აზერბაიჯანში ალკოჰოლისა და თამბაქოს გაყიდვაზე შეზღუდვები წესდება

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა დადგენილებას, რომლის შესაბამისად, ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმის ნაღდი ანაგარიშსწორებით გაყიდვაზე შეზღუდვები დაწესდება.

შესაბამისად, აქციზური საქონლის ყიდვის პროცესი საბანკო გადარიცხვებით ან საბანკო ბარათების საშუალებით უნდა განხორციელდეს.

შეზღუდვა არ შეეხება თამბაქოს ნაწარმის ცალობით და პირადი მოხმარებისთვის, მცირე რაოდენობით გაყიდვას. დანარჩენ შემთხვევებში დანაშაული ჯარიმებსა და 1-2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცვლილებები ძალაში 2016 წლის პირველი იანვრიდან უნდა შევიდეს.