შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი ამბობს, რომ საქართველოსა და აშშ-ში არჩევნების შედეგების მიუხედავად, ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობა არ შეიცვლება.
„მე ნამდვილად მჯერა, რომ რაც არ უნდა მოხდეს საქართველოს არჩევნებში ან აშშ-ის არჩევნებში, საქართველოსა და შეერთებული შტატების ხალხებს შორის ურთიერთობა, ურთიერთობა ჩვენს კომპანიებს შორის, ურთიერთობა ჩვენს უნივერსიტეტებს, ბიზნესს, ანალიტიკურ ცენტრებს, ინსტიტუტებს, სამხედროებს, სამართალდამცავ ორგანოებს შორის — ყველა ეს ურთიერთობები გაუძლებს ნებისმიერ პოლიტიკურ არჩევნებს, რა შედეგიც არ უნდა მოჰყვეს რომელიმე ქვეყანაში“, — განაცხადა რობინ დანიგანმა ამერიკული სავაჭრო პალატის ორგანიზებულ election breakfast-ზე, „ქორთიარდ მარიოტში“.
მისი თქმით, აშშ-სა და საქართველოს პარტნიორობა გრძელვადიანია და გადალახავს პოლიტიკურ ცვლილებებს თუ განწყობებს.
5 ნოემბერს აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი იმარჯვებს.