კატეგორიის გარეშე •

პრეზიდენტის კომენტარი დიდინეძში მომხდარ ინციდენტზე

2 ოქტომბერი, 2016 • 1416
პრეზიდენტის კომენტარი დიდინეძში მომხდარ ინციდენტზე

დღეს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში ახალი მოსამართლეების ფიცის დადების ცერემონიალის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ზუგდიდში, სოფელ დიდინეძში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი:

„ერთი მხრივ, მოველი ეფექტურ და სწრაფ გამოძიებას, მაგრამ ამავე დროს მოველი პოლიტიკოსებისგან ადეკვატურ შეფასებას. მე არაერთხელ აღვნიშნე, რომ ფაქტობრივად ყველა პოლიტიკურ ძალაში შესაძლებელია იყვნენ თავქარიანი ადამიანები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ არჩევნები არის მუშტი-კრივი. მაგრამ ასევე მოველი, რომ პოლიტიკურ ძალებში არიან ადამიანები, რომლებიც თავის პრინციპულ პოზიციას თუნდაც თანაგუნდელებთან დაკავშირებით დააფიქსირებენ.“

1 ოქტომბერს ზუგდიდის სოფელ დიდინეძში “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები სცემეს. პარტიაში აცხადებენ, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა ახალგაზრდებს საარჩევნო ფლაერების დარიგებისას მიაყენეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი