სტოლტენბერგის თქმით, ნატო რუსეთის საპასუხოდ შავი ზღვის რეგიონში ძლიერდება

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, შავი ზღვის რეგიონში რუსეთმა გაზარდა თავისი სამხედრო ძალები და გააგრძელა ყირიმის ნახევარკუნძულის ინტენსიური მილიტარიზაცია. სტოლტენბერგი ამბობს, რომ ამის საპასუხოდ ნატომ ამავე აკვატორიაში გაძლიერება გადაწყვიტა. “შავი ზღვის აუზი და შავი ზღვის რეგიონი უმნიშვნელოვანესი გახლავთ ერვოატლანტიკური უსაფრთხოებისათვის. შავი ზღვის რეგიონში ჩვენ ვიხილეთ რუსული ძალების ზრდა და ასევე ყირიმის ნახევარკუნძულის ინტენსიური მილიტარიზაცია. ნატომ …

ვოლსკი: უსუფაშვილის საუბრიდან არაკომპეტენტურობა გამოსჭვივის

არაკომპეტენტურობა გამოსჭვივის ამ საუბრიდან და წინასაარჩევნო პერიოდში გარკვეული ნიშის დაკავების სურვილი აქვს, რომელიც დიდი ხანია უკვე დაკავებულია, – ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი დათო უსუფაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ამომრჩეველს საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზების დაკანონდებას დაჰპირდა. “თქვენ უნდა დასვათ შეკითხვა, თუ რამდენად მისაღებია უსუფაშვილის განცხადება მაშინ, როდესაც იცით, რომ ჩვენ ნატოს მიმართულებით საკმაოდ …

ოკუპაციით დაზარალებული საქართველოს მოქალაქეები სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ

კონფლიქტის ზონაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ოკუპაციის გამო საკურებით სარგებლობას ვერ ახერხებენ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ იდავებენ. მათი სახელით საჩივარი “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” მოამზდა. “ე.წ. სამხრეთ ოსეთზე ვრცელდება რუსეთის ფედერაციის იურისდიქცია. ამიტომ სარჩელი არის რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. ჩვენ გვაქვს საკმარისი მტკიცებულებები, დავამტკიცოთ, რომ ამ ყველაფრის უკან რუსეთი იდგა,”- განაცხადა “ საერთაშორისო გამჭვირვალობა- …

აგვისტოს ომის დანაშაულები – რა ვიცით ICC-ის გამოძიების შესახებ

რა ეტაპზეა აგვისტოს ომის დანაშაულების გამოძიება, თანამშრომლობს თუ არა რუსეთი ICC-ის პროკურორის ოფისთან, როგორია გამოძიების პროცედურა – ამ საკითხებზე ჟურნალისტებს თბილისში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პრესსპიკერი ფადი ელ აბდალა ესაუბრა. საქართველოში ICC-ის პრესსპიკერის ვიზიტის მიზანი მედიასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა იყო. განცხადებები  ICC-ის მიმდინარე გამოძიების შესახებ მედიასთან შეხვედრის შემდეგ, 3 ივნისს გაკეთდა. ფადი …

აბაშიძე: შვილიშვილებს, როდესაც საბავშვო ბაღში მიდიან, ვეუბნები, ჭკვიანად მოიქცნენ

“ძალიან მიკვირს თქვენგანაც. რატომ გაგიჩნდათ ასეთი აღქმა? ჩემი შვილიშვილები როდესაც საბავშვო ბაღში მიდიან, ვეუბნები, ჭკვიანად მოიქეცით. არასდროს უფიქრიათ მათ, რომ ამით ვეუბნები, წადით და დარიალის კარიბჭე ჩააბარეთ რუსეთს-მეთქი”, – ასე უპასუხა პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობაში  ზურაბ აბაშიძემ “ნეტგაზეთის” შეკითხვას, თუ რას გულისხმობდა “ჭკვიანურად” მოქცევაში. “თუ ჭკვიანურად მოვიქცევით, არაფერი დაგვემუქრება“, – განაცხადა 18 მარტს პრაღიდან …

მთავრობის ცნობით, ბათუმი-პეტერბურგის მიმართულებით 16 მაისიდან ავიარეისები დაინიშნება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, 16 მაისიდან ურალის ავიახაზები პეტერბურგიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი რეისების განხორციელებას გეგმავს. რეისის პეტერბურგი – ბათუმი -პეტერბურგი შესრულება კვირაში ორჯერ, ორშაბათსა და პარასკევს პულკოვოს აეროპორტიდან იგეგმება. კომპანიის პრეზენტაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენელი სანტ-პეტერბურგში პულკოვოს აეროპორტის მიერ ორგანიზებულ საღამოზე გაეცნო, სადაც აეროპორტის მიერ 2016 წლისთვის დაგეგმილი ახალი ავიარეისების შესახებ ისაუბრეს, აცხადებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი. 2016 წელს …

ჯანელიძე: ლავროვს შევხვდები, თუ შესაბამისი გარემოებები იქნება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს იმ შეთხვევაში შეხვდება, “თუკი იქნება შესაბამისი გარემოებები და შესაბამისად, მომზადება”. საგარეო საქმეთა მინისტრს არ დაუკონკრეტებია, თუ რას გულისხმობდა ამ გარემოებებში. “ჩვენ გვაქვს დიდი სურვილი, რომ რუსეთთან და რუს ხალხთან გვქონდეს ნორმალური და კეთილმეზობლური ურთიერთობები. როგორც ეს აღნიშნა ასევე ბატონმა ლავროვმა და …

HRIDC: აგვისტოს ომის დროს დაზარალებულები იმსახურებენ მართლმსაჯულების აღსრულებას

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC) მიესალმება იმ ფაქტს, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პროკურატურის ოფისს გამოძიების დაწყების ნებართვა დართო. ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებით, რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაზარალებულები იმსახურებენ მართლმსაჯულების აღსრულებას და დამნაშავე პირთა მსჯავრდებას. HRIDC-ში აცხადებენ, რომ ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისათვის არც ერთი სახელმწიფოს ოფიციალური პირი არ უნდა დარჩეს დაუსჯელი. 2015 წლის 12 ნოემბერს …

ბენსუდა: 2008 წლის კონფლიქტის გამოძიება მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი იქნება

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა აცხადებს, რომ 2008 წლის კონფლიქტის დროს სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება მიუკერძოებელი იქნება. “ჩემი ოფისის გამომძიებლები სხვადასხვა წყაროს მეშვეობით მტკიცებულებებს მოაგროვებენ. ჩვენი გამოძიება, ისე როგორც ყველა შემთხვევაში, მოუკერძოებელი და დამოუკიდებელი იქნება. გამოძიების მიმდინარეობისას არ გავახმაურებთ გამოძიების არც ერთ დეტალს, ის იქნება საიდუმლო. გამოძიება გაგრძელდება იმდენი ხნით, რამდენიც საჭირო იქნება საკმარისი …

მოსკოვის ცნობით, რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის დღეში მინიმუმ 350 ვიზას გასცემს

რია-ნოვოსტი საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებულ რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციის ხელმძღვანელის, ვადიმ გორელოვის ინფორმაციას ავრცელებს, რომლის შესაბამისად, სავიზო რეჟიმის გამარტივების შემდეგ, 2013 წელთან შედარებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთი 5-ჯერ მეტ ვიზას გასცემს. “საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებულ რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექცია მზადაა მიიღოს ყველა, ვისაც დასაბუთებულად სურს რუსული ვიზის მიღება. და თუ 2013 წელს ჩვენ მიერ დღეში 70 …

აბაშიძე: რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა დღის წესრიგში არ დგას

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებაზე მედიის კითხვებს უპასუხა. “დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა დღის წესრიგში არ დგას, ამ ეტაპზე ვერ დადგება ვერანაირად. ჩვენმა რუსმა კოლეგებმა კარგად იციან, თუ რატომ. სანამ დარღვეულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა შეუძლებელია. მაგრამ, თუკი მოხდება ძალიან სერიოზული წინსვლა ამ მიმართულებით, თუკი …

ბურჭულაძის ფონდი: ხელისუფლებას ეშინია მოსკოვის

პაატა ბურჭულაძის მიერ დაფუძნებული საქართველოს განვითარების ფონდის პრეზენტაციაზე ფონდის წარმომადგენლები ქვეყნის საგარეო პოლიტიკის კურსსაც შეეხნენ – განსაკუთრებით, მეზობელი ქვეყნის, რუსეთის ფაქტორზე ისაუბრეს. “როდესაც რუსეთის ინტერესებსა და საფრთხეებზე ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში, ყოველი ახალი ხელისუფლების პირობებში, მიუხედავად მათი განსხვავებული პოლიტიკისა, რუსები საქართველოს სულ უფრო მეტი ტერიტორიის ოკუპაციას ახდენენ, ეწინააღმდეგებიან საქართველოს სახელმწიფოებრიობას და განვითარებას”, …

ღარიბაშვილი პუტინის განცხადებაზე: ჩვენი მოქალაქეები იმსახურებენ მთელ მსოფლიოში უვიზოდ გადაადგილებას

“სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი”, – ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსეთის ხელმძღვანელობის განცხადება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების თაობაზე. როგორც საქართველოს მთავრობის მეთაურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, საქართველომ ანალოგიური ნაბიჯი რუსეთის მოქალაქეების მიმართ ჯერ კიდევ 2011 წელს გადადგა. „ვფიქრობ, ჩვენი მოქალაქეები იმსახურებენ მთელ მსოფლიოში უვიზოდ, ყოველგვარი ბარიერების გარეშე გადაადგილებას. ჩვენი პრაგმატული პოლიტიკა მიმართულია ჩვენი …

კომპრომისი რუსეთიდან აფხაზეთის დაფინანსების სანაცვლოდ

2015 წელი აფხაზეთისთვის იოლი არ ყოფილა. რესპუბლიკამ რუსეთიდან დაპირებული 5 მილიარდი რუბლის მხოლოდ 10%, 450 მილიონი რუბლი მიიღო. ამის გამო ბიუჯეტი ორჯერ შემცირდა, რასაც ემატება ისიც, რომ რუბლის გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ ორჯერ დაეცა. ცხადია, ამ ფონზე ხელისუფლებას უწევს ბევრი საუბარი მიღწეულ წარმატებებზე: მაგალითად, იმაზე, რომ რუსული დაფინანსების არქონის პირობებში ხელისუფლებამ შეძლო საბიუჯეტო დაწესებულებების თანამშრომლების …

კონფლიქტის ზონიდან საქართველოს 3 მოქალაქე გაიტაცეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო ადასტურებს, რომ კონფლიქტის ზონიდან რუსმა სამხედროებმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს.

კულტურა და მშვიდობა

“მარჯანჯა” 130 ლარად, “მოღალატეები” სპორტის სასახლეში და სამხრეთ ოსეთის “სახალხო არტისტი” რუსთაველის სცენაზე – კულტურა თუ რუსული პროპაგანდა?

თბილისის ცნობით, აბაშიძემ კარასინთან ცხინვალსა და გალში რუსეთის ქმედებებზეც ისაუბრა

საქართველოს მთავრობის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს პრაღაში 19 ნოემბერს ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინს შორის გამართული შეხვედრის შესახებ.

მოსკოვი: მზად ვართ, შემდეგშიც ვიმუშაოთ ვიზების ლიბერალიზაციაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს პრაღაში 19 ნოემბერს ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინს შორის გამართული შეხვედრის შესახებ. რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, კონსულტაციებში მონაწილეობდა საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი, რუსეთის ტრანსპორტის მინისტრის თანაშემწე ი. პეტროვი და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სატრანსპორტო დეპარტამენტის პოლიტიკის ხელმძღვანელი კ. სალუქვაძე.

კალაძე: “გაზპრომთან” მოლაპარაკებები დეკემბრის ბოლოს დასრულდება

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ გაზპრომთან მოლაპარაკებები დეკემბრის ბოლოს დასრულდება.

ცვლილებები ქართულ მედიაში – მედიის მფლობელობა და ანტიდასავლური დისკურსის გაგრძელება

კვლევის მიხედვით, რომელიც ”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქარველომ” შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით მოამზადა, რამდენიმე საკაბელო და ინტერნეტ-მაუწყებლის მფლობელობა ანტიდასავლურ და რელიგიურ ორგანიზაციებს უკავშირდება. TI-ის ანგარიშის თანახმად, მათი დეკლარირებული შემოსავალი საკმაოდ მცირეა, რის გამოც გაურკვეველია, რა სახსრებით მაუწყებლობენ ეს არხები.

წულუკიანი: ვიმუშავებთ, რომ გამოძიება ჩატარდეს როგორც ეთნოწმენდის, ასევე წამების მხრივ

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ჰააგის პროკურორმა გამოძება ჩაატაროს არა მხოლოდ 2008 წლის ომის პერიოდში მომხდარ ეთნიკურ წმენდაზე, არამედ ქართველი სამოქალაქო თუ სამხედრო პირების წამებაზე და სხვა დანაშაულებზეც. 

დავითაია: გაუგებარია, რატომ არ წაუყენა ბრალი არავის პროკურატურამ აგვისტოს ომის საქმეზე

“მეტი შეიძლებოდა თუ ცოტა, ეს დამოკიდებულია პროცესზე. დასაწყისისათვის ჰააგის პროკურატურის ეს განცხადება საკმარისიცაა და საკმარისზე მეტიც”, – ასე აფასებს აგვისტოს ომის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელი, ყოფილი დეპუტატი პაატა დავითაია ჰააგის პროკურორის განცხადებას.

ელენე ხოშტარია: რუსეთს ვაძლევთ ბერკეტებს, რომლებიც ჩვენთან მიმართებაში გამოუყენებია

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ გაზის იმპორტის დივესიფიცირების მიზნით მთავრობა ფიქრობს “გაზპრომისგან” რუსული გაზის მიწოდების გაზრდას. რუსული გაზის იმპორტის გაზრდის შესაძლებლობამ გააჩინა შიში, რომ საქართველო რუსეთზე ენერგოდამოკიდებული გახდება. რატომ სჭირდება საქართველოს რუსული გაზის მოხმარების გაზრდა და რა შედეგს მოუტანს ეს ქვეყანას, ამ საკითხებზე “ნეტგაზეთი” არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს რეფორმების ასოციაციის” წევრ ელენე ხოშტარიას ესაუბრა.

კანდელაკი: არ მესმის, რაში სჭირდება ხელისუფლებას ძვირი და არასტაბილური რუსული გაზი

საქართველოს პარლამენტის წევრმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა, რომ არ ესმის, რაში სჭირდება საქართველოს ხელისუფლებას ძვირი და არასტაბილური რუსული გაზი.

Exit mobile version