აზერბაიჯანში პროკურატურის 37 თანამშრომელი ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მისცეს

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის პრესსამსახურის ცნობით, პროკურატურის 37 თანამშრომელი ადმინისტრაციული წესით პასუხსიგებაში მისცეს. ინფორმაციას Haqqin.az ავრცელებს.

პესსამსახურის ცნობით, საგამოძიებო უწყების თანამშრომლებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა სამსახურეობრივი მოვალეობის და შრომის დისციპლინის დარღვევის გამო დაეკისრათ. პროკურატურის შვიდი თანამშრომელი კი სამსახურიდანაც გაათავისუფლეს. სხვა სადამსჯელო ზომებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

Haqqin.az– ის ცნობით, დღეს, 7 იანვარს გენერალურ პროკურატურაში შეხვედრა გაიმართა, სადაც ყველა დეპარტამენტს და პროკურორს დისციპლინის საკითხების დაცვა მოსთხოვეს.