კატეგორიის გარეშე •

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლაზე

2 ოქტომბერი, 2016 • 1483
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლაზე

დღეს ბათუმში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით გავცელებულ ინფრომაციაზეც გააკეთა კომენტარი:

„კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყოფილ პრეზიდენტს, რომ არ ჩაერიოს საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესებში. ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული გამოცდილება, ჩვენ ვატარებთ თანამედროვე ევროპულ დემოკრატიულ არჩევნებს, მთელი საზოგადოება ორიენტირებულია გააკეთოს სწორი და თავისუფალი არჩევანი. ამ ვითარების დაძაბვა, ემოციების ესკალაცია, მარტივად. დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი დღეს, 2 ოქტომბერს ბათუმში იმყოფებოდა. ის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ფიცის დადების ცერემონიალს დაესწრო.

მასალების გადაბეჭდვის წესი