სამხრეთ კავკასიის ამბები

სავალუტო პუნქტების უმეტესობა მესამე დღეა ბაქოში დოლარს არ ყიდის

11 იანვარი, 2016 • 1372
სავალუტო პუნქტების უმეტესობა მესამე დღეა ბაქოში დოლარს არ ყიდის

“კავკაზსკი უზელის” ინფორმაციით, დღეს, 11 იანვარს,  ბაქოში სავალუტო პუნქტების უმეტესეობა არ მუშაობდა, ხოლო ის პუნქტები, რომლებიც არ დახურულან, დოლარს და ევროს  არ ყიდდნენ.

სავალუტო პუნქტების გადაწყვეტილება აზერბაიჯანის ცენტრალურ ბანკს უკავშირდება, რომელმაც 8 იანვარს ვალუტის ყიდვა/გაყიდვის სხვაობის 4% -იანი ზღვარი დააწესა. ცენტარლურ ბანკს მიაჩნია, რომ ამის შემდეგ სპეკუალციური სავალუტო ოპერაციები შემცირდება.

8 იანვრის ოფიციალური კურსით 1 აშშ დოლარი 1,5642 აზერბაიჯანული მანათი ღირდა,  ხოლო 1 ევრო 1,7009 მანათს უტოლდებოდა. ოფიციალური კურსი 11 იანვარსაც არ შეცვლილა.  ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილების გამო 9 იანვარს სავალუტო პუნქტების და ბანკის ფილიალების უმეტესობა არ მუშაობდა და მათ არც 10 იანვარს განუახლებიათ მუშაობა. დღეს, 11 იანვარს, სავალუტო პუნქტების უმეტესობა დახურული იყო, მათი მხოლოდ მცირე რაოდენობა მუშაობდა, თუმცა არც ისინი ახურდავებდნენ ევროს და დოლარს და აზერბაიჯანულ მანათს მხოლოდ რუსულ რუბლში, თურქულ ლირაში და ქართულ ლარში ცვლიდნენ.

გამოცემის ცნობით, დღეს არც  Unibank-ის, Kapital-bank-ის და Nikoil Bank-ის  ფილიალებში ყიდდნენ დოლარს და ევროს. ამის ფონზე ე.წ. შავ ბაზარზე  1 დოლარი 1.9 /2 მანათი, ხოლო ევრო 2/ 2..1 მანათი ღირდა.

ცენტარალურ ბანკს ბაქოში შექმნილ ვითარებაზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი