ევროპარლამენტარი გვარამიას დაკავებაზე: ივანიშვილს EU კანდიდატობის საბოტაჟი სურს?

ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ნიკა გვარამიას დაკავებას ტვიტერზე ეხმაურება და სვამს კითხვას, ხომ არაა ივანიშვილის ხელისუფლების ეს ქმედება საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის საბოტაჟი:

„ეს ნიშნავს რომ საქართველო, უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზეც კი, არ ირჩევს დემოკრატიას და არჩევანს პუტინის მსგავს გზაზე აკეთებს ივანიშვილის ხელისუფლების ყველაფრის ფასად შენარჩუნებით? ნიშნავს ეს რომ მას სურს ამგვარი ქმედებით ევროკავშირის კანდიდატი წევრობის საბოტაჟი მოახდინოს?“ – აცხადებს ევროპარლამენტარი.

Does this mean that Georgia, even in the face of Russia’s war against 🇺🇦, is not choosing democracy, but a Putin-type path to maintaining B.Ivanishvil’s rule at all costs? Does this mean that he wants to sabotage with such actions 🇬🇪 candidacy to 🇪🇺 membership? @GeorgianDream41 pic.twitter.com/5XbVbsGlYk

— Rasa Juknevičienė (@RJukneviciene) May 16, 2022

„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ბრალდების საქმესთან დაკავშირებით მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განაჩენი ცნობილია.”მთავარი არხის” დამფუძნებელს 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.