა, რომელიც საკმაოდ დაძაბულ ფონზე წარიმართა. პროცესზე მოსამართლეთა კოლეგიამ ჯერ ფინანსურად დააჯარიმა, ხოლო შემდეგ სხდომათა დარბაზიდან გააძევა რუსთავი 2-ის ორი ადვოკატი: დიტო საძაგლიშვილი და თამთა მურადაშვილი. პროცესი მოსამართლე ნათია გუჯაბიძის განცხადებით დაიწყო. იგი გამოეხმაურა მის შესახებ ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ნათია გუჯაბიძემ თქვა, …

იან კელი რ2-ის საქმეზე: მიუღებელია საარჩევნო წელს მენეჯმენტისა და მესაკუთრეების ცვლილება

აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, თუ რას ფიქრობს რუსთავი 2-ის საქმესა და ამ საქმის განმხილველ მოსამართლე ნათია გუჯაბიძის მიმართ ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მოსამართლე თაღლითური გზით ახდევინებდა სასამართლოს ბიუჯეტიდან ბინის ქირის თანხას მაშინ, როცა ცხოვრობდა სახლში, რომელიც დედამისის სახელზეა რეგისტრირებული. “ნება მომეცით, ორი ძალიან ზოგადი კომენტარი გავაკეთო. …

გვარამია: სასულიერო პირმა რ2-ის საქმის მოსამართლეზე ზეწოლის შესახებ ინფორმაცია მომაწოდა

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე, სადაც ტელეკომპანიის საქმის განხილვა დღეს განახლდა, სასამართლო კოლეგიის შემადგენლობის აცილების მოთხოვნით შუამდგომლობა დააყენა. გვარამია აცხადებს, რომ მისთვის ცნობილი გახდა მოსამართლეებზე მიმდინარე ზეწოლის შესახებ. გვარამიას თქმით, პირველი სხდომის შემდეგ მას დაუკავშირდა წყარო და მიაწოდა ინფორმაცია. ტელეკომპანიის დირექტორის მტკიცებით, წყარო სასულიერო პირია, რომელსაც მოსამართლემ რჩევისათვის მიმართა. “სასულიერო პირის …

სააპელაციო სასამართლომ აშშ-ის ელჩზე თავდასხმის მუქარაში ბრალდებული პატიმრობაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო აშშ-ის ელჩზე თავდასხმაში ბრალდებულ სულხან წულაძის საჩივარი აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ – ამის შესახებ ნეტგაზეთს დაკავებულის ადვოკატმა, ხათუნა კეჭაყმაძემ განუცხადა. სულხან წულაძე, როემლსაც სააპელაციო სასამართლომ 15 აპრილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატრიმრობა შეუფარდა, საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე პირზე თავდასხმის მუქარაშია ბრალდებული (სისხლის სამართლის კოდექსის 326-ე მუხლის მეორე ნაწილი). საქალაქო სასამართლოში წულაძის საქმეზე წინასასამართლო …

სერგო თეთრაძის საქმეზე ჯაშუშობის ბრალდებით მსჯავრდებულები სასამართლომ გაამართლა

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, მათი შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის საქმეზე ჯაშუშობის ბრალდებით მსჯავრდებულების – დავით ლონდარიძის, გიორგი გორელაშვილის და სერგეი ჩაპლიგინის მიმართ 2011 წლის 25 ოქტომბერს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი გააუქმა და სამივე პირი გაამართლა. პროკურატურამ 2015 წლის დეკემბერში განაცხადა, რომ გარდაცვლილი პოლკოვნიკის, სერგო თეთრაძისა და პარლამენტის მიერ პოლიტპატიმრად აღიარებული პირების: დავით ლონდარიძის, გიორგი …

კონსტიტუციის 42 -ე მუხლი: სასამართლომ პოლიტიკური ნიშნით მერიიდან თანამშრომლის დათხოვნა დაადგინა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბათილად ცნო ირაკლი კვარაცხელიას სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ბრძანება, აღადგინა იგი თანამდებობაზე, თბილისის მერიას დააკისრა განაცდური ხელფასის სრულად ანაზღაურება და ირაკლი კვარაცხელიას მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობისა და შევიწროვების გამო მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის თბილისის მერიას 500 ლარის ოდენობით თანხის გადახდა დაავალა. ირაკლი კვარაცხელია 2014 წელს თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის კრწანისის განყოფილების უფროსი იყო. ინფორმაციას …

პეტიცია და აქცია ლევან მურუსიძის მოსამართლედ შესაძლო დანიშვნის წინააღმდეგ

25 დეკემბერს, 10:00 საათზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატთა კენჭისყრა გაიმართება, მათ შორის, კენჭს უყრიან ლევან მურუსიძის კანიდატურასაც. პარალელურად, მურუსიძის მოსამართლედ შესაძლო დანიშვნის გასაპროტესტებლად საბჭოსთან აქცია დაიგეგმა. გარდა ამისა, პაატა ბურჭულაძის განვითარების ფონდმა 24 დეკემბერს ლევან მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნის საწინააღმდეგო პეტიცია გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ნუ დაუჭერს მხარს “უკანონო განაჩენებზე ხელმომწერი მოსამართლეების უვადო დანიშვნას”. “სანდრო გირგვლიანის საქმე …

Exit mobile version