კატეგორიის გარეშე •

2013-ში პრეზიდენტობის უფრო მეტი მსურველი იყო, ვიდრე წელს

10 სექტემბერი, 2018 • 1143
2013-ში პრეზიდენტობის უფრო მეტი მსურველი იყო, ვიდრე წელს

2013 წლის არჩევნებზე პრეზიდენტობის სურვილი უფრო მეტმა ადამიანმა გამოთქვა, ვიდრე 2018 წელს. ამას მოწმობს ცესკოს ვებგვერდზე არსებული სტატისტიკა.

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც საბოლოოდ გიორგი მარგველაშვილის გამარჯვებით დასრულდა, მონაწილეობის სურვილი 54-მა ადამიანმა გამოთქვა, ხოლო 2018-ში – 45-მა.

თუმცა აღსანიშნავია, რომ არჩევნებში მონაწილეობის სურვილი და ცესკოსთვის მიმართვა საკმარისი არ არის იმისათვის, რომ მსურველი კანდიდატად დარეგისტრირდეს და მისი გვარი საარჩევნო ბიულეტენზე მოხვდეს. ამისათვის კანდიდატობის მსურველმა 25 ათასი ხელმოწერა უნდა შეაგროვოს, თუ ამას ვერ მოახერხებს, ის კანდიდატად ვერ დარეგისტრირდება.

იმის გამო, რომ შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა ვერ შეძლეს, 2013 წელს 54 განაცხადის ავტორიდან კანდიდატად მხოლოდ 23-მა მოახერხა დარეგსიტრირება.

წელს საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრირება 45 ადამიანს სურს, თუმცა ამისათვის 18 სექტემბრამდე დაახლოებით 26 ათასი ხელმოწერა უნდა წარადგინონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი