კატეგორიის გარეშე •

სოფელ ლატალის ტყეში კვლავ ხანძარია

23 ოქტომბერი, 2020 • 979
სოფელ ლატალის ტყეში კვლავ ხანძარია

სვანეთში, სოფელ ლატალის მიმდებარე ტყეში ხანძარია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს, ეკალბარდს და ბუჩქნარს უკიდია. ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია 50 მეხანძრე-მაშველი ინდივიდუალური აღჭურვილობით და მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის სამუშაოები. დამატებითი ძალების მობილიზება ხდება თბილისიდან, იმერეთიდან და სამეგრელოდან.

უწყების ცნობით, ხანძრის ქრობის სამუშაოებში ადგილზე მყოფ 50 მეხანძრეს გვიან ღამით 100-კაციანი ჯგუფი შეუერთდება, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის, დავით სუხიშვილის ხელმძღვანელობით. მზადყოფნაშია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელიც, საჭიროების შეთხვევაში, ცეცხლის ქრობის პროცესში ჩაერთვება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, კერები ორშაბათს ლიკვიდირებული ხანძრიდან მოშორებით, მთის მეორე ფერდზეა. სვანეთში, სოფელ ლატალის მიმდებარედ ტყის მასივში ხანძარი 18 ოქტომბერს გაჩნდა. საგანგებო სიტაციების მართვის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია ხანძრის ლოკალიზების შესახებ.

სოფელ ლატალის მიმდებარედ ხანძარი ლოკალიზებულია – საგანგებო სიტუაციების სამსახური

მასალების გადაბეჭდვის წესი