2016 წელი ნეტგაზეთის ობიექტივში

30.12.2016

გთავაზობთ "ნეტგაზეთის" რეპორტიორების მიერ 2016 წელს გადაღებულ გამორჩეულ კადრებს

2016 წლის იანვარში ჭიათურაში მანგანუმის მოპოვებითი სამუშაოები 4 თვით შეჩერდა - ათასობით მაღაროელი დროებით უმუშევარი დარჩა, რამაც, მუშების თქმით, ქალაქის პარალიზება გამოიწვია. ფოტო © ლუკა პერტაია
ბავშვი ბურთს მიაგორებს და სახლში ბრუნდება. თბილისი, ორხევის დასახლება, ე.წ "მეცამეტე რაიონი". ფოტო © გიორგი დიასამიძე
ექვსწლიანი პაუზის შემდეგ, 2016 წლის 30 იანვარს გაიხსნა თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი. 30.01.16 ფოტო © გუკი გიუნაშვილი
ლელობურთის დაწყებამდე - ისტორიულ თამაშს გურიაში, სოფელ შუხუთში ყოველ აღდგომა დღეს თამაშობენ. ფოტო © ლუკა პერტაია
საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების ერთობლივი სამხედრო წვრთნა "Noble Partner 2016", 24.05.16. ვაზიანი © დათო ქოქოშვილი
დამოუკიდებლობის დღის, 26 მაისის, საზეიმო ცერემონიალზე თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის სიტყვით გამოსვლისას ერთ-ერთმა ოფიცერმა საპატიო ყარაულიდან გონება დაკარგა. ფოტო © გუკი გიუნაშვილი
ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან, სოფელ ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას პანაშვიდი. 26.05. 2016. ფოტო © გივი ავალიანი
მუსიკალური ფესტივალი "თბილისი ოუპენ ეარ" (Tbilisi Open Air); 30.07.16 ფოტო © გუკი გიუნაშვილი
ირლანდიელი მუსიკოსი, ფესტივალის მთავარი სტუმარი, დემიენ რაისი "თბილისი ოუპენ ეარზე" (Tbilisi Open Air). 31.07.16 ფოტო © გუკი გიუნაშვილი
საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ საკუთარი პარტია ჩამოაყალიბა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, შემდეგ კი "გირჩთან", "ახალ საქართველოსთან" და "ახალ მემარჯვენეებთან" გაერთიანდა, არჩევნებამდე კოალიცია დაიშალა, არჩევნებში წარუმატებლობის შემდეგ კი პოლიტიკიდან წავიდა. ფოტო © გივი ავალიანი
აქცია ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ სამტრედიაში - “დემურ სტურუასთვის, ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა გრძელდება”. დემურ სტურუამ პოლიციელის მხრიდან სავარაუდო ზეწოლის შემდეგ თავი მოიკლა. 20.08.2016. ფოტო © მიშა მეფარიშვილი
აღმაშენებელის გამზირის რეაბილიტირებული ნაწილის გახსნა. 25.09.2016. ფოტო © დათო ქოქოშვილი
ნაციონალისტების მსვლელობა სოხუმის დაცემის დღეს. 27.09.2016. ფოტო © ლუკა პერტაია
რომის პაპი ფრანცისკე და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე. პაპის მიღება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. 30.09.16 ფოტო © გუკი გიუნაშვილი
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, გივი თარგამაძის, მანქანის აფეთქება არჩევნებამდე 4 დღით ადრე. ფოტო © მარიამ ბოგვერაძე

ბუ გორის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისას. 08.10.2016. ფოტო © დათო ქოქოშვილი

მარნეულში, ყიზილაჯლოში, სადაც დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისას ადგილობრივები აგრეგატით ცდილობენ საარჩევნო უბნის განათებას. 22.10.2016. ფოტო © დათო ქოქოშვილი
პოლიცია ცდილობს საპროტესტო აქციის რამდენიმე მონაწილის დაკავებას, თუმცა სტუდენტები ხელების აწევით ანიშნებენ სამართალდამცველებს, რომ არაფერს აშავებენ და მსვლელობას აგრძელებენ. აქცია/მსვლელობა თბილისში ზვარელი მუშების მხარდასაჭერად. 04.11.2016. ფოტო © გიორგი დიასამიძე
ტრანსგენდერთან ხსოვრნის ნაციონალური დღე - ტრანსგენდერ ქალს, ზიზი შეყილაძეს 16 ოქტომბერს თავს დაესხნენ, იგი რამდენიმე კვირაში გარდაიცვალა. რამდენიმე თვით ადრე კი კიდევ ერთი ტრანსგენდერი ქალი, ბიანკა შიგუროვა, იპოვეს საკუთარ ბინაში, მეტრომშენის დასახლებაში, გარდაცვლილი. ფოტო © მიშა მეფარიშვილი
მსვლელობა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ თბილისში. აქციის მონაწილეებმა დროშების ნაცვლად კაბები აღმართეს 25.11.2016/ ფოტო © გუკი გიუნაშვილი

35-ე სკოლის ქალთა საფეხბურთო კლუბის ვარჯიში. 06.12.16 ფოტო © მარიამ ბოგვერაძე

ბიძინა ივანიშვილმა საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემისას. 08.10.2016 ფოტო © ქეთი მაჭავარიანი
სირიაში, ალეპოში საბრძოლო მოქმედებების პარალელურად დარჩენილი მოსახლეობის მხარდასაჭერად გამართული სოლიდარობის აქცია თბილისში. 15.12.2016 ფოტო © ლუკა პერტაია
შვედური ინდი როკ-ჯგუფის, The Radio Dept.-ის, ცოცხალი შესრულება თბილისში, საკონცერტო დარბაზ "სფეისჰოლში". 14.12.16 ფოტო © მარიამ ბოგვერაძე

კომუნისტური პარტიის ორგანიზებით გორში, სტალინის სახელმუზეუმში გამართული აქციის მონაწილეები. 09.01.16. © დათო ქოქოშვილი/ნეტგაზეთი

ტიტას ხე ციხისძირიდან შეკვეთილში გემით ჩაიტანეს, რათა ოზურგეთში მშენებარე საკონცერტო დარბაზის მიმდებარე პარკში დარგონ. საკონცერტო დარბაზს და პარკს ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი აშენებბს. 25.03.2016 © გიორგი ჯორბენაძე

Leave a Reply

Your email address will not be published.