ეზოში ჩავლილი მატარებლები [ფოტო]

ეტირამ ჯაბი

ფოტოგრაფი

21.12.2016

ბაქოს “თეთრი ქალაქის” [Baku White City] ახლოს, ქეშალის დასახლების ტერიტორიაზე ე.წ. შანხაის დასახლებაა. ადამიანები აქ მატარებლის ლიანდაგებიდან ერთ მეტრში ცხოვრობენ.

სახლების დიდი ნაწილი აქ რკინიგზის ლიანდაგებთან ძალიან საშიშ მანძილზე მდებარეობს. მატარებლის ლიანდაგებსა და სახლის კედლებს შორის დაშორება, ზოგიერთ შემთხვევაში ერთ მეტრზე ნაკლებია.

აქ დღეში რამდენჯერმე სავაჭრო და სპეციალური, სარემონტო დანიშნულების მატარებლები გადის.

მატარებლის ყოველ გასვლაზე, თითქოს, საკომენდანტო საათი დგება: ადამიანები ყველანაირ საქმიანობას წყვეტენ, ბავშვები კი თამაშს და ელოდებიან, როდის ჩაივლის მატარებელი, რომ საქმეს დაუბრუნდნენ. ბავშვები განსაკუთრებით მაშინ ელოდებიან მატარებლის ჩავლას, როდესაც ლიანდაგებთან თამაშობენ.

აქაური მცხოვრებლები ამბობენ, რომ ყოველ წელს რამდენიმე ბავშვი ვარდება მატარებლის ქვეშ და სიკვდილის შემთხვევებიც არსებობს.

კიდევ ერთი პრობლემაა საყოფაცხოვრებო ნარჩენები, რომელიც მრავლად გხვდება ყველგან - ლიანდაგებზე, სახლებთან.

უკვე რამდენიმე წელია საუბრობენ იმაზე, რომ ეს დასახლება უნდა გაუქმდეს. რამდენიმე წლის წინ სპეციალური სახელმწიფო კომისიაც შეიქმნა, რომელიც საშიშ ზონაში მდებარე სახლებს აღრიცხავდა

სახელმწიფო კომისის მონაცემებით, ე.წ. შანხაის საშიშ ზონაში 900-მდე სახლი დათვალეს.

ოფიციალური ინფორმაციითვე, ეს სახლები უნდა დაანგრიონ და მათ მესაკუთრეებს, ყოველ კვადრატულ საცხოვრებელ ფართობზე 1500 მანათს შეთავაზონ.

მოსახლეობა შიშობს, რომ კომპენსაციას საერთოდ ვერ მიიღებენ, ვინაიდან სახლები სპეციალური ნებართვების გარეშეა აშენებული.

ეს რაიონი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, 1940-1950- იან წლებში გაჩნდა.

მისი პირველი მცხოვრებლები ის მუშები და მათი ოჯახები იყვნენ, რომლებიც ბაქოში იმ წლებში სამუშაოდ ჩამოვიდნენ.

1990-იან წლებში კი შანხაის დასახლებას მთიანი-ყარაბაღის კონფლიქტის შედეგად დევნილი მოსახლეობა დაემატა.

Leave a Reply

Your email address will not be published.