კატეგორიის გარეშე

გახარია პანკისში ჩავიდა: დაშავებულია 15 პოლიციელი

21 აპრილი, 2019 • 1011
გახარია პანკისში ჩავიდა: დაშავებულია 15 პოლიციელი

„ჩვენ ხომ ვართ ერთი ქვეყნის შვილები. ჩვენ ხომ ძმები ვართ“ – ჰკითხა მოსახლეობას შს მინისტრმა გიორგი გახარიამ.

გახარიას თქმით, მოხდა გარკვეული ექსცესი, რის გამოც დაიძაბა სიტუაცია. შს მინისტრის ინფორმაციით, დაშავებულია 15 მოსამსახურე პოლიციელი. მას არაფერი უთქვამს დაზარალებული მოქალაქეების რაოდენობაზე. თუმცა დასძინა, რომ აუცილებლად მოინახულებს ამ ადამიანებს.

შს სამინისტროს ჰყავს 15 მოსამსახურე დაზარალებული. ვნახავთ ადგილობრივ დაზარალებულებსაც. იწვის ტექნიკა და ახლა ჰესზე ვერ ვისაუბრებთ – თქვა გახარიამ.

გახარიამ კითხვების დასმის დროს ერთ-ერთ ჟურნალისტს მოუწოდა, რომ „გაიღიმოს“.

მინისტრის ინფორმაციით, სამშენებლო კომპანიას, რომელმაც აქ სამუშაო დაიწყო, დილიდან მხოლოდ 35 პოლიციელი შემოჰყვა.

შს სამინისტრომა პანკისელებს უთხრა, რომ დაუშვებელია სახელმწიფო წარმომადგენლებს დაუშინოთ ქვები. და დასძინა, რომ „რა თქმა უნდა ყველა ძალოვანი იმოქმედებს სრული შესაბამისობით“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი