საია პავლე კუბლაშვილის განცხადებაზე

პავლე კუბლაშვილის განცხადებას, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების  მიერ უბნის გარეთ დაკვირვებისა და აღწერის შესახებ, საია აკრიტიკებს. თამარ ხიდაშელის, საიას ხელმძღვანელის თქმით, პავლე კუბლაშვილის აღნიშნული განცხადება ეწინააღდეგება ხმის მიცემის ფარულობის კონსტიტუციურ პრინციპს და წინააღმდეგობაში მოდის საარჩევნო კოდექსის მერვე მუხლთან, რომელიც კრძალავს ნებისმიერ ზემოქმედებას, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას.

საის თქმით, მსგავსი ფაქტები არა მხოლოდ უბნის გარეთ, არამედ უბნის შიგნითაც ხდება. მაგალითად მე–8 ოლქის 49–ე უბანში მყოფი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგებელი აფიქსირებს მოსულ მხარდამჭერთა რაოდენობას და სთხოვს მათ ხელმოწერით დადასტურებას.