დვალი-აქიმიძის მოთხოვნის საფუძველზე სასამართლომ რ2-ის უძრავი ქონება დააყადაღა

“რუსთავი 2-ის” დამფუძნებლების, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის მოთხოვნის საფუძველზე სასამართლომ ტელეკომპანიის უძრავ ქონებას ყადაღა დაადო. ინფორმაციას ამის შესახებ დვალისა და აქიმიძის ადვოკატი კახა კოჟორიძე ავრცელებს. მისი თქმით, სასამართლოს განჩინებით ყადაღა დაედო რუსთავი 2-ის უძრავ ქონებას — მიწის ნაკვეთებსა და მათზე არსებულ ყველა შენობა-ნაგებობას. მისი თქმით, მხარეები მოძრავი ნივთების დაყადაღებასაც ითხოვდნენ, თუმცა სასამართლომ შერჩევითად იმოქმედა …

რ2-ის საქმეზე სასამართლო ივანიშვილს არ გამოკითხავს

დღეს, 14 მაისს ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” საქმეზე დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის სარჩელის განხილვა დაიწყო. წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ, სხვა მოწმეებთან ერთად, ექსპრემიერის, ბიძინა ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობაც დააყენა, თუმცა ივანიშვილის ნაწილში მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. როგორც დვალისა და აქიმიძის ადვოკატი კახა კოჟორიძე “ნეტგაზეთთან” განმარტავს, ივანიშვილის დაკითხვას 2012 წელს მიცემული ინტერვიუს საფუძველზე ითხოვდნენ. აღნიშნულ ინტერვიუში …

“რ2-ის მმართველები არხის ქონების გადამალვას ცდილობენ” – აქიმიძე და დვალი

“რუსთავი 2”-ის დამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე აცხადებენ, რომ ტელეკომპანიის ამჟამინდელი მფლობელები ცდილობენ “გადამალონ” არხის ქონება, რათა იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მათ ტელეკომპანიის წილის 60%-ს დაუბრუნებს, რეალურად ვერ მოახერხონ მისი განკარგვა. ამის შესახებ დვალმა და აქიმიძემ ადვოკატებთან ერთად გამარტულ ბრიფინგზე ისაუბრეს. “ჩვენი სარჩელი ერთი-ერთზე იმეორებს იმას, რაც ქიბარ ხალვაშმა 2015 წელს შეიტანა სასამართლოში. დავის …

აქიმიძე და დვალი პროკურატურისიგან რ2-ის საქმის მასალების გადაცემას ითხოვენ

ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” დამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე პროკურატურისგან საქმის მასალების გადაცემას ითხოვენ, რომლის ფარგლებშიც 2015 წელს დაზარალებულად არიან ცნობილი. აღნიშნულის შესახებ მხარეებმა პროკურატურას განცხადებით დღეს, 16 აპრილს მიმართეს. როგორც დვალისა და აქიმიძის ადვოკატი სოსო ბარათაშვილი აცხადებს, რამდენიმე თვის წინ საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის ნორმატიული შინაარსი, რომლითაც დაზარალებულებს ეკრძალებოდა …

ბრძოლა სატელევიზიო რეიტინგებისთვის — რატომ სურს მარეგულირებელს აუდიტის ჩატარება

“კომუნიკაციების კომისია ერევა იმაში, რაც მისი საქმე არ არის” — ასე ეხმაურებიან ოპოზიციური ტელეარხები კომისიის სურვილს, თავისივე დაკვეთით ჩაატაროს აუდიტი საქართველოში სატელევიზიო რეიტინგების დამთვლელ ორ კომპანიას. სწორედ სატელევიზიო რეიტინგები განსაზღვრავს, ვინ რამდენ რეკლამას მიიტანს ამა თუ იმ მედიასაშუალებაში. ოპოზიციურად განწყობილი ტელეარხები მიიჩნევენ, რომ კომუნიკაციების კომისიას ბაზარზე არსებული ორად ორი მთვლელიდან იმ კომპანიის გაგდება სურს, რომელსაც …

ნდობის რეიტინგში საზოგადოებრივი მაუწყებელი მე-5 ადგილზეა — IRI-ის კვლევა

ტელევიზიების ნდობის რეიტინგში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი მეხუთე ადგილზეა. ამაზე მიუთითებს IRI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები, რომელიც დღეს, 5 აპრილს გამოქვეყნდა. როგორც კვლევაშია აღნიშნული, კვლევის მონაწილეებს ჰკითხეს: “რომელი ქართული ტელეარხის ახალ ამბებსა და პოლიტიკურ ინფორმაციას ენდობით ყველაზე მეტად?”. რესპონდენტს ორი ტელეარხის დასახელება შეეძლოთ. ნდობის რეიტინგში ლიდერობს ტვ “იმედი”. ის პირველ არჩევნად გამოკითხულთა 35%-მა დაასახელა, ხოლო ორ ტელევიზიას …

აქიმიძე და დვალი რუსთავი 2-ის ქონების დაყადაღებას ითხოვენ

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დამფუძნებლები ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი სასამართლო დავის ფარგლებში “რუსთავი 2-ის” უძრავ-მოძრავი ქონების დაყადაღებას ითხოვენ. როგორც მათი იურისტი კახა კოჟორიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას განმარტავს, ეს მოთხოვნა ეხება 2019 წლის სარჩელს, რომლის ფარგლებშიც სასამართლოს გადაწყვეტილებით ამ დრომდე დაყადაღებულია დავის საგანი: ტელეკომპანიის 60%-იანი წილი, თუმცა ყადაღა არ ადევს კომპანიის უძრავ-მოძრავ ქონებას. კოჟორიძე განმარტავს, რომ მას …

“რუსთავი 2-მა” და “პრაიმტაიმმა” ჰოლდინგი შექმნეს — რა იგეგმება

ტელეკომპანია “რუსთავი 2-მა” და ინტერნეტგამოცემა “პრაიმტაიმმა” ჰოლდინგი ჩამოაყალიბეს. ინფორმაცია ნეტგაზეთს ტელეკომპანიის დირექტორმა პაატა სალიამ დაუდასტურა. სალიამ ჩვენთან საუბარში განმარტა, რომ ჰოლდინგის ჩამოყალიბება არც ტელეკომპანიისა და არც ინტერნეტგამოცემის მუშაობის ცვლილებას არ გულისხმობს. ის მიზნას ისახავს რეიტინგისა და მრავალფეროვნების გაზრდას. “რუსთავი 2-ის ეთერი გახდება გაცილებით მრავალფეროვანი და უახლოეს მომავალში ვგეგმავთ, რომ ბადე დავტვირთოთ რეიტინგული და მაღალხარისხიანი გადაცემებით. …

“რ2-ის” სარეკლამო შემოსავლებმა 2020-ში 9.3 მილიონით დაიკლო — კომუნიკაციების კომისია

ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” სარეკლამო შემოსავლები 2020 წელს 9.3 მილიონი ლარით შემცირდა. ინფორმაციას ტელეკომპანიების სარეკლამო შემოსავლებზე კომუნიკაციების კომისია ავრცელებს. “რუსთავი 2-მა” 2020 წელს 12.8 მილიონის სარეკლამო შემოსავალი მიიღო, საიდანაც 2.1 მილიონი ლარი პოლიტიკური რეკლამა იყო. აღნიშნული ტელეკომპანიის სარეკლამო შემოსავლების დრამატულ ვარდნას წინ უძღოდა 2019 წლის ზაფხულში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის შედეგადაც, “რუსთავი 2” მთლიანად გადავიდა …

რ2-ში რეორგანიზაციაა, რა ელით თანამშრომლებს? — სალიას განმარტება

ტელეკომპანია “რუსთავი 2-ში” სტრუქტურული რეორგანიზაცია დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ დაუდასტურა. დოკუმენტი, რომელიც “ტაბულამ” გაავრცელა და რომლის ნამდვილობასაც გენერალური დირექტორი ადასტურებს, წერია, რომ რესტრუქტურიზაციის მიზეზი შემცირებული რეიტინგი, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეები და შემცირებული სარეკლამო შემოსავლებია. სალია აცხადებს, რომ სარეკლამო ბაზარი შემცირებულია, რამაც სატელევიზიო შემოსავლების შემცირება ბუნებრივად გამოიწვია. დოკუმენტის მიხედვით, რეორგანიზაციის პროცესი …

“ღამის კურიერი” ბოდიშს იხდის

“ღამის კურიერი” მაყურებელს და სტუმრებს ბოდიშს უხდის გადაცემაში მამუკა ხაზარაძისა და ალეკო ელისაშვილს შორის მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების გამო, რომელიც გუშინ, 19 იანვარს მოხდა. ირაკლი იმნაიშვილის – “რუსთავი 2-ის” აღმასრულებელი დირექტორისა და ღამის კურიერის ერთ-ერთი წამყვანის მიერ გადაცემის სახელით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გუშინდელი დაპირისპირების შედეგად დაირღვა გადაცემის ფორმატი და პირდაპირ ეთერში სიტუაციის დეესკალაცია ვერ მოხერხდა. …

რ2-ის დამფუძნებლები წულუკიანს პასუხობენ

ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” დამფუძნებლები, ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი “ქართული ოცნების” დეპუტატს და იუსტიციის ყოფილ მინისტრ თეა წულუკიანს პასუხობენ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანიის ეთერში ჟურნალისტს უთხრა, რომ “ქართულმა ოცნებამ” და იუსტიციის სამინისტრომ მათ დაუბრინა ის, რაც ეკუთვნოდათ. აქიმიძე და დვალი აცხადებენ, რომ ყურადღებით გაეცნენ იუსტიციის ყოფილი მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ გაკეთებულ გაცხადებებს რუსთავი 2-ის …

რის გამო იხდის ბოდიშს ქიბარ ხალვაში

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მფლობელმა ფეისბუკზე სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც ის ბოდიშს იხდის. ბიზნესმენი სტატუსში არ აკონკრეტებს, ვის ან რას ეხებოდა მისი ბოდიში, თუმცა სტატუსი დროში დაემთხვა, დეპუტატის და იუსტიციის ყოფილი მინისტრის, თეა წულუკიანის ეთერს რ2-ზე და მის პოლემიკას არხის წამყვანებთან. რა მოხდა? „თქვენ ჩვენ დაგიბრუნეთ ის, რაც გეკუთვნოდათ“, – უთხრა იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, პარლამენტარმა თეა წულუკიანმა …

თქვენ ჩვენ დაგიბრუნეთ რუსთავი 2 – წულუკიანი არხის წამყვანებს

„თქვენ ჩვენ დაგიბრუნეთ ის, რაც გეკუთვნოდათ“, – უთხრა იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, პარლამენტარმა თეა წულუკიანმა „რუსთავი 2-ის“ წამყვანებს პირდაპირ ეთერში. „რუსთავი 2“ ეკუთვნოდა ქართველ ხალხს, ეკუთვნოდა მის მესაკუთრეს. ამაში იუსტიციის სამინისტროს ტიტანური შრომა დევს და მე თქვენგან მაქვს მოლოდინი იმისა, რომ იდგებით სიმართლის სადარაჯოზე“, – უთხრა წულუკიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ წამყვანებს, ირაკლი იმნაიშვილსა და თამარ ურუშაძეს. …

პარლამენტთან აქციის მონაწილეს დრონი დაეცა

პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების საპროტესტო აქციის ერთ-ერთ მონაწილეს თავში დრონი — ვიდეოგადაღების საფრენი აპარატი — დაეცა. როგორც „რუსთავი 2“ წერს, ის სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ადგილიდან გაიყვანა. გარეკანის ფოტო: რუსთავი 2

19% არცერთ ტვ-ს არ ენდობა, სოცმედიიდან 38% იღებს ინფორმაციას – IRI-ს კვლევა

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI-ს) ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 19% ამბობს, რომ არცერთ ტელევიზიას არ ენდობა, ყველაზე მეტი კი „იმედს“ ენდობა. კვლევა 4-დან 21 აგვისტომდე პერიოდში ჩატარდა და მის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით 1500 ადამიანი გამოიკითხა. გამოკითხულთა ყველაზე დიდი წილი — 40% — ამბობს, რომ ტელევიზიებს შორის „იმედს“ ენდობა. „იმედის“ შემდეგ მოდის „მთავარი არხი“ 16%-იანი რეიტინგით. სამეულში …

როგორ გააგრძელებს მუშაობას რ2 – იმნაიშვილის განმარტება

ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” აღმასრულებელი დირექტორის, ირაკლი იმნაიშვილის თქმით, არხი წინასწარ მზად იყო იმ შემთხვევისთვის, რომ კორონავირუსი რომელიმე თანამშრომელს დადასრტურებოდა. იმნაიშვილმა ამის შესახებ ტელეარხის პირდაპირ ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, მათ წინასწარ ჰქონდათ ნაყიდი როგორც სწრაფი ტესტები, ასევე ყველა საჭირო ეკიპირება. “ამ მომენტისთვის დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად ვგეგმავთ იმ სამუშაოებს, რომელიც ყოველი პროცედურის დროს რისკების შესამცირებლად …

“რუსთავი 2-ის” ჟურნალისტს კორონავირუსი დაუდასტურდა

ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია ავრცელებს. მათივე ცნობით, ინფიცირებული პირი “კურიერის” ერთ-ერთი ჟურნალისტია. როგორც ტელეკომპანიაში აცხადებენ, ამ ეტაპზე ტელევიზიაში კონტაქტების მოძიება და შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს.

მთავრობისგან ვითხოვთ სათანადო რეაგირებას გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის გეგმაზე – მედიაკოალიცია

კოალიციის “მედიის ადვოკატირებისთვის” წევრი ორგანიზეციები საგამოძიებო ორგანოებისგან ითხოვენ, გაასაჯაროონ დროული და დასაბუთებული ინფრომაცია “მთავარი არხის” ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის გეგმის მომზადების შესახებ. კოალიცია მოუწოდებს მთავრობას, აღნიშნულ საქმეზე სათანადო რეაგირება მოახდინოს. “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა. თუმცა ამ დრომდე უცნობია ხელისუფლების ხედვა ჟურნალისტის და მედიასაშუალების დაცვის გარანტიების შესახებ”, – წერია განცხადებაში. კოალიციის განცხადებით, გავრცელებულ …

საქართველო Freedom House-ის ანგარიშში

Freedom House ახალ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს შესახებაცაა საუბარი. ახალ ანგარიშში „Dropping the Democratic Facade“ („დემოკრატიული ფასადის მიტოვება“) საუბარია ქართველი ოპოზიციონერების წინააღმდეგ აღძრულ საქმეებზე, ულტრა-ემარჯვენე და ძალადობრივი ჯგუფების გაძლიერებასა და პარლამენტის წინ მოქალაქეების საპროტესტო დემონსტრაციებზე. ორგანიზაცია წერს, რომ სასამართლოს მიმართულებით საქართველოს რეიტინგი შემცირდა, რაც უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესს უკავშირდება. მთლიანობაში, ყველა კატეგორიის შეჯამებით, საქართველოს …

გინდათ , რომ პოლიცია ეკლესიაში შეიჭრას, ეს ვერ მოხდება – წულუკიანი ჟურნალისტს

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა რუსთავი 2-ის ჟურნალისტის კითხვას, რატომ აქვს ეკლესიას პანდემიის პირობებში შეკრების წესების დარღვევაზე იმუნიტეტი და რატომ არ ვრცელდება კანონი ეკლესიაზე, ასე უპასუხა: „თქვენ გინდათ, ეკლესიაში შეიჭრას პოლიცია. ეს ვერ მოხდება“. საქართველოში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, რომლის ფარგლებშიც იკრძალება ერთ სივრცეში 3-ზე მეტი ადამიანის შეკრება, მანქანით 3-ზე მეტი ადამიანის მგზავრობა, 2-მეტრიანი დისტანციის …

კორონავირუსი: რა ელის მედიის სარეკლამო შემოსავლებს?

მსოფლიოსა და საქართველოში კორონავირუსით გამოწვეული პრობლემებების გამო არაერთი ბიზნესი კრიზისის პირასაა: იხურება საწარმოები, სავაჭრო ობიექტები, ტურისტული კომპანიები, სასტუმროები, კვების ობიექტები და ა.შ. შემოსავლების კლების გამო კი მოსალოდნელია, რომ ისინი მკვეთრად შეამცირებენ ან შეწყვეტენ სარეკლამო დანახარჯებს. აღნიშნული პირდაპირ აისახება განსაკუთრებით იმ მედიასაშაულებების მუშაობაზე, რომელთა შემოსავლის წყარო კომერციული რეკლამაა. განსაკუთრებით რთული მდგომარეობის წინაშე აღმოჩნდებიან ის მედიასაშუალებები, რომლებიც …

გახარია დღეს “ღამის კურიერში” ისაუბრებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 17 მარტს, 22:00 საათზე, კორონავირუსთან დაკავშირებით ისაუბრებს და კითხვებს უპასუხებს. ეს „რუსთავი 2-ის“ ეთერში მოხდება. ინფორმაციას ამის შესახებ თავად ტელეკომპანია ავრცელებს. როგორც „რუსთავი 2“ იუწყება, გახარია მონაწილეობას მიიღებს გადაცემა „ღამის კურიერში“, სადაც პირდაპირ ეთერში კითხვებს გასცემს პასუხს. ტელეკომპანიაში აცხადებენ, რომ გადაცემის მთავარი თემა ახალი კორონავირუსული ინფექცია — Covid-19 იქნება. გიორგი გახარია …

რ2-ის შემოსავლების კლებას სალია აგვისტოს კრიზისს უკავშირებს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, 2019 წლის მეოთხე კვარტალში სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2-მა” გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით (როცა არხს ძველი მენეჯმენტი მართავდა), 7 336 934 ლარით ნაკლები სარეკლამო შემოსავალი მიიღო. ნეტგაზეთი “რუსთავი 2-ის” გენერალურ დირექტორს, პაატა სალიას დაუკავშირდა იმის გასარკვევად, თუ რა გახდა ამ ცვლილების მიზეზი. სალიას თქმით, მთავარი პრობლემა გასული წლის აგვისტოს თვეში …

Exit mobile version