nikol pashinyan

სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი კვლავ საუბრობს იმაზე, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები მნიშვნელოვანია სომხეთისთვის და რომ დღევანდელი სიტუაციით სომხეთი შეშფოთებულია. ამის შესახებ, როგორც Armenpress იუწყება, ბრიფინგზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანი განაცხადა.

„რაც შეეხება საქართველოს, მე მკაფიოდ განვაცხადე, რომ საქართველო ძალიან მნიშვნელოვან და საკვანძო როლს ასრულებს სომხეთ-ევროპის ურთიერთობებში და ჩვენ ამ სიტუაციით ძალიან შეშფოთებულები ვართ. ვფიქრობთ, რომ ეს მდგომარეობა უნდა დარეგულირდეს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, მან თქვა, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები სხვა ქვეყნებთან ან გაერთიანებებთან ურთიერთობებით არ განისაზღვრება.

„სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობას მესამე მხარესთან ურთიერთობასთან არაფერი აკავშირებს. ბუნებრივია, ეს ურთიერთობები სტრატეგიული, გრძელვადიანი, ისტორიული და ძმური ხასიათისაა და მომავალშიც ასეთად დარჩება. სხვა სცენარი უბრალოდ ვერ იარსებებს“, – განაცხადა ფაშინიანმა.