საქართველოსა და დასავლეთში ვერ გამოიტანეს დასკვნები 2008-ის ომიდან – რუსეთის საგარეო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომის მე-11 წლისთვთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ვერც საქართველომ და ვერც დასავლეთმა “ამ ტრაგიკული მოვლენებიდან” გაკვეთილი ვერ ისწავლეს. “ჩვენ გვახსოვს 11 წლის წინ მომხდარი ტრაგიკული მოვლენები. 7-8 აგვისტოს ღამეს სააკაშვილის ხელისუფლებამ,  ქართულ-ოსური კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ საერთაშორისო შეთანხმების უხეში დარღვევით, დაიწყო სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია სამხრეთ ოსეთის …

საგარეო უწყების განცხადება ისტორიაში შევა — ყოფილი დიპლომატები გაბუნიაზე რეაქციას აფასებენ

“მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას და პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, სათანადო შეფასება მისცეს ტელეკომპანიის და კონკრეტულად ამ ჟურნალისტის საქციელს, რომელმაც უხეშად უგულებელყო საერთაშორისო პროფესიული ნორმები და სტანდარტები”, – ეს არის ამონარიდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადებიდან. საგარეო უწყებამ 8 ივლისს დაგმო და საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არსებული ისედაც რთული ვითარების კიდევ უფრო დაძაბვისკენ მიმართულ ქმედებად …

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში მყოფ რუსეთის მოქალაქეებს აფრთხილებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ფეისბუქზე განცხადებას ავრცელებს და საქართველოში მყოფ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს აფრთხილებს: „თბილისში საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან საქართველოში ან გეგმავენ წასვლას, ვურჩევთ გამოიჩინონ სიფხიზლე და თავი აარიდონ მასობრივი თავშეყრის ადგილებს“ – ნათქვამია განცხადებაში. ამავე თემაზე:  რუსული მხარე თბილისში დაწყებული არეულობის გამოძიებაში უნდა ჩაერთოს – გავრილოვი    

უსუფაშვილი: რუსეთმა ისარგებლა პრემიერის ემოციური გულწრფელობით გაჟღენთილი მიმართვით

“შენების მოძრაობის” ლიდერი დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის,, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება რუსეთის მიმართ შეცდომა იყო, რომელიც არ უნდა გავაღრმავოთ. “რუსეთმა ისარგებლა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ემოციური გულწრფელობით გაჟღენთილი და პოლიტიკური გათვლებისგან დაცლილი მიმართვით და ჩვეული ცინიზმით მკაფიოდ მიგვითითა, რომ: ზოგადად მოსკოვში, და არა რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებაში, ყურადღებით გაეცნენ პრემიერ-მინისტრის მიმართვას; საქართველოს პრემიერ-მინისტრის უპრეცედენტო მიმართვას რუსეთის მხრიდან …

მოსკოვი მიესალმება თბილისის პირდაპირ დიალოგს აფხაზეთთან და ცხინვალთან

მოსკოვი მიესალმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას აფხაზეთთან და ცხინვალთანპირდაპირ დიალოგის თაობაზე. ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 12 მარტს გაავრცელა. “მოსკოვში ყურადღებით გავეცანით საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის 9 მარტის განცხადებას. კმაყოფილებით აღვნიშნავთ, რომ განცხადებაში გამოთქმული განწყობა ორმხრივი ნორმალიზაციის გაგრძელებასა და გაღრმავების შეუწყობს ხელს. არავის არ უნდა ეპარებოდეს ეჭვი, რომ რუსეთი კვლავინდებურად დაინტერესებულია მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობის …

Exit mobile version