საკონსტიტუციო რეფორმების წინააღმდეგ ერევანში აქციები გრძელდება

სომხეთის დედაქალაქში მეთვრამეტე დღეა საზოგადოებრივი გადარჩენის ფრონტის “ახალი სომხეთის” მხარდამჭერები, რომლებიც ქვეყანაში საკონტიტუციო რეფორმებს ეწინააღმდეგებიან, მჯდომარე აქციებს მართავენ.

აქციის მონაწილეები ღამეც არ ტოვებენ დაკავებულ ტერიტორიას. აქციების პარალელურად პოლიციაც მორიგეობს.

სომხეთში 6 დეკემბრის რეფერენდუმზე ქვეყანაში საკონსტიტუციო რეფორმებს მხარი დაუჭირეს. რეფორმა საპრეზიდენტოდან საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლას ითვალისწინებს.

ოპოზიცია ხელისუფლებას რეფერენდუმის შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებს, უვადო საპროტესტო აქციებს მართავს და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს.