კატეგორიის გარეშე

ქმარს, რომელმაც ცოლს მუშტი სახეში რამდენჯერმე დაარტყა, რვათვიანი პატიმრობა მიუსაჯეს

4 აპრილი, 2018 • 1758
ქმარს, რომელმაც ცოლს მუშტი სახეში რამდენჯერმე დაარტყა, რვათვიანი პატიმრობა მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ რვათვიანი პატიმრობა მიუსაჯა ქმარს, რომელმაც ცოლს სახეში მუშტები ურტყა.

მთავარი პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 12 იანვარს თბილისში, მისსავე საცხოვრებელ ბინაში ე.ნ-მ მეუღლე ნ.ი-ს მიმართ ძალადობა ჩაიდინა, რა დროსაც მუშტის მრავალჯერადი დარტყმით ფიზიკური ტკივილი მიაყენა.

სამართალდამცველებმა ე.ნ.  იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც  ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა. სასამართლომ მოძალადე ქმარი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ მიიჩნია.

მასალების გადაბეჭდვის წესი