აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობის ინვენტარიზაციას დაიწყებენ

აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტების ინვენტარიზაცია განხორციელდება.

ოფიციალური ინფორმაციით, სულ კულტურული მემკვიდრეობის 2500 ობიექტის ინვენტარიზაცია იგეგმება.

ინვენტარიზაცია სამი წლის განმავლობაში, 2018 წლამდე გაგრძელდება და პროექტის რეალიზაციისთვის 15 მილიონ რუბლზე მეტია გათვალისწინებული.