ზაალ უდუმაშვილი: მე შევძლებ, რომ თბილისი საცობებისაგან გავათავისუფლო

თბილისის მერობის კანდიდატი ენმ-დან ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ არჩევნებში მისი გამარჯვების შემთხვევაში რკინიგზის შემოვლითი გზის პროექტის განხორციელება განახლდება.

“მე ახლა ვდგავარ თბილისის რკინიგზაზე, სადაც ჯერ კიდევ 5 წლის წინ უნდა დაწყებულიყო შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა. აქვე მდებარეობს ჯორჯ ბუშის ქუჩა, რომელიც ყოველ საათში ათასობით ავტომობილს ატარებს და მთელი ეს ნაკადი შემდეგ მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე ჩადის,  საბოლოოდ კი პიკის საათებში თბილისი დიდ საცობად იქცევა. მხოლოდ იმიტომ, რომ ამას წინა ხელისუფლების პროექტი არ დარქმეოდა, ამ მთავრობამ უარი თქვა შემოვლითი რკინიგზის და, შესაბამისად, შემოვლითი გზის პროექტზეც. ეს გზა, რომელიც 10-კილომეტრიანი მონაკვეთია, ჯორჯ ბუშის ქუჩას დიდუბის მეტროსთან აერთებდა  და ავტომობილების ნაკადის 40%-ს თავის თავზე იღებდა”,  – განაცხადა უდუმაშვილმა.

შემოვლითი რკინიგზის პროექტის განხორციელება „საქართველოს რკინიგზამ“ 2010 წელს დაიწყო. პროექტში უნდა ჩართულიყო  “ევ­რო­პის რე­კონ­ს­ტ­რუქ­ცი­ი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კი” (EBRD), რომელსაც სესხის სახით 100 მილიონი ევრო  უნდა გამოეყო. 2011 წელს EBRD ამ პროექტს გამოეთიშა.  “სა­ქარ­თ­ვე­ლოს რკი­ნიგ­ზის”  ყოფილმა  გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ირაკ­ლი ეზუგ­ბა­ი­ამ 2011 წლის შე­მა­ჯა­მე­ბელ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნაცხა­და, რომ შე­მოვ­ლი­თი რკი­ნიგ­ზის პრო­ექ­ტის ღირებულება 170 მლნ ევ­რო იყო. პირ­ვე­ლა­დი საპ­რო­ექ­ტო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, 100 მლნ ევ­რო “სა­ქარ­თ­ვე­ლოს რკი­ნიგ­ზას” “ევ­რო­პის რე­კონ­ს­ტ­რუქ­ცი­ი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კის­გან” სეს­ხის სა­ხით უნ­და მი­ე­ღო, ხო­ლო 70 მლნ ევ­როს თა­ვად კომპანია გა­მო­ყოფ­და, თუმ­ცა  EBRD–ის პროექტიდან გასვლის შემდეგ მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბა მთლი­ა­ნად რკინიგზას  უნდა დაეფარა.

შემოვლითი რკი­ნიგ­ზის მშე­ნებ­ლო­ბას ტენ­დერ­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი  ქარ­თულ-ჩი­ნუ­რი კონ­სორ­ცი­უ­მი სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბა “ხიდ­მ­შე­ნი” ახორ­ცი­ე­ლებდა. 2011 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ირაკლი ეზუგბაიამ განაცხადა, რომ კომპანიამ ამ პროექტზე საკუთარი სახსრებიდან 140 მილიონი ლარი დახარჯა.

„საქართველოს რკინიგზამ“ 980 მი­წის ნაკ­ვე­თი გა­მო­ის­ყი­და, მა­თ მფლო­ბე­ლე­ბის სა­კომ­პენ­სა­ცი­ოდ კი 22 მი­ლი­ონ ლარ­ზე მე­ტი თან­ხა გას­ცა.

თბი­ლი­სის შე­მოვ­ლი­თი რკი­ნიგ­ზის პრო­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბა 2013 წლი­სათ­ვის იგეგმებოდა.

2014 წელს დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ პროექტი განხორციელდებოდა, თუმცა ამ დრომდე დასრულებული არ არის.

რკინიგზის თბილისიდან გადატანის სურვილი თბილისის მერიაში დღესაც დაადასტურეს. IPN-ის ცნობით, შესაბამისი განცხადება ვიცემერმა ირაკლი ლექვინაძემ გააკეთა.

“ჩვენი სურვილია, რკინიგზა გატანილი იქნას თბილისის გარეთ, რადგან თბილისში განვითარებისთვის უფრო მეტი შესაძლებლობა იყოს,

”მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა უფრო ეფექტური და ალტერნატიული გზების მოძიება, რადგან ის ძველი ვარიანტი, რომელზეც აპელირებს ჩვენი ოპონენტი პარტია, აბსოლუტურად არაეფექტური და არამომგებიანი იყო. ამ მომენტისათვის მიმდინარეობს ტექნიკური, ეკონომიკური კვლევა რამდენიმე სცენართან დაკავშირებით. ამ პროცესს ახორციელებს ”საქართველოს რკინიგზა” და როდესაც მას ექნება ამ კვლევის შედეგები, ბუნებრივია, გაასაჯაროებს.”, – IPN-ის ცნობით, თქვა ლექვინაძემ.

“დღეს რკინიგზა გადის შუაგულ ქალაქში და დასახლებულ პუნქტებში გადააქვს ფეთქებადსაშიში ნივთიერებები”, – ამბობს ზაალ უდუმაშვილი.

“მე შევძლებ, რომ თბილისი საცობებისაგან გავათავისუფლო”, – აცხადებს მერობის კანდიდატი ენმ-დან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com