http://manifest.ge-ზე შეიქმნა პეტიცია ბათუმის ბულვარის დასაცავად და მისი ადრესატები არიან საქართველოს მთავრობა , კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და აჭარის მთავრობა.
პეტიცია შექმნა საინიციატივო ჯგუფმა „დაიცავი ბათუმის ბულვარი“ და მასზე ხელმოწერა ყველა მსურველს შეუძლია.
პეტიციის ავტორები არ ეთანხმებიან ბათუმის ძველ ბულვარში ახალი კონცეფციით გათვალისწინებულ ცვლილებებს:
“პეტიციაზე ხელმომწერები არ ვეთანხმებით ბათუმის ძველ ბულვარში ახალი კონცეფციით გათვალისწინებული ცვლილებების განხორციელებას.
ბათუმის ბულვარს აქვს თავისი კონცეფცია, რომელიც უკვე 130 წელია ყალიბდება. დაარსებიდან დღემდე ბულვარი ბათუმის ისტორიის განუყოფელი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. მიგვაჩნია, რომ გადაკეთებითა და შეცვლით ბულვარი დაკარგავს იმ ნიშან-თვისებებს, რის გამოც ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს.
კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ბათუმის ბულვარში სასეირნო ბილიკის გაუქმებას, მწვანე ზოლში კაფე-ბარებისა და ხელოვნური ჩანჩქერის მოწყობას, ახალი შენობების აგებას და სხვა კონცეფციის სამუშაო ვარიანტით წარმოდგენილი ცვლილებების განხორციელებას.
მოვითხოვთ:
ამასთან, აუცილებლად მიგვაჩნია ქალაქის განვითარება, ახალი სკვერებისა და ტურისტული ადგილების შექმნა, ამიტომაც მთავრობას ვთავაზობთ, წარმოდგენილი კონცეფცია განახორციელოს ახალ ბულვარში. ეს საშუალებას მისცემს ამჟამინდელ მთავრობას თავისი პოზიტიური, ისტორიული კვალი დატოვოს ახალი ადგილის განვითარებით და არა ძველი, ბათუმელებისათვის საყვარელი ბათუმის ბულვარის გადაკეთებითა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ხელყოფით” – ესაა პეტიციის ტექსტი, რომელზეც ხელმოწერა შეგიძლიათ აქ.