კატეგორიის გარეშე

ლოცვები 16 საათზე დაიწყება, ტაძრები 20 საათზე დაიკეტება

3 აპრილი, 2020 • 811
ლოცვები 16 საათზე დაიწყება, ტაძრები 20 საათზე დაიკეტება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ტაძრების წინამძღვრებისთვის 3 ახალ რეკომენდაციაზე ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც კომენდანტის საათს უკავშირდება.

„გეძლევათ სამი რეკომენდაცია:

პატრიარქის კურთხევაა, რომ კომენდანტის საათის გათვალისწინებით, ხვალიდან ლოცვები დაიწყოს შუა დღის 4.00 საათზე, ხოლო ყოველ დღე ეკლესია დაიკეტოს საღამოს 8 საათისთვის.

შეგახსენებთ, რომ აუცილებელია ტაძრის ეზოში 1,5 მ-ის დაშორებით დროულად გაკეთდეს ნიშნულები. ამისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სამების ტაძარში მამა იოანეს (ტელ: 591000600).

გთხოვთ, ყოველდღიურად მოახდინოთ ხატების და სიწმინდეების ხშირად გაწმენდა (სპირტის და ვარდის წყლით), ასევე, იატაკის დამუშავება და ეკლესიაში მუდმივი მეთვალყურეობისთვის გამოყოთ პასუხისმგებელი პირები”, – ნათქვამია ანდრია ჯაღმაიძის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი