რომან კაკულია მესამე პოლიტიკურ ძალას ელის და ოცნებას და ენმ-ს წარმავალ ძალებს უწოდებს

“ქართული ოცნების” დეპუტატი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია მესამე პოლიტიკურ ძალაზე საუბრობს და “ოცნებას” და ნაციონალურ მოძრაობას “წარმავალს” უწოდებს. ამაზე მან მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის კონტექსტში ისაუბრა 20 თებერვალს ტვ “პირველის” გადაცემა “პოლიტმეტრში”. კაკულიამ განაცხადა, რომ ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, დაუჭერს თუ არა მხარს ეკა ბესელიასა და 8 დეპუტატის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო …

ჩემი პირადი აზრია, რომ ეს არ არის გრძელვადიანი რეგულაცია – კაკულია სესხების გართულებაზე

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია მიიჩნევს, რომ საბანკო რეგულაციები დიდხანს ვერ გაგრძელდება. მისი განმარტებით, ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის წესები, რომლითაც კომერციულმა ბანკებმა სესხების გაცემა გაამკაცრეს, ქვეყანამ მუდმივად არ უნდა შეინარჩუნოს. “ჩემი პირადი აზრია, რომ ეს არ არის გრძელვადიანი რეგულაცია, რომელიც სამუდამოდ უნდა შევინარჩუნოთ. განვითარების გარკვეულ ეტაპზე, ცნობიერების განვითარების პირობებში, ალბათ …

პარლამენტარი კაკულია უმუშევრობის კომპენსაციის იდეით გამოდის

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია აცხადებს, რომ ემხრობა ქვეყანაში უმუშევრობის კომპენსაციის შემოღებას და ამ საკითხზე სამომავლოდ იმუშავებს, თუმცა ამბობს, რომ ეს მისი პირადი იდეაა, რომლის “მყისიერად შემოღების უნარი დღეს მთავრობას არ გააჩნია”. ეს განცხადება კაკულიამ 24 იანვარს გააკეთა საქსტატის მიერ დასაქმებულთა აღრიცხვის მეთოდოლოგიის ცვლილებების შეფასების შემდეგ. “[საქართველოს] გამოწვევა არის უმუშევრობა, მაგრამ მისი დაძლევა ლიბერალური …

ეს არაა ის მოლოდინი, რაც “ოცნების” მიმართ იყო — რომან კაკულია “ომეგას” საქმეზე

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია “ომეგა ჯგუფისა” და ტელეკომპანია “იბერიის” საქმეზე აცხადებს, რომ არ ისურვებდა იყოს “იმ გუნდის წევრი, სადაც ასეთი თანამდებობის პირები ასეთ ზეწოლას განახორციელებენ”. კაკულიას კომენტარს ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს. კაკულიამ “საკმაოდ შემაშფოთებელი” უწოდა მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს. ჩანაწერები, რომელთა ავთენტურობა ჯერ არ არის დადგენილი, “რუსთავი 2”-მა გაავრცელა. ჩანაწერების მიხედვით, თამბაქოს …

რომან კაკულია არ უარყოფს, რომ ივანიშვილმა კვირიკაშვილს ხაზარაძეზე ჰკითხა

პარლამენტის წევრი რომან კაკულია არ უარყოფს, რომ  “ქართული ოცნების” ცნობილ შეხვედრაზე, რომლის შემდეგაც პრემიერ-მინისტრი გადადგა, ივანიშვილმა კვირიკაშვილს ანაკლიის პორტის კონსორციუმის დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძეზე დაუსვა კითხვები. რომან კაკულიას, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს ამ თემაზე კითხვები 13 ივლისს ტელეკომპანია “პირველის” წამყვანმა ინგა გრიგოლიამ დაუსვა. “მამუკა ხაზარაძის სახელი და გვარი უხსენა ბიძინა ივანიშვილმა გიორგი …

Exit mobile version