კატეგორიის გარეშე •

პრეზიდენტის პრესსპიკერად ხატია მოისწრაფიშვილი დანიშნეს

3 იანვარი, 2019 • 2257
პრეზიდენტის პრესსპიკერად ხატია მოისწრაფიშვილი დანიშნეს

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პრესსპიკერი ხატია მოისწრაფიშვილი იქნება. ამის შესახებ ნეტგაზეთს ინფორმაცია თავად ხატია მოისწრაფიშვილმა დაუდასტურა.

ხატია მოისწრაფიშვილი ბოლო დრომდე ასევე პრესსპიკერად მუშაობდა,ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში.

ხატია მოისწრაფიშვილი საჯარო სამსახურში ჟურნალისტიკიდან გადავიდა.

ფოტო: ხატია მოისწრაფიშვილის ფეისბუქ გვერდიდან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი