კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა და ცესკოს გამოცხადებულ შედეგებს არ აღიარებს:
სრულიად გასაგებია, რა მოხდა. ბიძინამ KGB-ს სპეცოპერაცია ჩაატარა. არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, ხალხის ხმა მიითვისეს და ქვეყანას რუსეთისთვის ამზადებენ, არ გამოვა ეს ამბავი! ამ სიყალბეს არ და ვერ დავეთანხმები… არასდროს!”, – წერს ხაზარაძე ფეისბუქის გვერდზე.
26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა და ხმების 54.086% მიიღო.
