ახალი ამბები

“მთავრობასთან მიმაქვს” – დოლიძემ გარემოვაჭრეებისგან ყვავილების გვირგვინი იყიდა

30 ნოემბერი, 2020 • 1377
“მთავრობასთან მიმაქვს” – დოლიძემ გარემოვაჭრეებისგან ყვავილების გვირგვინი იყიდა

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ, უნივერსიტეტის ქუჩაზე ყვავილების გამყიდვლებისგან ყვავილები იყიდა და თქვა, რომ ე.წ. სარიტუალო თაიგული მთავრობასა და მის მეთაურს, გიორგი გახარიას უნდა მიუტანოს.

„ეს უგუნური რეგულაციები არის შეტევა მშრომელ ხალხზე. ეს არის პირდაპირი თავდასხმა ადამიანებზე, რომლებიც დღეს დგანან ერთადერთი ამოცანის წინაშე – ყოველდღე როგორ გადარჩნენ. რეპრესიებზე გადასვლა, რაც ქნა ჩვენმა სახელმწიფომ, გააკეთებს ერთადერთ რაღაცას. თვითონ ხელისუფლებას გამოუტანს განაჩენს. მგონი, ამისთვის ძალიან კარგი სიმბოლოა ეს საპანაშვიდო თაიგული, რომელიც მინდა, რომ მივუტანო ბატონ გახარიას. მას წარმოდგენა არ აქვს, რა რეალურ გასაჭირში იმყოფება ხალხი, რომელიც მარტო ჯარიმებსა და რეპრესიებზე ყურებით საკუთარ საფლავს ამოუთხრის ხელისუფლებას“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

ანა დოლიძე ყვავილების გვირგვინით კანცელარიასთან

თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე, შრომის ინსპექციის წარმომადგენელი ყვავილების გამყიდვლების დახლებთან მივიდა. გამყიდვლები ამბობენ, რომ მათ ფულადი ჯარიმა ემუქრებათ, შრომის ინსპექციის წარმომადგენელმა კი ადგილზე კომენტარი არ გააკეთა.

“აალაგეთ დახლებიო” – ყვავილების გამყიდველებს მუშაობას უზღუდავენ

მასალების გადაბეჭდვის წესი