საქართველოდან აზერბაიჯანსა და სომხეთში ლუდის ცნობილი ბრენდების ექსპორტი განხორციელდება

ქართული ღვინის მწარმოებელი “თელიანი ველის” შვილობილი კომპანია Global Beer Georgia აზერბაიჯანსა და სომხეთში ლუდის [მათ შორის, ჰეინეკენი, ამსტელი] ექსპორტს განახორციელებს.

კომპანიის ცნობით, ის ლუდის ქარხნის მშენებლობას იწყებს. ოფიციალური ცნობით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 37 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, თანხის ნაწილი კი საერთშორისო საფინანსო ინტიტუტებისგან იქნება მოზიდული. ლუდის ქარხნის მშენებლობა 2016 წლის მაისიდან იგეგმება და 2016 წლის დეკემბერში ფუნქციონირებას დაიწყებს.

ლუდი, ჰეინეკენი. ფოტო: 2016. EPA/MARCO DE SWAR

ლუდი, ჰეინეკენი. ფოტო: 2016. EPA/MARCO DE SWAR