ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებს, რომ აპირებს, პროკურატურას კიდევ ერთხელ მიმართოს ია კერზაიას საქმის გამოძიების ხელახლა დაწყების მოთხოვნით. ამის მიზეზი გახდა ორი არასამთავრობო ორგანიზაციის — „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსა“ და „სამართლიანი არჩევნების“ — მიერ ანგარიშის გამოქვეყნება. ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ დღეს, 21 ივლისს, გაავრცელა ანგარიში, სადაც ნათქვამია რომ …
Tag Archives: ია კერზაია
არ დაუშვათ ზუგდიდში გახარიას თანაგუნდელის თავმჯდომარეობა – ბაჩანა შენგელია ენმ-ს
ზუგდიდის მე-6 სკოლის ყოფილი დირექტორის, 2018 წლის არჩევნების პერიოდში გარდაცვლილი ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, არ დაუშვან ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარედ ექსპერმიერი გიორგი გახარიას გუნდის წევრის არჩევა. „იმ ქალაქში, სადაც ია კერზაია გახარიას დანაშაულებრივმა ბრძანებამ შეიწირა, არ შეიძლება ოპოზიციის სახელით საკრებულოს თავმჯდომარე გახარიას პარტიის წევრი იყოს. ეს იქნება აღიარება იმისა, რომ პოლიტიკაში ყველაფერი …
Continue reading “არ დაუშვათ ზუგდიდში გახარიას თანაგუნდელის თავმჯდომარეობა – ბაჩანა შენგელია ენმ-ს”
რა ეჭვებს აჩენს ბაჩანა შენგელიას საქმე
ნოტარიუს ბაჩანა შენგელიას საქმის უკან, რომლის წინააღმდეგაც იუსტიციის სამინისტრო ორ სხვადასხვა საკითხზე დისციპლინურ მოკვლევას აწარმოებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ოპოზიციაში შესაძლო პოლიტიკურ მოტივებს ხედავენ. NGO-ებში აღნიშნავენ, რომ პრობლემურია როგორც კანონმდებლობა და მისი აღსრულების მოქმედი მექანიზმი, ასევე ეჭვებს აჩენს დროის შუალედი ნოტარიატის შესახებ კანონში შესულ ცვლილებებსა და შენგელიას წინააღმდეგ დაწყებულ წარმოებას შორის. დისციპლინური წარმოება FB პოსტების …
კიდევ ერთი დისციპლინური წარმოება ბაჩანა შენგელიას წინააღმდეგ ამჯერად FB პოსტების გამო
ნოტარიუს ბაჩანა შენგელიას წინააღმდეგ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ იუსტიციის სამინისტრო დაუსაბუთებლად სანოტარო საქმიანობის შეჩერებაში დაადანაშაულა, კიდევ ერთი დისციპლინური წარმოება მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ თავად შენგელია ავრცელებს. როგორც შენგელია აცხადებს, იუსტიციის სამინისტრო ამჯერად სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსების გამო ედავება: “დადგინდა, რომ თქვენ – ნოტარიუსი ბაჩანა შენგელია, საჯარო სოციალური გვერდის მეშვეობით ახორციელებდით მიკერძოებული პოლიტიკური შეხედულების საჯაროდ გამომჟღავნებას …
ბაჩანა შენგელია იუსტიციას პოლიტიკური ნიშნით საქმიანობის შეჩერებაში ადანაშაულებს
ნოტარიუსი ბაჩანა შენგელია იუსტიციის სამინისტროს ადანაშაულებს პოლიტიკური ნიშნით მისთვის სანოტარო საქმიანობის შეჩერებაში და აღნიშნულთან დაკავშირებით სახალხო დამცველსა და გენერალურ პროკურატურას მიმართავს. შენგელია ამბობს, რომ 19 ივნისს, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე, იუსტიციის სამონისტრომ ქსელიდან გამორთო პროგრამა, რომლითაც ის სანოტარო საქმიანობას ახორციელებდა: “იუსტიციის სამინისტროს მოხელეებმა, სავარაუდოდ, მაღალი თანამდებობის პირების დავალებით, 19 ივნისს ქსელიდან გამორთეს პროგრამა, რომლითაც მე ვახორციელებ …
Continue reading “ბაჩანა შენგელია იუსტიციას პოლიტიკური ნიშნით საქმიანობის შეჩერებაში ადანაშაულებს”
ია კერზაიას საქმეზე მისი შვილი სტრასბურგის სასამართლოში ჩივის
2018 წლის არჩევნების შემდეგ გარდაცვლილი მასწავლებლის, ზუგდიდის მე-6 სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას შვილმა დედამისის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრა. „შენგელია საქართველოს წინააღმდეგ“ — კერზაიას შვილის, იურისტ ბაჩანა შენგელიას თანახმად, ასეთი სახელწოდების სარჩელი დარეგისტრირდა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. ია კერზაია 2018 წლის ნოემბერში სკოლაში ჩატარებული ისპექციის შემდეგ ანევრიზმის დიაგნოზით გადაიყვანეს საავადმყოფოში, რის შემდეგაც გარდაიცვალა. სამინისტროს თანახმად, …
Continue reading “ია კერზაიას საქმეზე მისი შვილი სტრასბურგის სასამართლოში ჩივის”
ბატიაშვილი ჩვენებაში ამბობს, რომ მისი ხელმოწერა ფორმალურია — კერზაიას შვილი
ზუგდიდის მე-6 სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას შვილის, ბაჩანა შენგელიას თანახმად, განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი კერზაიას საქმეზე მიცემულ ჩვენებაში ამბობს, რომ მისი გათავისუფლების საკითხი პირადად არ განუხილავს, რადგან აუდიტის სამსახურს ენდობა და ბრძანებაზე მისი ხელმოწერა მხოლოდ ფორმალურია. შენგელია წერს: „სრულიად გამაოგნებელია მინისტრად წოდებული ბატიაშვილის ჩვენება, სადაც ის ამბობს, რომ იას გათავისუფლების საკითხი პირადად არ განუხილავს, …
Continue reading “ბატიაშვილი ჩვენებაში ამბობს, რომ მისი ხელმოწერა ფორმალურია — კერზაიას შვილი”
გახარიას 10 კრიზისი
მედიაში წინა კვირას გავრცელებული ცნობები გამართლდა – ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წარადგინა. მანამდე მან თითქმის 1 წელი და 10 თვე დაჰყო შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციაზე. გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდს თან სდევდა არაერთი სირთულე და კრიზისი, რასაც ხშირ შემთხვევაში თან ახლდა საზოგადოების ნაწილის პროტესტი, რა დროსაც მოქალაქეები მის პერსონალურ პასუხისმგებლობაზე საუბრობდნენ. ეს საკითხი …
სამწუხაროა, როცა ოჯახის წევრებს აქვთ განცდა, რომ ია კერზაიას საქმე სათანადოდ არ გამოიძეს – ჩუგოშვილი
პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილის თქმით, სამწუხაროა, როცა ია კერზაიას შვილი და მისი ოჯახი ფიქრობს, რომ საქმეზე პროკურატურამ სათანადო საგამოძიებო მოქმედებები არ ჩაატარა და გამოძიება ისე შეწყვიტა. “საქმის სამართლებრივ მხარეზე ვერ ვისაუბრებ, რადგან გამოძიების დეტალები არ ვიცი. არგუმენტები, რაც პროკურატურამ მოიყვანა, ამაზე თავად უნდა ისაუბროს. მე მხოლოდ შემიძლია ერთადერთი რამ გითხრათ… როდესაც ოჯახის წევრებსა და შვილს …
მოვითხოვთ, ია კერზაიას საქმეზე საკომიტეტო მოკვლევის ჯგუფი შეიქმნას – რატიანი
ევროპული საქართველო ია კერზაიას საქმეზე საკომიტეტო მოკვლევის ჯგუფის შექმნას ითხოვს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის სერგო რატიანის განცხადებით, მომხდარზე საკომიტეტო მოკვლევის ჩატარება პარტიამ ადრეც მოთხოვა, თუმცა რადგან გამოძიებას პროკურატურა აწარმოებდა, პარლამენტში მოკვლევა არ დაწყებულა. “მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მომხდარი ამბავი პირდაპირი ასახვაა იმ პოლიტიზირებული სიტუაციის, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაშია შექმნილი და დასტური, რომ განათლების სამინისტრო აუდიტის სამსახურს იყენებს სადამსჯელო საშუალებად. …
Continue reading “მოვითხოვთ, ია კერზაიას საქმეზე საკომიტეტო მოკვლევის ჯგუფი შეიქმნას – რატიანი”
შენგელია: პასუხისმგებელია გახარია, კერზაიას საქმეზე გამოძიების შეწყვეტას გავასაჩივრებ
ზუგდიდის მე-6 სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ პროკურატურამ დღეს, 23 აგვისტოს მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება კერზაიას საქმეზე გამოძიების შეწყვეტასთან დაკავშირებით. ბაჩანა შენგელიამ ნეტგაზეთს უთხრა, რომ გაივლის ყველა სამართლებრივ გზას და საბოლოოდ იჩივლებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, რათა დაადგინოს სიმართლე, რომლის მიხედვითაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ხელისუფლებამ ია კერზაიაზე ზეწოლის მოხდენის მიზნით …
პროკურატურამ ია კერზაიას საქმეზე გამოძიება შეწყვიტა
საქართველოს გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ უწყებაში ჩატარებული გამოძიების შედეგად, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ინსპექტირებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილება – დანაშაულის არარსებობის გამო საქმეზე გამოძიება შეწყდა. როგორც პროკურატურა აცხადებს, 2019 წლის 11 თებერვალს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცალკეულ თანამშრომელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების …
Continue reading “პროკურატურამ ია კერზაიას საქმეზე გამოძიება შეწყვიტა”
კერზაიას საქმეზე თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნაზე კენჭისყრა გადაიდო
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას საქმეზე თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნის საკითხი განიხილა, თუმცა საკითხის კენჭისყრაზე გატანა გადაავადა. ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ინსპექტირებისა და მისი დირექტორის, ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით განათლების კომიტეტში თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნის ინიციატივა ეკუთვნით “ევროპული საქართველოს” წევრებს: სერგი კაპანაძეს, სერგო რატიანსა და ლელა …
Continue reading “კერზაიას საქმეზე თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნაზე კენჭისყრა გადაიდო”
გარდაცვლილ ია კერზაიას შვილი: სამხარაულმა ექსპერტიზაზე მეორედ გვითხრა უარი
ზუგდიდის მე-6 სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია აცხადებს, რომ დედამისის საქმეზე სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ უკვე მეორედ თქვა უარი ექსპერტიზის ჩატარებაზე. შენგელია ამას გამოძიებისთვის ხელის შეშლად აფასებს და ფიქრობს, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებულად მოქმედებს. ბაჩანა შენგელიას თქმით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ უკვე ორჯერ თქვა უარი ექსპერტიზის ჩატარებაზე. “პირველ შემთხვევაში მათ …
Continue reading “გარდაცვლილ ია კერზაიას შვილი: სამხარაულმა ექსპერტიზაზე მეორედ გვითხრა უარი”
ბაჩანა შენგელია კერზაიას საქმის მასალების გასაცნობად პროკურატურაში 18 აპრილს მივა
საქმის მასალების გასაცნობად ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია, პროკურატურაში ხვალ, 18 აპრილს მივა. ინფორმაცია შენგელიამ ნეტგაზეთს დაუდასტურა. მანამდე პროკურატურამ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც შენგელიას საქმის გასაცნობად მისთვის სასურველ ნებისმიერ დროს გამოცხადება შესთავაზა. პროკურატურა წერს, რომ გადაწყვეტილება საქმის ირგვლივ საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესის გამო მიიღეს. “ხვალ ვაპირებ, ადვოკატთან ერთად, დაახლოებით 12 საათისთვის მისვლას. დილით, 11-ზე ბრიფინგი გვაქვს …
Continue reading “ბაჩანა შენგელია კერზაიას საქმის მასალების გასაცნობად პროკურატურაში 18 აპრილს მივა”
პროკურატურამ კერზაიას საქმეზე ბაჩანა შენგელიას საგამოძიებო უწყებაში მისვლა შესთავაზა
ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ჩატარებული ინსპექტირებისას სავარაუდო კანონდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიების მასალის გასაცნობად საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბაჩანა შენგელიას პროკურატურაში მისვლა შესთავაზა. განცხადებას თავად საგამოძიებო უწყება ავრცელებს. პროკურატურა განცხადებაში ია კერზაიას საქმეზე საუბრობს, რომელიც ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორი იყო. კერზაია მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც მის სკოლაში ჩატარებული ისპექციის შემდეგ ანევრიზმის დიაგნოზით გადაიყვანეს საავადმყოფოში. პროკურატურა წერს, რომ საზოგადოებრივი ინტერესის …
ზოგიერთი პარტია სპეკულაციებისთვის იყენებს — ბახტაძე კერზაიას საქმეზე PACE-ში
PACE-ში გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის, ია კერზაიას სიკვდილს „ადამიანური ტრაგედია“ უწოდა, თუმცა განაცხადა, რომ „ზოგიერთი ოპოზიციური პარტია ამ ტრაგედიას პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებს“. 10 აპრილს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) გამოსვლის შემდეგ, მამუკა ბახტაძეს დაუსვეს კითხვა არჩევნების პერიოდში საჯარო მოხელეებზე ზეწოლასა და ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით. ევროპარლამენტარის თანახმად, ეუთოს (OSCE/ODIHR-ის) ანგარიშის ერთ-ერთი მიგნება …
Continue reading “ზოგიერთი პარტია სპეკულაციებისთვის იყენებს — ბახტაძე კერზაიას საქმეზე PACE-ში”
11 ევროპარლამენტარი პრემიერს კერზაიას საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებს
ევროპარლამენტის ექვსი პარტიის თერთმეტმა დეპუტატმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს მისწერა, რომ ზუგდიდის მე-6 სკოლის მასწავლებლის, ია კერზაიას საქმის დაუყოვნებლი გამოძიებას ელოდებიან. “ველით დაუყოვნებლივ და საფუძვლიან გამოძიებას პოლიტიკური ზეწოლის საქმეზე, რომელიც ეხება ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორს, ქ-ნ ია კერზაიას, რათა გაირკვეს, რამ გამოიწვია მისი გარდაცვალება 2018 წლის 9 დეკემბერს”, — სწერენ ბახტაძეს ევროპარლამენტარები. ზუგდიდის მე-6 …
Continue reading “11 ევროპარლამენტარი პრემიერს კერზაიას საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებს”
პროკურატურა განმარტავს, რატომ ვერ ცნობს ია კერზაიას შვილს დაზარალებულად
საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, ვიდრე სიკვდილის მიზეზად დანაშაულებრივი ქმედება არ გამოიკვეთება, გამოძიება მოკლებულია შესაძლებლობას, ია კერზაიას რომელიმე ახლო ნათესავი ცნოს დაზარალებულად. პროკურატურის განცხადებით, ამის შესახებ ია კერზაიას შვილისთვის, ბაჩანა შენგელიასთვისაც ცნობილია. გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ 2018 წლის ნოემბერში დაწყებული გამოძიება გრძელდება ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ჩატარებული ინსპექტირებისას სავარაუდო კანონდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით. პროკურატურის ცნობით, ამ ეტაპზე გამოიკითხა …
Continue reading “პროკურატურა განმარტავს, რატომ ვერ ცნობს ია კერზაიას შვილს დაზარალებულად”
კობახიძე ISFED-ის ანგარიშს კერზაიას საქმეზე უსაფუძვლოდ მიიჩნევს
პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ISFED-ის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურება და ამბობს, რომ მას მყარი საფუძველი არ აქვს. ანგარიშში, რომლის შესახებაც კობახიძე საუბრობს, ორგანიზაცია განმარტავს, რომ ია კერზაიას საქმეში პოლიტიკური დისკიმინაციის ნიშნები იკვეთება. “ბუნებრივია, არ შეიძლება ასეთი განცხადებების კეთება, როდესაც, მით უმეტეს, საქმე ეხება ადამიანის გარდაცვალებას. როდესაც ასეთი განცხადება კეთდება, მას უნდა ჰქონდეს მყარი საფუძველი.. …
Continue reading “კობახიძე ISFED-ის ანგარიშს კერზაიას საქმეზე უსაფუძვლოდ მიიჩნევს”
ია კერზაიას საქმე პოლიტიკური მოტივით დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს – ISFED
“სამართლიანი არჩევნები” [ISFED] ია კერზაიას საქმეზე ანგარიშს აქვეყნებს. ორგანიზაცია წერს, რომ ზუგდიდის მე-6 სკოლის ინსპექტირების დაწყება და დასკვნა ია კერზაიას პოლიტიკური მოტივით დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს. ISFED მიიჩნევს, რომ მოქალაქის განცხადების განხილვისა და შემოწმების დაწყების შემჭიდროებული ვადები, ინსპექტირების ფორმა, გამოცემული დასკვნა და გაცემული რეკომენდაციები აჩენს ეჭვებს ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის დირექტორის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციული და …
Continue reading “ია კერზაიას საქმე პოლიტიკური მოტივით დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს – ISFED”
ჩვენ უფლება არ გვაქვს შევხედოთ პოლიტიკურ ამინდს – ბატიაშვილი სკოლის ინსპექტირებებზე
განათლების მინისტრი ამბობს, რომ სკოლების ინსპექტირების დროს სამინისტროს უფლება არ აქვს, გადაწყვეტილება პოლიტიკურ გარემოზე დაყრდნობით მიიღოს. ამით ბატიაშვილი ეხმაურება საია-ს განცხადებას, რომელიც დღეს, 11 მარტს გავრცელდა. საია ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ 2018 წელს საჯარო სკოლების ინსპექტირების მიზნით სამინისტროში სულ 288 განცხადებაა შესული, საიდანაც სამინისტრომ მხოლოდ 7 შემთხვევაში ჩაატარა ინსპექტირება. აქედან 6 ჩატარდა 2018 წლის საპრეზიდენტო …
სკოლებში ინსპექტირების მექანიზმის, სავარაუდოდ, საარჩევნოდ გამოყენება – საიას კვლევა
საიას ინფორმაციით, სკოლებში ინსპექტირების პროცესი 2018 წელს, სავარაუდოდ, მიმდინარეობდა არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით. საია აღნიშნული განცხადების გავრცელებისას განსაკუთრებით უსვამს ხაზს ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის, ია კერზიას საქმეს, რომელიც სკოლის ინსპექტირების შემდეგ გარდაიცვალა. საია ამბობს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სამინისტრომ ინსპექტირების გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, წუთებში მიიღო. ორგანიზაციაში დასძენენ, რომ ამ შემთხვევაში ინსპექტირებას საფუძვლად ედო მხოლოდ ერთი განცხადება, რომელიც …
განათლების სისტემის დეპოლიტიზაციის მიზნით ია კერზაიას სახელობის ფონდი დარეგისტრირდა
7 მარტს საჯარო რეესტრში ია კერზაიას სახელობის ფონდი დარეგისტრირდა, რომელიც “განათლების სისტემის განვითარებასა და დეპოლიტიზებას” ისახავს მიზნად. ფონდის დამაარსებელია მოქალაქე ბაჩანა შენგელია, ია კერზაიას შვილი. კერზაია, რომელიც ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორი იყო, რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა, — მას შემდეგ, რაც მის სკოლაში ჩატარებული ინსპექციის შემდეგ ანევრიზმის დიაგნოზით გადაიყვანეს საავადმყოფოში. ორგანიზაციის სრული სახელია “ია კერზაიას სახელობის განათლების …