ნომინაცია: თანამედროვე არქიტექტურა და კულტურული მემკვიდრეობა
ფოტოს ავტორი: ქეთევან ბერაია, ჟურნალისტი
ფოტოს აღწერა: ხის ხიდი ზემო აჭარაში, სოფელ ხაბელაშვილებში.
სოფლის მკვიდრთა გადმოცემით, 300 წლის ხიდი ხაბელაშვილების მკვიდრს, გვარად ბერიძეს აუშენებია. ხიდი სოფელ ხაბელაშვილებს აკავშირებდა სოფელ ბარათაულთან, ბრილთან და გომარდულთან. მშენებლობისას გამოყენებულია ხის ისეთი ჯიშები, როგორიცაა ურთხველა, წაბლი და მუხა. ხიდს მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.