დეზინფორმაციაზე საპარლამენტო მოკვლევამ FB-ზე პროსამთავრობო გვერდების წაშლა არ შეისწავლა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფმა თითქმის ერთწლიანი მუშაობის შემდეგ ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტი მიმოიხილავს დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებზე ქვეყანაში არსებულ ძირითად გამოწვევებს და პრობლემებს. ასევე, ხელისუფლების საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით, წარმოადგენს რეკომენდაციებს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ. თემატური მოკვლევის ანგარიშში გამოყენებულია სახელმწიფო უწყებების და ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების …

რას შეიძლება მიაღწიოს ხელისუფლებამ NDI-ის კრიტიკით და რა მოხდა რუსეთში?

„მნიშვნელობა არ აქვს, ხელისუფლება პირდაპირ რუსეთისგან იღებს თუ არა დირექტივებს. ამ პოლიტიკის პრორუსულობა გამოიხატება იმაში, რომ სისტემატურად მუშაობენ დემოკრატიული ინსტიტუტების ეროზიისთვის…“ – ასეთია პუბლიცისტის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ზაალ ანდრონიკაშვილის შეფასება ხელისუფლების რეაქციაზე, რაც NDI-ის მორიგი კვლევის შედეგების გამოქვეყნებას მოჰყვა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა და „პატრიოტთა ალიანსმა“ ამჯერადაც გავლენიანი საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია არასანდოობასა და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ …

აბაშიძე თბილისში რუსეთის კულტურის ცენტრის გახსნას არ ადასტურებს

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმადგენელი ზურაბ აბაშიძე თბილისში რუსეთის კულტურის ცენტრის გახსნას არ ადასტურებს. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისში, რუსეთის საელჩოსთან რუსეთის მეცნიერებისა და კულტურის ცენტრი გაიხსნა, თავდაპირველად SOVA NEWS-მა, Русский мир-ის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის საფუძველზე გაავრცელა. რუსეთის მეცნიერების და კულტურის ცენტრის გახსნის შესახებ Русский мир არ წერს, თუმცა პორტალზე, ორგანიზაციების ჩამონათვალში გვხვდება “მეცნიერების …

რუსული პროპაგანდა მიზანმიმართულად ანგრევს ქართული საზოგადოების სეგმენტებს – მეუფე გრიგოლი

“რუსეთის ფედერაციიის სურვილი, რომ გავლენა მოახდინოს ქართულ საზოგადოებრივ აზრზე, სერიოზულ სირთულეებს წარმოქმნის ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში”, – განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლ ბერბიჭაშვილმა თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე Disinformation Alert, რომლის ორგანიზატორია ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური (ბრიუსელში). მიტროპოლიტის თქმით, საქართველოში დღესდღეობით გავრცელებულ დეზინფორმაციის მექანიზმებს სათავე საბჭოთა კავშირში დაედო. “დეზინფორმაცია მეოცე საუკუნეში საბჭოთა პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი იყო, …

რუსული მედიის მანიპულაცია საქართველოში რუს ტურისტებზე თავდასხმაზე

რუსული მედია ავრცელებს ყალბ ინფორმაციას, თითქოს 20 ივნისის მოვლენების შემდეგ საქართველოს და უკრაინის მოქალაქეები რუს ტურისტებს თბილისში თავს დაესხნენ. მათ შორის, აღნიშნული ტყუილი გაავრცელეს რუსულმა გამოცემებმა: lenta.ru; kursk-izvestia.ru; topnews.ru; politobzor.net; eadaily.com; theworldnews.net; politnavigator.net; riafan.ru და ა.შ. ყალბი ინფორმაციის დამაჯერებლობისთვის რუსულ მედიას მოჰყავს იუთუბის რამდენიმე არხის, მათ შორის Сергей Колясников-ისა და Интер Сторис-ის მიერ 2 ივლისს ატვირთული …

რუსი ტურისტები და პროვოკაციის საფრთხე – ინტერვიუ ლაშა ბაქრაძესთან

8 ივლისს ძალაში უნდა შევიდეს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულება, რომლის თანახმადაც რუსულ ავიაკომპანიებს დროებით აეკრძალებათ რუსეთიდან საქართველოში საჰაერო გადაყვანები – ეს იყო კრემლის პასუხი საქართველოს მოქალაქეების პროტესტზე, რომელიც საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატის, გავრილოვის ყოფნას მოჰყვა. რუსული საინფორმაციო საშუალებები აქტიურად აშუქებენ საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს და საუბრობენ საქართველოში არსებულ რუსოფობიულ განწყობაზე. არსებობს თუ არა პროვოკაციის …

თუ გავრილოვი ქართველების წინააღმდეგ იბრძოდა, კატასტროფაა მისი გამოსვლა – მარგველაშვილი

“თუ გავრილოვი მართლა იბრძოდა ქართველების წინააღმდეგ, მისი გამოსვლა პრეზიდენტის სასახლეში არის კატასტროფა და რუსული რბილი ძალის მათთვის წინგადაგმული ნაბიჯი”, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 19 ივნისს, ტელეკომპანია პირველის ეთერში. საუბარია რუსეთის სახელწიფო დუმის დეპუტატ  სერგეი გავრილოვზე, რომელიც 19 ივნისს, თბილისში, პრეზიდენტის ყოფილ სასახლეში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა. მანამდე “ევროპულმა საქართველომ” განაცხადა, …

ლგბტ თემის წინააღმდეგ გამოსვლა რუსული თამაშია – მარგველაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ  რუსეთის სპეცსამსახურების ყოველდღიური საქმიანობაა მოძებნოს დაპირისპირების წერტილები საქართველოში და გააღრმავოს ისინი. ერთ-ერთი მთავარი წერტილი, მისი თქმით, პრაიდის თემაა.  “მე არ მინდა ვინმე რუსეთის ინტერესების გამთამაშებლად მოვნათლო, მაგრამ ის კი მინდა იცოდნენ საქართველოს მოქალაქეებმა, რომ ეს თავიდან ბოლომდე რუსული თამაშია”, – განაცხადა მან 19 ივნისს, როდესაც ვრცლად ისაუბრა თბილისი …

საფრანგეთი “ყვითელჟილეტიანების” პროტესტის უკან შესაძლო რუსულ კვალს იძიებს

საფრანგეთმა გამოძიება დაიწყო ქვეყანაში მიმდინარე “ყვითელი ჟილეტების” საპროტესტო მოძრაობის უკან შესაძლო რუსული კვალის არსებობის შესახებ. “ბლუმბერგის” ინფორმაციით, საფრანგეთის სამართალდამცველი უწყებები ამ საკითხით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც “ალიანსმა დემოკრატიის დასაცავად” გაავრცელა ინფორმაცია კრემლთან დაკავშირებული სოციალური მედიის ანგარიშების საფრანგეთის კრიზისის მიმართულებით გააქტიურების შესახებ. “ალიანსი დემოკრატიის დასაცავად” აშშ-ის “გერმანიის მარშალის ფონდის” გაერთაინებაა, რომელიც პროკრემლისტური აქტივობების მონიტორინგს ახორციელებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, …

რაში დაიხარჯება რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ ნაჩუქარი $500 000

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სტრატეგიული კომუნიკაციების გასაძლიერებლად საქართველოს ნახევარი მილიონ აშშ დოლარი გამოუყო. ამ დახმარების ფარგლებში ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი განახორციელებს 18-თვიან პროექტს “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში”. პროექტის მიზანს საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენს. უფრო კონკრეტულად კი იმის …

ლუგარის ლაბორატორიის საკითხი “საზოგადოებრივ კონტროლზე” ავიყვანოთ – ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში მარია ხაზაროვა ქართული საზოგადოების წარმომადგენლებს, მათ შორის, მედიასაშუალებებს სთავაზობს, ლუგარის ლაბორატორიის საკითხი “საზოგადოებრივ კონტროლზე” აიყვანონ. როგორც ზახაროვამ 16 ოქტომბერს ვიდეო-ხიდის, მოსკოვი-თბილისი-ტალინი-კიშინიოვის დროს განაცხადა, მოსკოვს არა ბრალდებები, არამედ კითხვები აქვს ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით და მზადაა, ამ საკითხზე ქართველ ჟურნალისტებს მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდოს. “ეს თემა რუსეთის ფედერაციის ოფიციალურ ორგანოებამდე, აუცილებელი …

ვიდეო, რომელშიც ქალი კაცებს შარვალზე სითხეს ასხამს, რუსული პროპაგანდის ნაწილია – EUvsDisinfo

ვიდეო, რომელშიც ქალი მეტროში მჯდომ კაცებს ე.წ. “მენსპრედინგისთის” მათეთრებელიან სითხეს ასხამს, კრემლის პროპაგანდის ნაწილია, მიზანი კი ანტიფემინისტური განწყობების წახალისებაა საზოგადოებაში. ასე გამოეხმაურა ევროკავშირის დაფინანსებით შექმნილი პლატფორმა EUvsDisinfo ინტერნეტში გახმაურებულ ვიდეოს. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ ჯერ Youtube-ზე და შემდგომ In The Now (რუსული სამთავრობო მედიასაშუელების, Russia Today-ს საერთაშორისო აუდიტორიაზე მორგებული ონლაინ გამოცემა) ვიდეო გავრცელდა. …

რა საფრთხეს ქმნის რუსეთის შეტევა “ლუგარის ლაბორატორიაზე”

რას ემსახურება რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და პროპაგანდისტული რუსული მედიასაშუალებების შეტევა თბილისში მდებარე ლუგარის ლაბორატორიაზე? აქვს თუ არა ამ პროცესს რაიმე კავშირი საქართველოში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებთან? ამ საკითხებზე “ნეტგაზეთი” საქართველოში უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ანალიტიკოსებს ესაუბრა. რუსული შეტევა ლუგარის ლაბორატორიაზე რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მშენებლობა, აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში, ჯერ კიდევ 2004 წელს დაიწყო, უახლესი …

ლუგარის ლაბორატორიით დაინტერესებულ რუს ექსპერტებს საქართველოში იწვევენ

“ლუგარის ლაბორატორიის” საქმიანობით დაინტერესებული რუსი ექსპერტები საქართველოში არიან მოწვეულნი. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 14-15 ნოემბერს, საქართველოს, გერმანიის მთავრობისა და გაერო-ს ეგიდით, თბილისში ჩატარდება “ბიოლოგიური ლაბორატორიების შეფასების სავარჯიშო”, რომელშიც 20 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. გამყრელიძის თქმით, მიწვევა გაგზავნილია რუსეთშიც, თუმცა პასუხი არ მიუღიათ. …

ვიმედოვნებ, რუსულ-ქართული დიალოგის ჩაშლის მცდელობები კრახისთვის იქნება განწირული – ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა იმედოვნებს, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზებისკენ მიმართული ძალისხმევის ჩაშლის მცდელობები წარუმატებელი იქნება. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგელებს შორის დიალოგის ჩაშლის მცდელობად მარია ზახაროვამ  5-7 სექტემბერს თბილისში გამართული მედიაფორუმის ირგვლივ განვითარებული მოვლენები შეაფასა. “ეს ღონისძიება ჩაფიქრებული იყო როგორც პოზიტიური ქართულ-რუსული დღის წესრიგის განსახილველი პლატფორმა.  სამწუხაროდ, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების მოწინააღმდეგეებმა წინასწარ …

სათანადოდ აცნობიერებენ თუ არა რუსეთის საფრთხეს დასავლეთში? – დისკუსია თბილისში

“დასავლეთმა გამოიღვიძა და რუსული საფრთხე გაათვიცნობიერა. სამწუხაროა, რომ ეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს არ მოხდა”, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში უეს მიტჩელმა განაცხადა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე. განსხვავებული მოსაზრება აქვს ესტონეთის პრეზიდენტს, რომლის აზრითაც, მოსკოვის საფრთხეს ევროპაში ბოლომდე ვერ აცნობიერებენ. თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე “მსოფლიო თავდაყირა 2018” იმსჯელეს …

ნაციონალიზმსა და ქსენოფობიას ხშირად სიღარიბე ასაზრდოებს – ბახტაძე

დღეს, 11 სექტემბერს, თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს რუსულ პროპაგანდასა და რუსეთის მიერ წახალისებული ყალბი ამბების პრობლემაზეც დაუსვეს შეკითხვა. მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ რუსული პროპაგანდა გამოწვევაა, თუმცა რუსეთის მცდელობები ამ მიმართულებით  წარუმატებელია და ვერც მომავალში იქნება წარმატებული. „ეს არის არა პოლიტიკური, არამედ ღირებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება. …ჩვენ უნდა შევამციროთ და აღმოვფხვრათ სიღარიბე. სამწუხაროდ, სწორედ ეს პრობლემა …

ჟურნალისტების ნაწილს პუტინის დაფინანსებული მედიაფორუმის გაშუქების საშუალება არ ეძლევა

ქართველი ჟურნალისტების ნაწილს რუსეთის საპრეზიდენტო გრანტების ფონდის მხარდაჭერილი მედიაფორუმის გაშუქების საშუალება არ ეძლევა. თბილისში, სასტუმრო “ვერე პალასში”, სადაც მედიაფორუმი მიმდინარეობს, ჟურნალისტების ნაწილი წინასწარი რეგისტრაციის შემდეგ შევიდა, თუმცა მას შემდეგ, რაც პარალელურად მიმდინარე აქციაზე “რუსეთი ოკუპანტია” სიტუაცია დაიძაბა, დაცვის ზომები გამკაცრდა. ამ დროისთვის ფორუმის გაშუქების მიზნით სასტუმროში შესვლის საშუალება არ ეძლევა “ნეტგაზეთის”, On.ge-ს, “ლიბერალის”, “იბერიის”, “პალიტრანიუსის”, …

მუსიკამცოდნე საქართველოში რუსული მუსიკის სიყვარულზე – „ომზე მეტად თანაცხოვრება გვებრძვის“

რესტორნებიდან და კაფე-ბარებიდან გამოსული რუსული მუსიკის ხმები საქართველოში იშვიათობა არასდროს არის, მაგრამ ტურისტულ სეზონზე ეს კიდევ უფრო თვალშისაცემი გახდა. არის თუ არა რუსული მუსიკა მხოლოდ ხელოვნება პოლიტიკის გარეშე – გთავაზობთ ინტერვიუს მუსიკამცოდნე ლაშა გაბუნიასთან.  ბატონო ლაშა, ბათუმის ბულვარში, ტურისტულ სეზონზე განსაკუთრებით შესამჩნევი ხდება, რა დიდი დოზით ისმის რუსული მუსიკა კაფე–ბარებიდან და რესტორნებიდან. ეს არის საბჭოთა …

რას ყვება ადამიანი, რომელიც სტალინური რეპრესიების დროს გააციმბირეს [ვიდეო]

ამ ყველაფრის გახსენებაც კი მიმძიმს, – ამბობს ბოდბის მკვიდრი მირიან გურაშვილი, რომელიც 3 წლის ასაკში დედასთან და ორ მცირეწლოვან დასთან ერთად 1942 წელს ციმბირში ხუთი წლით გადაასახლეს. მამამისი, რომელიც ომში ლენინის ორდენზე იყო წარდგენილი, ღალატის ბრალდებით დახვრიტეს. სასამართლომ მირიან გურაშვილის ოჯახი პოლიტიკური რეპრესირების მსხვერპლად აღიარა, ხოლო სახელმწიფომ კომპენსაციის სახით მათ 1250 ლარი გადაუხადა. სტალინური რეპრესიების მსხვერპლი …

აჭარის მთავრობის და მერიის განმარტება ბათუმში გამართული რუსულენოვანი ფესტივალის შესახებ

ბათუმში, ევროპის მოედანზე, 30 ივნისს გამართული ფესტივალი „21-ე საუკუნის ბავშვები“ რუსულ ენაზე ჩატარდა. ამავე ფესტივალზე ისმოდა ქართული თარგმანიც. ბათუმის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურში აცხადებენ, რომ ფესტივალებსა თუ სხვა კულტურულ ღონისძიებების გამართვის დროს მათი სამსახურის ნებართვა აუცილებელია. აღნიშნულ სამსახურში იმასაც ამბობენ, რომ ღონისძიების შინაარსს ითანხმებენ. თუმცა ფესტივალ „21-ე საუკუნის ბავშვების“ შესახებ მერიაში გვითხრეს, რომ დაზუსტებულ …

ხართ თუ არა მზად გრიშა ონიანთან სტალინზე სადებატოდ? – Quiz

შეიძლება გგონია, რომ სტალინმა არ იცოდა მისი მმართველობის დროს დახვრეტილი ადამიანების შესახებ. ან ფიქრობ, რომ განსაკუთრებული კავშირი ჰქონდა საქართველოსთან მისი წარმომავლობის გამო. ან იქნებ გგონია, რომ სტალინი ხელმოკლედ ცხოვრობდა. შეავსე ტესტი და გაიგე, შეესაბამება თუ არა შენი ცოდნა რეალობას სტალინის შესახებ. ტესტი მომზადებულია პუბლიკაციის “13 მითი სტალინის შესახებ” დაყრდნობით.

საკრებულოს დარბაზში რუსულ კომპანიას თავისი პროდუქტის რეკლამირების უფლება მისცეს

ბათუმის საკრებულოს  სხდომათა დარბაზში რუსული პროდუქტის პრეზენტაციის შესახებ ინფორმაცია ბათუმის წინა მოწვევის საკრებულოს წევრმა, თენგიზ აფხაზავამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. „ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, აჭარის ექიმთა საზოგადოების თავმჯდომარის, რამაზ სურმანიძის ხელშეწყობით, ჩატარდა კონფერენცია თემაზე “ჯანმრთელი მომავალი”, რომელსაც უძღვებოდა ნატურალური ბიოპროდუქტების მწარმოებელი ბრენდი კორპორაცია “სიბირსკოე ზდოროვიეს” წარმომადგენელი ალლა პავლოვა და თბილისის ოფისის ხელმძღვანელი, კონსტანტინე სულამანიძე. განიხილეს მსოფლიო …

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ “ენ ტე ვე პლუსს” ავტორიზაცია შეუჩერა

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რუსულ სახელმწიფო ტელეოპერატორ “ენ ტე ვე პლუსს” ავტორიზაცია შეუჩერა. კომისიის ცნობით, ავტორიზაციის შეჩერება კომპანიამ თვითონ მოითხოვა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რუსული სახელმწიფო კომპანიისთვის ავტორიზაციის შეჩერებაზე დღეს გამართულ სხდომაზე იმსჯელა. როგორც კომუნიკაციების კომისია აცხადებს, მას შემდეგ, რაც მათ “ენ ტე ვე პლუსთან” ერთად კიდევ ორ კომპანიას (მათ “ენ ტე ვე პლუსთან” კავშირი არ …

Exit mobile version